კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„09“ – თამამი ფანტაზია

ანუ, მაღიარებელი გამიზრდია უბეში?!

 

მაშინ, როდესაც ქართული დიპლომატია ტანზე იხევს (იმის პარალელურად, რომ ახლებს ძველები აკრიტიკებენ – ჯეროვნად ვერ იხევენო, რასაც ახლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან – ჩვენ რომ ვიხევთ, შემოხევაც ისეთი უნდაო!), რათა არ დაუშვას სეპარატისტული რეგიონების აღიარების პროცესის გაგრძელება, მაღიარებლები, როგორც აღმოჩნდა, სულაც, ჩვენ შორის ბრძანდებიან. 

და ეს მარტივი ჭეშმარიტება სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. კერძოდ,  თავდაპირველად, საინფორმაციო ცენტრ „08-ს“ მივმართეთ იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი მართლმადიდებლური ქვეყანაა ამ ცოდვილ დედამიწაზე. იმ მიზეზით, რომ პასუხი არ ჰქონდათ, ძალები „09-ს“ მოვუსინჯეთ. ეს უკანასკნელი შედარებით უკეთ აღმოჩნდა მომზადებული, პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვაცნობეს, ოღონდ, ისეთი, ჯობდა, არ ეცნობებინათ.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „მართმადიდებელი ქვეყნებია – საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი, საქართველო, აფხაზეთი, ოსეთი (?!), მოლდავეთი, რუსეთი, ბელორუსია, კიპრი, უკრაინა; მოსახლეობის ნაწილი აღიარებს  – ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ფინეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, იაპონია, ამერიკა, ჩრდილოეთი კორეა. მადლობა ზარისთვის.“

ინფორმაციის გავრცელება მეტად კეთილშობილური საქმიანობაა (მაშინაც კი, როდესაც ის არცთუ იაფი ღირს), ოღონდ, თუ ამ ინფორმაციას გავრცელებამდე რუხ ნივთიერებასაც წაუმატებდნენ, მთლად უკეთესი იქნებოდა (თამამი ფანტაზიების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოსაქცევად). თუმცა, ისიცაა, იქნებ გულწრფელადაც თანაუგრძნობენ პრ. თიბილოვს („იუჟნაია ოსეტიას“ დიდ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების ნატვრაში) რაც, სულ მცირე, იმას ნიშნავს, რომ „09-ის“ სახით მაღიარებელი უბეში გაგვიზრდია და, ცალი თვალი რაა, იმითაც ვერ შეგვიმჩნევია. 

 

скачать dle 11.3