კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაბრუნდა დიმიტრი ფაცია 20 წლის შემდეგ საქართველოში და როგორ აპირებს ის 2 მსოფლიო რეკორდის დამყარებას

გასულ კვირას რუსთავი 2-ზე „ნიჭიერის” პირველი გადაცემის გასვლის მეორე დღეს მთელი თბილისი ამ პროექტზე ლაპარაკობდა. გარდა იმისა, რომ წელს საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები მონაწილეობენ ამ კონკურსში, ჟიურის წევრებმაც მაყურებელს თავის მხრიდანაც კარგი შოუ აჩვენეს. ნიჭიერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული დიმიტრი ფაცია იყო, რომელიც დიდი ხანია, როსტოვში ცხოვრობს და სწორედ „ნიჭიერისთვის” ჩამოვიდა რამდენიმე დღით საქართველოში. 


დიმიტრი ფაცია: 1886 წელს დავიბადე საქართველოში, ზუგდიდში. მე და ჩემი ძმა ერთ წელს ვართ დაბადებულები, ოღონდ ის იანვარში, მე კი – დეკემბერში. ახლა მე 26 წლის ვარ, ის კი – 27-ის. კარგად მახსოვს საქართველოში გატარებული პერიოდი. რომ არ ყოფილიყო სერიოზული ცვლილებები, სირთულეები, გაჭირვება, ალბათ, არ წამოვიდოდით საქართველოდან. თავიდან მამა წამოვიდა როსტოვში, შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე თვეში, როცა მე პირველი კლასი დავამთავრე და მეორეში უნდა გადავსულიყავი, ზაფხულის არდადეგებზე ჩვენც წაგვიყვანა. ამის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის პირველი კონფლიქტი მოხდა და ჩვენ საქართველოში ახლობლების სანახავად ჩამოსვლაც კი ვერ მოვახერხეთ. ჩემი სამშობლო საქართველოა, ახლობლები აქ ცხოვრობენ. როცა ცხოვრობ სხვა ქვეყანაში, იქ მაინც უცხო ხარ და საბოლოოდ, შენი მენტალიტეტი ისე ვითარდება, ტვინი ისე იწყებს ფიქრს, რომ გგონია ირგვლივ ყველა შენი მტერია. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთში ცუდია, მაგრამ როდესაც სამსახურში მინდოდა მოწყობა, ეს ძალიან რთული იყო. ახლა, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქაც უცხო ვიქნებოდი. მაგრამ, რომ ჩამოვედი ყველანი ისე დამხვდნენ, როგორც ძალიან ახლობელს, შინაურს და ეს ჩემთვის ცრემლებამდე სასიამოვნო იყო. 
– შენი მშობლებიც ჩამოვიდნენ?
– არა, მხოლოდ მე და ჩემი გოგონა ჩამოვედით. როდესაც როსტოვში ჩავედი, ერთი სიტყვა არ ვიცოდი რუსულად. თუმცა მალე დავიწყე კარგად ლაპარაკი. როცა წამოვიზარდე, მივხვდი – აუცილებლად უნდა მემუშავა. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, ჩემი პატარა ბიზნესი მქონდა – ტელეფონის სიმ-ბარათებს ვყიდულობდი და ცოტა ძვირად ვყიდდი. იმის მაგივრად, რომ ჩემს ასაკში კლუბში წავსულიყავი, გავრთობილიყავი, ვცდილობდი, დედას და მამას დავხმარებოდი, ან სავარჯიშოდ წავსულიყავი. მე და ჩემი ძმა კარატეზეც დავდიოდით, თუმცა მერე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და ვეღარ გავაგრძელეთ ვარჯიში. დღემდე ხშირად ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს, არ გვაქვს ჩვენი სახლი. პრინციპში, არც გვინდა, რადგან ყველანი საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას. ეს მხოლოდ დროის ამბავია. მოკლედ, კარატეს გარდა, კიდევ დავდიოდი აიკიდოზე, ძიუდოზე – სპორტის ოსტატიც ვარ, მაგრამ პარალელურად, მშენებლობაზეც ვმუშაობდი, ტომრებს  ვეზიდებოდი. ამისი არასდროს მრცხვენოდა, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ოჯახს ვეხმარებოდი. ვიცოდი, რომ დედას და მამას არ ვთხოვდი ყოველდღე ფულს და ჩემით ვცდილობდი რაღაცეების კეთებას. 