ბრძნული აზრები
რუზველტი: საარჩევნო ხმა შაშხანასავითაა, მისი სარგებლიანობა განისაზღვრება მოსარგებლის ხასიათით.
მანკენი: რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით ნაკლებად ვენდობი ფრაზას, რომელიც ამტკიცებს, რომ სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის.
ჩეხოვი: თუ რომელიმე ავადმყოფობის საწინააღმდეგოდ ბევრ წამალს იძლევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა განუკურნავია.
ლეონარდი: თუ ადამიანი თვითონაა ცუდი, ყველა ცუდი ეჩვენება.
პასკალი: თუ საზარელია იმის სიბრმავე, ვინც არ ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, რამდენად უფრო საზარელია იმისი სიბრმავე, ვისაც სწამს ღმერთი და მაინც სიავესა და სიბილწეში ცხოვრობს.
ბონაპარტი: სამხედრო ძალა არაა საკმარისი სახელმწიფოს დასაცავად. ხალხის მიერ დაცული ქვეყანა დაუმარცხებელია.
ვებერი: ადამიანებად ჩვენ გვხდის დედ-მამა, ადამიანურად კი – აღზრდა.
***
ძალიან ძლიერი მგრძნობიარობა ჭეშმარიტი უბედურებაა.
ცვაიგი: ყოველთვის, სანამ ახალი აღზევდებოდეს, ძველის ავტორიტეტი მუხლებზე უნდა დაეცეს.
ციცერონი: ძლიერი, მოკლედ გამოთქმული აზრები დიდად უწყობს ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას.
ნოვალისი: ადამიანად ჩამოყალიბება ხელოვნებაა.
დიოგენე: ვეძებ ადამიანს.
ლაროშფუკო: ზოგი ადამიანი მთელი მისი ღირსებების მიუხედავად, თვალის დასანახავად გვეჯავრება, ზოგი კი გვიზიდავს ნაკლის მიუხედავად.
ტოლსტოი: უპირველესად, გონების უნდა ვიწამოთ.
ფეიხტერსლებენი: საკითხი ის კი არ არის – საჭიროა თეორია თუ გამოცდილება, არამედ ის, რომ ორივე შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.
პუბლიუსი: უკეთური ყოველთვის კეთილზე სწრაფია.
შექსპირი: ბოროტებაში სიჯიუტე კი არ ამცირებს ბოროტებას, არამედ ზრდის მას.
ბერნე: ტანჯვა სიბრძნის მამაა, სიყვარული – დედა.
ფრომი: გონება ადამიანის ბედნიერი საჩუქარია და მისი წყევლაცაა.
ლუკრეციუსი: თუ ჩვენი გრძნობები ჭეშმარიტი არ იქნება, მაშინ ჩვენი გონებაც ცრუ გამოჩნდება.
ფრიში: ვისაც გაგონება არ უნდა, უნდა იგრძნოს.
ოქსენშერნა: გულახდილობას თავისი საზღვრები აქვს, მის იქით, ის უკვე წინდაუხედაობაა.
კანტი: მრისხანების შედეგად გამოწვეული დასჯა არ აღწევს მიზანს. ბავშვები საკუთარ თავს მრისხანების მსხვერპლად მიიჩნევენ.
ვოვენარგი: ქალის მოკრძალება სამკაულის მიმართ, სიყვარულის ერთ-ერთი წყაროა.
ემე: მცდარია აზრი, თითქოს ქალები იმიტომ იპრანჭებიან, რომ მამაკაცს მოაწონონ თავი, ისინი ამას სხვა ქალების გასაღიზიანებლად აკეთებენ.