რა მოხდა ამ დღეს
21 ოქტომბერი
1520 – ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა „მაგელანის სრუტე“ ცეცხლოვან მიწასა და სამხრეთ ამერიკას შორის.
1805 – ტრაფალგარის ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით. გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი და მასთან ერთად, ნაპოლეონის იმედები ბრიტანეთის დამორჩილებისა
1879 – თომას ალვა ედისონმა გამოიგონა ელექტრონათურა.
1923 – მიუნჰენში გაიხსნა მსოფლიოში პირველი პლანეტარიუმი.
1997 – ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ატიდან ასტანაში გადავიდა.
22 ოქტომბერი
1797 – ფრანგი ანდრე ჟან გარნერენი მსოფლიოში პირველი გადმოხტა პარაშუტით (საჰაერო ბურთიდან).
1842 – გუსტავ ფაბერჟემ მოსკოვში პირველი საიუველირო სალონი გახსნა.
1844 – უილიამ მილერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსა ადვენტისტების სექტა.
1883 – ნიუ-იორკში გაიხსნა „მეტროპოლიტენ ოპერა“.
1909 – ელიზა დეროში გახდა მსოფლიოში პირველი ქალი პილოტი.
23 ოქტომბერი
1917 – ბოლშევიკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 25 ოქტომბერს გადატრიალების მოწყობისა.
1956 – უნგრეთში დაიწყო ანტისაბჭოთა გამოსვლები.
24 ოქტომბერი
1857 – ინგლისი. შეფილდში, დაარსდა მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი.
1901 – ვინმე ანა ტეილორმა უცნაური რეკორდი დაამყარა – კასრში ჩაჯდა და ნიაგარას ჩანჩქერიდან გადახტა.
1929 – „შავმა ოთხშაბათმა“ დასაბამი დაუდო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს.
1939 – პირველად გასაყიდად გამოიტანეს ნეილონის წინდები.
1970 – სალვადორ ალიენდე გახდა ჩილეს პრეზიდენტი.
25 ოქტომბერი
1513 – ამ დღეს ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს ი-ბალბოამ ევროპელთაგან პირველმა იხილა წყნარი ოკეანე.
1555 – აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა დროებით შეაჩერა ომები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
1883 – ჟენევაში გიორგი პლეხანოვმა შექმნა პირველი რუსული მარქსისტული ორგანიზაცია.
26 ოქტომბერი
1581 – ერმაკ ტიმოფეევიჩმა თავისი რაზმით დაიწყო ციმბირის დაპყრობა.
1863 – ჟენევაში დაარსდა საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია.
1863 – ლონდონში დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ფეხბურთის თამაშის თანამედროვე წესები.
1951 – თავის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა მოკრივემ ჯო ლუისმა.
1965 – ჯგუფ „ბითლზის“ წევრები დააჯილდოვეს ბრიტანეთის იმპერიის ორდენებით.
1984 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ტერმინატორი 1“.
27 ოქტომბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძული კუბა.
1904 – გაიხსნა ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი.
1925 – ფრედ უოლერმა დააპატენტა წყლის თხილამურები.
1962 – ავსტრალიელმა მოცურავემ დონ ფრეზერმა პირველმა გაცურა 100 მეტრი ერთ წუთზე მცირე დროში.
1971 – კონგოს რესპუბლიკას ეწოდა ზაირი.
1982 – ჩინეთის მოსახლეობამ გადააჭარბა მილიარდს.
1991 – იჩქერიის პრეზიდენტი გახდა ჯოჰარ დუდაევი.