კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ბიჭის თვალით დანახული „დავალიანებული“ ქართველები

გამარჯობა დედა. როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.

დედა, საქართველოში ერთი ისეთი სიტყვა არსებობს, რომლის მნიშვნელობა ყველამ იცის დიდმა და პატარამ, მოხუცმა და ახალგაზრდამ, ბავშვმა და მოზარდმა. ეს სიტყვა არის ვალი, არ არსებობს ქართველი, რომელსაც ვალი არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს მდიდარია თუ ღარიბი, ვალი ყველას აქვს.  

საქართველოში ყველაზე პოპულარული ბანკის ვალია. გინებაც არსებობს ასეთი: ვისაც ბანკის ვალი არ აქვს, იმის ასე და ისეო და არავის სწყინს. შემდეგ მოდის ლომბარდის ვალი. ლომბარდში მიაქვთ ყველანაირი ღირებული ნივთი, რაც კი ოჯახში მოიპოვება და იმ ფულს ძალიან ხშირად ქეიფში ხარჯავენ. შემდეგ მოდის ნებისმიერი ნაცნობის ვალი, მნიშვნელობა არ აქვს ნათესავია, ახლობელი თუ უბრალო ნაცნობი. ფულის სესხება ყველასგან შეიძლება. ფულის თხოვნა საქართველოში თითქმის ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ერთი ფრაზაა აქ: „ძმურად, ზეგამდე ოცი ლარი მჭირდება რა!“ ეს „ზეგამდე“ ხშირად რამდენიმე თვე ან წელი გრძელდება. უფრო ხშირ შემთხვევაში კი, ასეთ მცირე თანხებს უკან არ აბრუნებენ. იმ დღეს ისეთი რამ შემემთხვა, ნებისმიერ ფსიქოანალიტიკოსს შეშურდებოდა, რომ მოესმინა.  ორი დღის წინ შემთხვევით შემხვდა ჩემი ნათლია კობა. როგორც ადრე გითხარი, სადღაც მუშაობს დისტრიბუტორად და ყველას ვალი აქვს, ვისაც იცნობს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემი ორმოცდაათი ლარიც. მოვიკითხეთ ერთმანეთი და უცებ მკითხა, შემთხვევით ოცლარიანის ხურდა ხომ არ გაქვსო? მე მქონდა, დედა და ვუთხარი კი, მაქვს-მეთქი და ჯიბიდან ფული ამოვიღე. უცებ მითხრა: ძმურად, სამი დღით ათი ლარი მასესხეო. რაღას ვიზამდი, ხომ ვერ ვეტყოდი არ მაქვს-მეთქი, ავდექი და მივეცი. დედა ახლა მიხვდები, თუ რა საშუალებებს აღარ მიმართავენ ქართველები, ფულის სასესხებლად.

ვალები მეც ზუსტად ქართველებივით დამიგროვდა. ჩემი ქორწილისთვის რომ სესხი ავიღე ბანკიდან, იმას ჯერ კიდევ ვიხდი. ჩემი ნათლია ნანას ვალი მაქვს ორასი ლარი და ჩემი სიდედრის ვალი გვაქვს – ოთხასი ლარი. ლამზირა ყოველდღე მეუბნება, დედაჩემმა დაგვაყენა ფეხზე ფული რომ გვასესხა, თორემ ახლა დახოცილები ვიქნებოდითო. არადა, იმ ფულით თვითონ იყიდა კაბა და ჟაკეტი. დაბრუნებით კი, რა თქმა უნდა, მე უნდა დავაბრუნო. სამ დღეში ერთხელ მოდის, ქალბატონი სიდედრი და ამბობს, სახლში ერთი კაპიკი აღარ გვაქვს, რა ვქნათ აღარ ვიციო. მე ვიცი, იმისთვის გვეუბნება, რომ ფული დავუბრუნოთ, მაგრამ ჯინაზე არ ვუბრუნებ. მეც ჩემებურად ხომ უნდა ვიძიო შური. აბა, მაგასთან ჩხუბს ჯობია, ირანს გაუგზავნო საომარი ნოტა. მოკლედ, ასეა ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, დედა. მომიკითხე ყველა.

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3