2009 წელს ვნახე რემი მარტინის გამოსვლა და მივხვდი, რომ მეც მინდოდა ეს მეკეთებინა. მაშინვე წავედი მშობლებთან ერთად და „ტურნიკზე” ვცადე, ყველა ის ტრიუკი გამეკთებინა, რასაც ის აკეთებდა. პირველივე მცდელობაზე გამომივიდა და მივხვდი, ეს იყო ჩემი საქმე. მშობლებს ეგონათ, რომ ვივარჯიშებდი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ, ასე არ მოხდა იმ დროს ვმუშაობდი, მაგრამ თავი დავანებე და გადავწყვიტე, ამ სფეროში წავსულიყავი წინ, რადგან არ არსებობს იმ სამუშაოზე უკეთესი, რომელიც ძალიან გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს. რუსეთში ამ სახეობას დღეს „პოლ დენსს” ეძახიან, მაგრამ მე სულ სხვა მიმართულება მაქვს. როგორც ნახეთ, მე თავიდან ბოლომდე სამოსში გამოვდივარ. „პოლ დენსში” არ არის  ასე. იქ სხეულის გარკვეული ნაწილები, მაგალითად ხელი, ფეხი შიშველია და უფრო ადვილია ასე ბოძზე თავის დამაგრება, ვიდრე სამოსით ვარჯიში. ჩემს მიმართულებას ჰქვია „Chinese Pole - êèòჭéñêèé ïèëîí“-.2009 წლიდან უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული. 2011 წელს დავიწყე შეჯიბრებებში მონაწილეობა და სწორედ ამ წელს ავიღე პირველი ადგილი საერთაშორისო შეჯიბრებაში „ესენგეს“ ქვეყნებს შორის. კრასნოდარში ჩატარდა ეს შეჯიბრება და როდესაც გამოაცხადეს: მესამე ადგილი, მერე – მეორე... უკვე იმედი არ მქონდა, რომ რომელიმე ადგილს ავიღებდი. 15 ადამიანი მონაწილეობდა და ყველა ძალიან ძლიერი იყო. პირველი ადგილის გამოცხადებისას შეჯიბრების ორგანიზატორმა თქვა: ამ ადამიანს არასდროს ჰყოლია მწვრთნელი, მასწავლებელი, არასდროს ჰქონია დარბაზი, სადაც ივარჯიშებდა, არ ჰქონია „მატრასი,“ „სტრახოვკა,” რაზეც ვარჯიშის დროს დაეცემოდა. ყველაფერს თავისით მიაღწია. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა, სიხარულის ცრემლები წამომივიდა. გამოაცხადეს დიმიტრი ფაცია - და ამ ადამიანმა მომცა შანსი, სტიმული, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე და ვიბრძოლო პირველი ადგილისთვის. ჩემი დიდი სურვილია, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოვიდე. მე დღემდე ქუჩაში ვვარჯიშობ – სიცივეში, სიცხეში, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ძალიან რთული და საშიშიცაა, რომ დაეცე ბეტონზე, ძალიან მტკივნეულია. სიმართლე, რომ გითხრა თითქმის ვფლობ 2 მსოფლიო რეკორდს. პირველი ეს არის „ðåêîðჰ ïî ôëჭæêó”. მსოფლიო რეკორდი არის 39 წამი, რომელიც ეკუთვნის კანადელ დომენიკ ლუკასს. მე ამ მომენტში უკვე მაქვს 52 წამი. ამის შესახებ ლონდონში გინესის რეკორდის ფედერციას არაერთხელ მივწერე, მაგრამ მუდმივად მპასუხობენ, რომ ეს მათთვის არ არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ფულის გამო ისინი დაინტერესდებოდნენ. თუ არ ვცდები, დაახლოებით 1 000-2 000 ევროა საჭირო და კიდევ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რის საშუალებაც არ მაქვს მე ახლა.. ასე რომ, საქართველოდან ვგეგმავ ორი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და ეს რა თქმა უნდა, რთულია. 
– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში” მონაწილეობა?
– რუსეთში არის ასეთი პროექტი „ ìèíóòჭ ñëჭâû”, ისევე როგორც უკრაინაში, სადაც ვმონაწილეობდი კიდეც. ვფიქრობდი, იქ ყველაფერი უფრო პატიოსნად, სუფთად იქნებოდა, ვიდრე რუსეთში, მაგრამ ასე არ ყოფილა. ნახევარფინალში გავედი, ორჯერ მიმიწვიეს, მაგრამ, ნახევარფინალში უკვე მითხრეს, რომ ვერ გადავედი. პირველად რომ გამოვედი, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი იყო. მაგრამ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ მას უფრო მეტად მოსწონს, როცა ბოძზე ცეკვავს ქალი, ვიდრე მამაკაცი. ამით უკვე ყველაფერი ითქვა. შემდეგ, როცა დამიძახეს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში და „ეცეკვე ვარსკვლავში” მონაწილეობა შემომთავაზეს, დიდ ხანს ცდილობდნენ ჩემს დათანხმებას. უარი ვუთხარი: თქვენმა არხმა უკვე აჩვენა თავისი სახე-მეთქი. ორჯერ დამიძახეს. „ნიჭიერი” სულ სხვაა, თან ჩემი ქვეყანაა და საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლას არაფერი შეედრება. მომდევნო ნომერი ისევ იქნება ბოძზე, უბრალოდ მეგონა, რომ ცოტა მეტ დროს მომცემდნენ. შევეცდები, მოცემულ დროში ყველაფერი მოვასწრო, რადგან ძალიან ბევრი სიურპრიზი მაქვს. ახლა იქნება თეატრალიზებული სილამაზე, რადგან მე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ სილამაზეს, ვიდრე რთულ ტრიუკებს. იქნება უფრო მეტი ტრიუკი, ექსტრემი, ლამაზი და ამ ყველაფერს თუ ვაკეთებდი 4 მეტრზე, ახლა გავაკეთებ 6-ზე. რუსეთში ეს სახეობა ძალიან პოპულარულია. ყველა ცდილობს იცეკვოს, რომ თქვან: „მე ვვარჯიშობ პოლ დენსში”. თუმცა სამხრეთ რუსეთში მე ერთადერთი ვარ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. ძალიან ბევრ შეჯიბრებაზე მეძახიან და არა მხოლოდ რუსეთში. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვახერხებ წასვლა, რადგან ამისთვის საკუთარი ფინანსებია საჭირო. სხვა შეჯიბრებები, რომლებიც უფრო პატარაა და აფინანსებენ, მე არ მაინტერესებს, რადგან ბევრ დროს მოითხოვს და ამის დრო არ მაქვს. იმ საფეხურზე, რომელზეც ვარ, რუსეთში რამდენიმე ადამიანია. ფაქტობრივად, მსოფლიოშო პირველი ადგილი მაქვს ძალისმიერ აკრობატიკაში ამ ცეკვების განხრით. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე ბევრად რთულ ტრიუკებს აკეთებენ, მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, როგორიც არის ქორეოგრაფია, პლასტიკა, სისუფთავე, რასაც ისინი ნაკლებად იცავენ. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნაკლები ტრიუკი და ბევრი სილამაზე. მივხვდი, რომ  ჟიური სამართლიანია. ეს კი ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცი, კიდევ ვინ გამოვა, მოეწონებათ თუ არა ჩემი მეორე გამოსვლა. ჩემთვის მთავარია, რომ გულით-სულით ვემზადები – მინდა, ხალხს მოეწონოს ის სილამაზე, რასაც მე მათ ვაჩვენებ.
скачать dle 11.3