კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კენჭები – მთავრობის ბოსტანში

„რა მინდოდა წვენებში?!“

 

მართალია, მისი შრომითი ბიოგრაფია გარჩეულებამდე ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდებოდა, მაგრამ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთანავე თავი სულ სხვა კუთხით გაგვაჩვენა. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი ღვინიაშვილი ძირითადად სოფლის მეურნეობის პრობლემატიკაზეა ორიენტირებული (რაც, მე რომ მკითხოთ, სულაც არ გახლავთ ურიგო!).

ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გვაცნობა, რომ გურჯაანში წელს ატმის სეზონი  ჩავარდნილა. ჩავარდნის მიზეზად კი გასაღების ბაზრის არარსებობა დაასახელა. ზედაც, შენიშნა, რომ „წინა წლებში მთავრობა მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, მეზობლებთან, რათა ატმის გასაღების პრობლემა არ ყოფილიყო.“

ოღონდ, ამ კენჭს მთავრობის ბოსტანში დითირამბიც მოაყოლა: „იმ ადამიანების სახელით მინდა, მადლობა გადავიხადო საგაზაფხულო ხვნა-თესვასთან დაკავშირებით.“ თუმცა, საბოლოოდ, ისევ კენჭით დაასრულა: „მაგრამ, დაპირება სულ სხვა რამეში მდგომარეობდა, კერძოდ, ეს იყო ხვნა-თესვა და შემდეგ ამ საქონლის ბაზრამდე მიტანა.“

იმის გათვალისწინებით, რომ ატმის მოსავალი მართლაც უხვია და არც გასაღების ბაზარი ჩანს, ცხადია, რომ დეპუტატის ბაგეები ჭეშმარიტებას ღაღადებენ. ხოლო ბ-ნი ღვინიაშვილის მიერ მეურნის ნიჭის გამომჟღავნება უნებურად ბადებს რიტორიკულ კითხვას: ნეტავ, რა უნდოდა წვენებში, ანუ, პროკურატურაში?! 

скачать dle 11.3