კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯენტლმენის თანამგზავრი

ჯენტლმენის თანამგზავრი

„მესამე ფეხი“, ანუ ტროსტი (ხელჯოხი) – ადამიანები მას უძველესი დროიდან იცნობენ... ამ ნივთს ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ტროსტი არ არის მხოლოდ საყრდენი ჯოხი ხანდაზმული ადამიანებისთვის, მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ძველ ეგვიპტეში სპეციალური დღესასწაულიც კი იმართებოდა ღმერთ ოსირისის ტროსტის პატივსაცემად.

პირველ ტროსტად შეიძლება მივიჩნიოთ ფარაონ ტუტანჰამონის ხელჯოხი. მის სამარხში აღმოჩენილი იქნა უამრავი სხვადასხვაგვარი ხელჯოხი, მორთული ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით; ასევე, ფერადი ბუმბულით, შუშით, მბრწყინავი ძაფებით. იქვე იყო მთლიანად ოქროს ასოებით დაფარული ბამბუკის ტროსტი, რომელზეც ეწერა: „ბამბუკი, რომელიც ბრწყინვალემ და დიდებულმა საკუთარი ხელით მოჭრა, ეკუთვნის ღვთიურს!“

გასული საუკუნის დასაწყისში ტროსტი ჯერ კიდევ მოდაში იყო.

მეჩვიდმეტე, მეთვარმეტე, მეცხრამეტე საუკუნეებში ტროსტის ბრწყინვალება და სიდიადე არაფერს დაუჩრდილავს, უფრო მეტიც, ის მაღალი საზოგადოების ეტიკეტის განუყოფელ ნაწილად იქცა. ძვირფასი ტროსტების რაოდენობითა და მათი გამოყენების ტექნიკით განსაზღვრავდნენ ადამიანის სტატუსს. ყველაზე ძვირფასი ტროსტები შავი ხისგან მზადდებოდა. ტროსტის გარეშე წარმოუდგენელი იყო ცილინდრი და ფრაკი.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს ისეთი ტროსტების დამზადება, რომელთა ბუნიკში ან საათი იყო ჩამონტაჟებული, ან – ძვირფასი თვლები. იყო შემთხვევები, როცა ბუნიკში სპეციალურ სამალავს აკეთებდნენ შხამისთვის.

 

კაპიტოლიუმის ძუ

რომში, კაპიტოლიუმის გორაკზე დგას ყველაზე პოპულარული ძუ მგლის ქანდაკება. ის რომის ძლევამოსილების სიმბოლოა... თუმცა, იყო დრო, როცა ამ ადგილას სხვა სიმბოლოებიც იდგა...

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეტრუსკების მოქანდაკემ – ვულკამ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მას მერე, რაც რომაელებმა დაამხეს ეტრუსკების დინასტია და გამოაცხადეს რესპუბლიკა, ბრინჯაოსგან ჩამოასხა „კაპიტოლიუმის ძუ მგელი“.  ეს ის ძუ მგელია, რომელიც ტიბრის სანაპიროზე ცხოვრობდა, გადაარჩინა ძმები რომული და რემი, გაზარდა ისინი – მარსის შვილები, რომლებსაც სასიკვდილო საფრთხე მმართველ ამულიასგან ემუქრებოდათ.

სწორედ ამ ბრინჯაოს ქანდაკების გვერდით აღასრულებდნენ რომაელები სამართალს. შემდეგ ქანდაკება დაიკარგა და ხელახლა მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით მეცხრე საუკუნეში იპოვეს.

მგელი თავიდან მარტო იდგა. ჩვილების – რომულისა და რემის ქანდაკებები მას მოგვიანებით, მეთხუთმეტე საუკუნეში, ოსტატმა ანტონიო დელ პოდაილომ დაუმატა.

თავად მგლის ქანდაკება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ის არ გამოხატავს აგრესიას, თუმცა, ნებისმიერი მიხვდება, რომ მზად არის, ბრძოლაში ჩაებას, თუკი ბავშვებს ვინმე დაემუქრება.

ძუ მგლის ქანდაკების სიმაღლე 745 სანტიმეტრია, ანუ, ფაქტობრივად, ნატურალურ ზომებშია დამზადებული. დღეს მისი ნახვა შეიძლება რომში, კაპტიოლიუმის მუზეუმში. რომაელების უმრავლესობა დღესაც დარწმუნებულია, რომ „კაპიტოლიუმის ძუ“ რომს უბედურებისგან იცავს.

 

скачать dle 11.3