კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შინაომი“

შენ რომ ჩემთვის ტორფის საბადო არ გადმოგიციაო?!

 

თუმცაღა რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართებისთვის ვერაფერი დაგვიკლია (იმდენიც კი მოახერხეს, რომ, არათუ მოსახლეობის ეზოებში წამოჭიმეს „საზღვარი“, არამედ, სოფლის სასაფლაოც კი თავისად მიიქციეს – გზაც იქით ჰქონიათ!), სამაგიეროდ, ფოთის საკრებულომ ლანჩხუთისას წერილი მისწერა, არც მეტი, არც ნაკლები, ტერიტორიული პრეტენზიით, როგორც „გურია-ნიუსი“ იუწყება, შემდეგი შინაარსის: „ფოთის მუნიციპალიტეტი სთხოვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, აღმოუჩინოს თანადგომა, რათა შეიცვალოს ფოთის მუნიციპალიტეტის საზღვრები.“

სახელდობრ, იგულისხმება ფოთის ტერიტორიის გაფართოება ლანჩხუთის ტერიტორიის შემცირების ხარჯზე. კონკრეტულად კი ფოთელები ლანჩხუთელებს პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიას სთხოვენ (ბუნებრივი ტორფის საბადოს ეშხით). 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ამტკიცებს, რომ ფოთელ კოლეგებს მსგავსის მოთხოვნის ადმინისტრაციული საფუძველი არ აქვთ და ძალიან კულტურულად ვეუბნებით უარს ტერიტორიის დათმობაზეო. „ძალიან კულტურულობა“ კი შემდეგში გამოიხატება: დაიწეროს საპასუხო წერილი, რომ ბიურომ განიხილა ეს საკითხი და შემდგომი შესწავლისთვის გადაუგზავნა შესაბამის კომისიას! 

 ჩვენ არ ვიცით, რას გადაწყვეტს „შესაბამისი კომისია“ (იმედი გვაქვს, „შინაომი“ არ ატყდება), თუმცა, თუ ზემოხსენებულ მავთულხლართებს გავიხსენებთ, ლანჩხუთის რაიონს თუ დავაბრუნებინებთ ტერიტორიებს, ისიც ფოთისთვის?!

скачать dle 11.3