კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის და მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები

ამ შემთხვევაში, ალბათ, უმჯობესი იქნება, კვლავ ტრადიციულ მეთოდს მიმართოთ, ანუ, დაიცვათ ქვემოთ მითითებული დღის რეჟიმი და რაციონი: 

ა) დღეში 4-5-ჯერადი კვება (საათები თავად დაარეგულირეთ, ოღონდ, კვებასა და კვებას შორის შუალედები არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს).

ბ) დილით, უზმოზე, დალიეთ მინერალურ წყალში გახსნილი უცხიმო მაწონი.

გ) დღეში 2 ლიტრი წყალი (სითხე, შეძლებისდაგვარად, არ მიიღოთ საღამოს 8-9 საათის შემდეგ.

დ) სვით ახალგამოწურული უმი ხილისა და ბოსტნეულის წვენები (გააზავეთ წყალში, პროპორციით: 1 წილი წყალი, 2 წილი წვენი).

ე) მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი სასმელები.

ვ) მინიმუმ დღეში 2-ჯერ მიირთვით ხილის სალათა (შეეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა ხილი გამოიყენეთ).

ზ) კვირაში თითოჯერ მიირთვით მოხარშული (უმარილო) ხორცი: ერთ ჯერზე ქათმის ან ინდაურის ფილე; ერთ ჯერზე – საქონლის მჭლე ხორცი; ერთ ჯერზე – მოხარშული უცხიმო თევზი. ძალიან სასარგებლო და დიეტურია, ასევე, კურდღლის ხორციც (თითოეული მათგანი – 200-200 გრამი). ხორცეული მიირთვით ცოცხალი ბოსტნეულის სალათის ან უცხიმოდ მოხარშული წიწიბურას ან მაკარონის გარნირით.

თ) დღეში ერთხელ დალიეთ წყალში გაზავებული ტომატ-პასტა.

ი) უზმოზე მიირთვით 1 ჭიქა მწვანე ჩაი 1 ჩაის კოვზი თაფლით.

კ) თუ ორსაათიანი შუალედი თქვენთვის ხანგრძლივი აღმოჩნდა და ძალიან მოგშივდათ, 2-3 ფოთოლი უმი კომბოსტოთი, 1 ცალი სტაფილოთი ან 1 ჭიქა მაწვნით „ჩაიქრეთ“ შიმშილი.

ლ) არავითარ შემთხვევაში ერთი ლუკმაც კი არ ჭამოთ საღამოს 19 საათის შემდეგ. თუ სტუმრად წახვედით ან რაღაც სხვა მიზეზით მაინც მოგიწიათ 19 საათის შემდეგ საკვების მიღება, მეორე დღეს მკაცრი განტვირთვის დღე მოაწყვეთ (მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში 1 კილოგრამი ვაშლი და 2 ლიტრი წყალი).

მ) კვირაში ერთხელ მაინც გაიწმინდეთ კუჭი.

ნ) თითოეული ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს.

ო) დიეტის დაწყების წინ აუცილებლად აიწონეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

скачать dle 11.3