მხოლოდ ფაქტები
* ბრიტანეთის ბუკინგემის სასახლეში 600 ოთახია.
* კაცობრიობის ისტორიაში 1865 წლის თებერვალი იყო ერთადერთი თვე, რომლის დროსაც სავსე მთვარე არ ყოფილა.
* ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე ეწერა: „ძველი ავეჯის დილერი“.
* რისხვა – კისერი, შიში – მუცელი, ნაღველი და სასოწარკვეთა – ზურგის ქვედა ნაწილი... ბრიტანელი ექიმების აზრით, ამ გრძნობების განცდის დროს ადამიანებს სხეულის შესაბამისი ნაწილები სტკივათ.
* ო ჰენრიმ ლიტერატურული მოღვაწეობა პატიმრობაში დაიწყო.
* არალის ზღვაში, სანამ დაშრებოდა, არსებობდა ბელინსჰაუზენისა და ლაზარევის კუნძულები.
* 375, 500, 585, 958 – ამ რიცხვებით ოქროს სინჯს, ანუ, ნიმუშში ოქროს შემცველობის პროპორციას გამოხატავენ.
* 1928 წელს პეტერბურგელმა აკადემიკოსმა პაროტმა და მისმა თანაშემწემ, დოროვმა პირველებმა გააქარწყლეს ერთ-ერთი ძველი სომხური რწმენა – „არარატის მწვერვალის დაპყრობა შეუძლებელია“.
* ბოლო 4 000 წლის განმავლობაში ადამიანმა ვერც ერთი ცხოველი ვერ მოიშინაურა.
* იტალიაში ევროპის კულტურული ფასეულობების 60 პროცენტია თავმოყრილი. ნებისმიერი იტალიური ქალაქი – მუზეუმია ღია ცის ქვეშ.
* პირველი მაკრატელი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა.
* საშუალო ამერიკელი თავისი სიცოცხლის 6 თვეს გზაჯვარედინზე, მწვანე შუქის მოლოდინში ატარებს.
* თომას ედისონს სიბნელის ეშინოდა... ალბათ, სწორედ ამის შედეგი იყო ელექტრონათურის გამოგონება.
* „ავე მარიას“ ტექსტი უოლტერ სკოტს ეკუთვნის.
* დოლარის დახურდავების 293 ვარიანტი არსებობს.
* ძმებ ლიუმიერების სახელობის დარბაზი, სადაც კანის ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი ტარდება, 2 800 მაყურებელს იტევს.