კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზს უმზადებს სომეხ და ქართველ ერს ანა ხანჩალიანი

17 წლის, ნიჭიერი მომღერალი ანა ხანჩალიანი, ქართველმა მაყურებელმა სატელევიზიო შოუ „ნიჭიერიდან” გაიცნო, შეიყვარა და საკმაოდ კარგი მომავალიც უწინასწარმეტყველა. ცრემლიანი გოგონა სცენაზე დაბნეული იდგა და ისე მღეროდა, ყველას გული დაიპყრო. დღეს ანა სომხეთის სატელევიზიო შოუ „ახალი ხმის” კონკურსანტია. მან ბრმა ქასთინგზე შეძლო და ჟიურის ოთხი წევრიდან, მის ნამღერს სამი შემოუტრიალდა. მეოთხემ კი მხოლოდ იმით იმართლა თავი, რომ ანას ნამღერით ისეთი აღფრთოვანებული იყო, ეიფორიიდან ვეღარ გამოვიდა და ღილაკზე ხელის დაჭერა ვერ მოასწრო. ასეა თუ ისე, თბილისელი ანა დღეს სომხეთშიც პოპულარულია. მას უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს და იმედი აქვს, ამ შოუთი კიდევ ერთხელ გვასახელებს.

 

ანა ხანჩალიანი: საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი, მაგრამ სომხეთიც ჩემი სამშობლოა და აქაც თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე გვრძნობ. ქართველმა მაყურებელმა, პროექტ „ნიჭიერიდან” გამიცნო. აქ კი, ახლა ვიდგამ ფეხს. თუმცა, აქაც კარგად იციან, ის თბილისელი სომეხი გოგონა, „ევროვიზიის“ კონკურსზე რომ გამოვდიოდი ჯგუფ „ქენდისთან” ერთად 2011 წელს და ამ კონკურსზე  პირველი ადგილი მოვიპოვეთ. სხვადასხვა კონკურსზე საქართველო ბევრჯერ ვასახელე და ახლა მინდა, ჩემი ერის „ახალი ხმაც” გავხდე (იცინის).

– როდესაც სომხეთის „ახალი ხმის” შესარჩევ კონკურსზე მიდიოდი, დარწმუნებული იყავი, რომ ჟიურის წევრების მოხიბვლას და შემოტრიალებას შეძლებდი?

– რასაკვირველია, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. შევძლებდი ჩემს ნამღერზე ჟიური შემომეტრიალებინა და დამემტკიცებინა, რომ კონკურენციის არ მეშინია და ჩემი შრომით, კიდევ უფრო მეტს შევძლებ და მივაღწევ. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად ხდება. „ნიჭიერშიც” შემთხვევით მოვხვდი. აფიშა ვნახე და შევიარე. ვიფიქრე, მეც ვცდი ბედს-მეთქი. მართალია აცრემლებული დავდექი სცენაზე, მაგრამ ბედმა მაინც გამიღიმა. აქაც, შემთხვევით მოვხვდი. მე და ჩემი ძმა ვიყავით სომხეთში და ვიფიქრე, მოდი, ვცდი ბედს-მეთქი. მივედი, ვიმღერე და შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე. უკვე ერთ თვეზე მეტია, აქ ვარ.

– ამბობენ, ანა საცხოვრებლად სომხეთში აპირებს გადასვლასო. თუ ამ ქვეყნის „ახალი ხმა” გახდი, ხომ არ ფიქრობ, მანდ გააგრძელო სასიმღერო კარიერა?

– იცით რა, თბილისი ძალიან მიყვარს, მანდ გავიზარდე, მაგრამ სომხეთი ჩემი სამშობლოა და ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვინტერესდები, ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა პროცესებით. გული შემტკივა და განვიცდი მათ მომავალზე. მე, სასიმღერო კარიერა ავირჩიე ცხოვრების გზად. მინდა, გავხდე ცნობილი მომღერალი, მქონდეს საკუთარი სახლი თბილისშიც, ერევანშიც და გერმანიაში. აი, ეს ოცნება მაქვს (იცინის). ვნახოთ, სამომავლოდ, როგორ დალაგდება ჩემი საქმეები. 

– კონკურსზე გამოსვლის წინ, ჟიურის წინაშე რომ დადექი, ინერვიულე?

