ანეკდოტები
– იცი‚ იმდენი ცუდი რამ წავიკითხე ალკოჰოლის მავნებლობაზე‚ რომ, გადავწყვიტე, შევეშვა...
– სასმელს?
– არა‚ კითხვას...
***
მამაკაცისთვის სექსი ისევე აუცილებელია‚ როგორც საჭმელი: თუ ძვირფას ფრანგულ რესტორანში არ უშვებენ‚ მიდის „მაკდონალდსში“‚ ხან კი თვითონვე იკეთებს...
***
– მიტო‚ მამაჩემსა შენი გაცნობა უნდა.
– როგორ‚ ეგ არ იყო მთელი ორი საათი ნაჯახით რო მამდევდა?!
– ხოდა, მეეწონე‚ ბიჭო‚ ჯერ მაგითვინა სირბილში არავის უჯობნია...
***
მიგატოვათ შეყვარებულმა? დარდობთ და ბევრს ფიქრობთ მასზე?! დაიწყეთ მკაცრი დიეტა! უებარი საშუალებაა – ახლა თქვენ ყოველ წუთს საჭმელზე იფიქრებთ.
***
კომპიუტერთან მჯდარ ქმართან ცოლი მიდის.
– ცოტა ხანს მე დავჯდები‚ ვითამაშებ...
– სინდისი იქონიე! მე როდისმე შენთვის ცოცხი გამომირთმევია?!
***
– საყვარელო, სადილად რა გვაქვს?
– არაფერი...
– გუშინაც ხომ არაფერი გვქონდა...
– ჰო‚ ორი დღისთვის მოვამზადე.
***
– მივლინებაში წასვლის წინ ჩემი ქმარი პროფილაქტიკურ სამუშაოებს მიტარებს: „ოტელოზე“ მივყავარ თეატრში‚ ან, მაკითხებს მაინც...
***
– ჩემო პრინცესა‚ ამოვიდე?
– არა‚ სახლში დრაკონი მყავს.
– რა?!
– ქმარი ჩამოვიდა‚ ქმარი...
***
პასუხი ანკეტის გრაფაში – „ოჯახური მდგომარეობა“:
„გამოუვალი: ცოლი‚ სიდედრი და ხუთი შვილი“.
***
მე კულტურული და წესიერი გოგო ვარ... საბედნიეროდ‚ აზრების კითხვა ჯერ არც ერთ მამაკაცს არ შეუძლია...
***
– აბა‚ ბავშვებო‚ ვინ მეტყვის‚ ტურგენევის „მუმუს“ რომელი პერსონაჟი ვერ ლაპარაკობს?
– ნავი! – წამოიძახა სანდრომ.
– არა სანდრო, სწორი პასუხია – გერასიმე.
– ნავი‚ რა‚ ლაპარაკობდა?!
***
მეთევზემ სირინოზი დაიჭირა.
– გამიშვი‚ კეთილო კაცო‚ და სამ სურვილს შეგისრულებ... მხოლოდ მითხარი...
– იცი‚ რა‚ ძვირფასო‚ მე ერთი სურვილი მაქვს‚ ოღონდ, სამჯერ უნდა შემისრულო...
***
თუ თქვენ ოცდაათ წელს გადააბიჯეთ და ამ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ვერაფერს მიაღწიეთ‚ ესე იგი, თქვენ პატიოსანი და წესიერი ადამიანი ბრძანდებით.
***
თუ იმდენი სტუმარი გესტუმრათ‚ რომ ვერ მოგიფიქრებიათ‚ სად დააწვინოთ, ნუ ინერვიულებთ – დაუდგით სასმელი და, ადგილსაც თვითონ იპოვიან და თავსაც თვითონ მიხედავენ...
***
სასწავლო ვარჯიშები:
– რიგითო ბ-ძე‚ მათარაში დაგრჩათ წყალი?
– კი‚ ძამია‚ აპა არა?!
– როგორ პასუხობ ჩინით უფროსს? ვიმეორებ კითხვას: გაქვს წყალი?
– არა‚ ბატონო სერჟანტო!
***
დაიჭირა მოხუცმა ოქროს თევზი. იმანაც – გამიშვი და სამ სურვილს აგისრულებო.
– წამიკითხავს ეგ ზღაპარი... ჰოდა‚ ჩემი პირველი სურვილი იქნება – ახალი ცოლი...
***
მამაკაცი რომ გააბედნიეროთ‚ არ მოაკლოთ:
1. მისი საყვარელი გემრიელი კერძები;
2. სექსი;
3. და, შეეშვით‚ რაც უნდა‚ ის აკეთოს.
***
ქმრის დაბადების დღეა. ცოლი მეორე ოთახიდან ეუბნება:
– საყვარელო‚ იცი‚ რა მაგარი საჩუქარი მოგიმზადე?
– აბა‚ მაჩვენე...
– ახლავე‚ უკვე ვიცვამ...
***
– რატომ არ უვლი თავს?
– რა საჭიროა‚ მე ხომ შენზე საერთოდ არ ვეჭვიანობ...
***
ავტობუსში მოხუცი ქალი დიდხანს აკვირდებოდა ახალგაზრდას‚ რომელიც კევს ღეჭავდა და ბოლოს ვეღარ მოითმინა:
– ტყულად მიყვები შვილო‚ მაინც ვერაფერს გავიგებ‚ მე ხომ ყრუ ვარ...
***
– საყვარელო‚ ორი კვირით უნდა წავიდე... ხომ არ მოიწყენ?
– არა.
– არ მეკითხები, სად მივდივარ‚ ვისთან ერთად‚ რატომ?
– ბედნიერება რომ გეწვევა‚ რა საჭიროა, იკითხო საიდან‚ როგორ‚ რატომ?!
***
– ე‚ ნუ სვამ ამ ჭუჭყიან წყალს‚ მთელი სოფლის კანალიზაცია აქ ჩადის!
– ჩტო?
– ორივე ხელით დალიე-მეთქი‚ ორივე ხელით!..
***
– ბევრი ვიფიქრე‚ რა ვაჩუქო ქმარს დაბადების დღეზე... ქაფი? რამე კრემი? ნასკები? – ბანალურია... მოდი, ბათუმში წავალ ორი კვირით – დავასვენებ საყვარელ ადამიანს...
***
გოგოებო‚ ტყუილად ბრაზობთ მექალთანე კაცებზე – მამაკაცები ერთ ქალს თუ შეაჩერდნენ, თქვენ ისე დარჩებით.
***
მეათეკლასელ გოგონას მშობლებმა ჩანთაში სადომაზოხისტური ნივთები აღმოუჩინეს. მოიწვიეს ოჯახური საბჭო.
მამა: ო‚ როგორც ვხვდები‚ ცემა შედეგს არ მოგვცემს...
***
ქმარი სასწორზე დგას და ცდილობს, მუცელი შიგნით შესწიოს.
– გგონია‚ ეგ გიშველის? – თავს წამოადგა ცოლი.
– არა‚ მაგრამ, ციფრები ხომ უნდა დავინახო?!