თევზი „პაპილოტი“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ნაჭერი ორაგულის ფილე, 1 სადილის კოვზი კაპარი, 2 ნაჭერი ლიმონი, 2 ცალი პომიდორი, 2 სადილის კოვზი მოხარშული ბარდა, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სადილის კოვზი თეთრი მშრალი ღვინო, მწიკვი მარილი, 2 ღერი რეჰანი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფოლგას მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით ზეთი და ზედ მოათავსეთ თევზის ნაჭერი რეჰანის ფოთლებთან ერთად. დაუმატეთ ლიმონი, პომიდორი, ბარდა, ღვინო და კაპარი. პროდუქტები ფოლგაში გაახვიეთ და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით. 10 წუთში მზად არის.