– არ დაგიმალავთ და ძალიან ვინერვიულე. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი ჩემს ნამღერს მოუბრუნდებოდნენ და შემდეგ ტურში გადავიდოდი. 

– მეორე ტურში გადახვედი. რინგზე ვისთან ერთად მოგიწევვს გამოსვლა?

– რინგზე ერთ ნიჭიერ ბიჭთან ერთად მიწევს გამოსვლა და ეს ისეთი დუეტი იქნება, ალბათ, ბევრი გაოცდება. მე დავარქვი ამას „სიურპრიზი ჩემს ქართველ და სომეხ ხალხს” (იცინის). მართლა ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ არ მეშინია. ჟიურიში არიან: შუშან პეტროსიანი – მომღერალი ქალბატონი; ასევე, მომღერალი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი – აიკ აკობიანი, იგივე აიკო, რომელიც მე ავირჩიე პედაგოგად; ქრისტინე პეპელიანი – მომღერალი და მიხაელ პოგოსიანი, რომელიც არ მომიტრიალდა (იცინის), უფრო სწორად ვერ მოასწრო ღილაკზე ხელის დაჭერა. კონკურსებზე რომ გავდივარ, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ იღბალი ყოველთვის ჩემ მხარესაა. ამას ყოველთვის ვგრძნობ. სანამ გავალ, კონკურსანტებზე ვნერვიულობ და ეს ნერვიულობა ძალიან მოქმედებს ჩემზე. თუმცა, სცენაზე რომ გავდივარ და სიმღერას ვიწყებ, ეს ნერვიულობა ნელ-ნელა ქრება. სომხეთის „ახალ ხმაშიც” ასე მოხდა. ჩემი მეგობარი გამოდიოდა და ის ვერ გავიდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. თუმცა, იმხელა მუხტი წამოვიდა მაყურებლისგან, რომ მივხვდი, ჩემი თავის იმედი უნდა მქონოდა და მაქსიმუმი მეჩვენებინა. პირველი მოტრიალდა ქრისტინე პეპელიანი, მას მოჰყვა აიკო და შემდეგ პეტროსიანი. როცა სიმღერა დავასრულე და პოგოსიანიც შემობრუნდა, მითხრა, ეიფორიაში ვიყავი, ბოლომდე გისმინე და ვერ მოვასწარი ხელის დაჭერაო. ორი მწვრთნელი სცენაზეც კი ამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. ყველაზე რთული მათი არჩევა აღმოჩნდა ჩემთვის. ვუბოდიშებდი, ხომ არ გეწყინებათ, რომ არ აგირჩიოთ-მეთქი (იცინის). საბოლოოდ, არჩევანი აიკოზე გავაკეთე. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს. არაერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდნენ სომეხი ემიგრანტები. საქართველოდან კი, მხოლოდ მე ვარ. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემს მწვრთნელს ძალიან მოვწონვარ. ამბობს, ჩემი გუნდის რჩეული ხარო (იცინის). 

– ანა, შენ რომ გახდე სომხეთის „ახალი ხმა,” რა შეიცვლება ამით შენს ცხოვრებაში?

– მე მაქვს მიზანი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ გაგანდობთ. თუმცა, გეტყვით რომ ის ჩემს ძმას ეხება. ნელ-ნელა მიზნებს ვისრულებ და მჯერა, ყველაფერი გამომივა. დიდი ბედნიერება იქნება, თუ სომხეთის „ახალი ხმა” გავხდები. „ნიჭიერის” დახმარებით, მალე გავხდი პოპულარული, „ახალი ხმით” უფრო მეტად ცნობილი გავხდები. მიხარია, რომ აქ ვარ და ჩემი თბილისელი თაყვანისმცემლები მგულშემატკივრობენ. სოციალურ ქსელში, უამრავი თბილი წერილი მხვდება. სანამ იღბალი მწყალობს, მინდა, სწორად ვიარო, შეცდომა არ დავუშვა და გამოვიყენო შანსები. მინდა, ჩემს ქართველ მაყურებელს ვუთხრა, ვიცი, გვერდით მიდგახართ და მგულშემატკივრობთ. მე ამას ვგრძნობ და ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ.

 

скачать dle 11.3