კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკიდეგანოდ აღშფოთებულები

„ჩემი შენ გითხარიო“

 

შსს-მ გასულ კვირასაც გაგვახარა და გვაცნობა, რომ ფარული და უკანონო ჩანაწერების მორიგი პარტია აღმოაჩინეს. ამის მიუხედავადაც, საპარლამენტო უმცირესობა უკიდეგანოდაა აღშფოთებული და კატეგორიულად მოითხოვს მათ განადუგურებას! და მერე რა, რომ ეს უთვალავი უკანონო ჩანაწერი მათი ხელისუფლებაში ყოფნისას გაკეთდა (პათოსით, „ნუ გამახსენებ ლამისყანას“), აწ უკვე ფიქრობენ, რომ ფარული ჩანაწერების არსებობა არღვევს  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კანონებს (ვითომ, კანონი მაშინ ხდება უზენაესი, როდესაც შენ აღარ ხარ სათავეში?!). მაგალითად, უმცირესოელი გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ხელისუფლებას გარიგება სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ფარული ვიდეოგადაღებით იყო დაკავებული… რომ ამით ჩირქი მოსცხოს მთელ „ნაციონალურ მოძრაობას (ნწუ! ნწუ! ნწუ! საზიზღრები ეგენი!)“. 

მეორე მხრივ, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია დიდ გასაჭირშია: გაანადგუროს თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები: თუ ნივთმტკიცება განადგურდება, დამნაშავეები ვეღარ დაისჯებიან, თუ არ განადგურდება, შესაძლოა, მავანის ინტიმური ცხოვრების დეტალები სრულიად დედამიწის მონაპოვარი გახდეს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არავინ უწყის (ჩამწერ-შემკვეთთა, ანუ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლთა გარდა), ვის და რამდენი ასლი აქვს, საქმეს ვერც განადგურება უშველის.

ამიტომაც, გაჭირვების ტალკვესობა თომას ჰამარბერგს ატვირთინეს (რჩევა ჰკითხეს). მრავლისმნახველმა ევროკომისარმა ჩვენებურებს შემოუთვალა, პირადი ცხოვრების ამსახველი 94-ვე ფაილი გულდასმით ნახეთ, დაიმახსოვრეთ, რაც იქ ხდება, რომ შემდეგ სასამართლოს ჩვენებები მისცეთ, ხოლო ერთ-ერთი საქმეს დაურთეთ ნივთმტკიცებადო. ახლა კომისიის წევრები იმაზე იტეხენ თავს, რომელი შეარჩიონ 94-დან (ვფიქრობ, რომელზეც უფრო ხარისხიანი ეროტიკა იქნება ასახული) .

მეორე მხრივ, არ შემიძლია, არ განვავრცო  ბ-ნი ბარამიძის ლოგიკა : პირადი ცხოვრების ჩანაწერების ავტორები (შემსრულებელ-დამგეგმავიანად) არათუ არ უნდა დავსაჯოთ, ორდენები უნდა ჩამოვკიდოთ: რადგან, პატიოსანი მოქალაქე ამ გაქანებული აღმშენებლობის პროცესში, განა, დაახარჯავდა ენერგიას სექსს?!

скачать dle 11.3