ქათმის შნიცელი
საჭირო ინგრედიენტები: 3 სადილის კოვზი პურის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამშრალი, დაფხვნილი რეჰანი, 1/4 ჩაის კოვზი მარილი, 1/4 ჩაის კოვზი პილპილი, 4 ნაჭერი ქათმის ფილე, 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა საფანელი, 1 ცალი კვერცხი.
მომზადების წესი: ფქვილი, პილპილი, მარილი, საფანელი და რეჰანი ერთმანეთში აურიეთ. ქათმის ფილეს ნაჭრები დაბეგვეთ და ამოავლეთ ჯერ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი – საფანელიან ნარევში. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. დააწყვეთ ქათმის ხორცის ნაჭრები და ორივე მხრიდან შეწვით საშუალო ტემპერატურაზე.