კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განვითარების რა ეტაპებს გადის ორსული ქალი ასტროლოგიურად და რა კავშირშია დაავადებები დაბადების თვეებთან

სანამ ახალი სიცოცხლე მოევლინება ქვეყანას, ორსული ქალი გადის განვითარების რამდენიმე ეტაპს. კერძოდ,  ასტროლოგიური კუთხით, ორსულობის ყოველ თვეს თავისი მფარველი პლანეტა მართავს. ამის მიხედვით, ორსულმა ქალმა უნდა იცოდეს, რომელი მოვლენა უნდა წამოწიოს წინა პლანზე და რა გაითვალისწინოს ამ ეტაპებზე. მაგალითად: 

ორსულობის პირველ თვეს მართავს მზე და მისი ენერგია. ამ დროს მომავალი დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას კოსმიური ენერგიებისა და მათი ზეგავლენის მიხედვით. ამ პერიოდში ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა დაუთმოს მუსიკის მოსმენას, ხატვას, სიმღერას, შემოქმედებით საქმიანობას. მზის ენერგია ამ დროს ხელს უწყობს ემბრიონში ფიზიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, მის სამომავლოდ დაინტერესებას ხელოვნებისადმი; ასევე, მუცლად ყოფნის პერიოდში, ამაღლებს მის სულიერ პოტენციალს.

ორსულობის მეორე თვეს მართავს მთვარე და ხდება ემბრიონის ქვეცნობიერი სამყაროს ჩამოყალიბება. უმჯობესია, ამ დროს მომავალი დედა ხშირად განმარტოვდეს, დაემალოს სხვების თვალს, რათა ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცვას ბავშვი და ხელი შეუწყოს მის ზრდასა და პოტენციალის განვითარებას.

მესამე თვე უკავშირდება მარსის პლანეტის გამოვლენას. ორსულმა ქალმა ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე ამ დროს უნდა გამოიჩინოს, რომ არ გაცივდეს, არ მიიღოს ტრავმები და ამით ბავშვი არ დააზიანოს.

ორსულობის მეოთხე თვეს პლანეტა მერკური მართავს. მომავალმა დედამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. უნდა უყუროს შემეცნებით გადაცემებს, რომანტიკულ ფილმებს, იაროს მუზეუმებში. ამით ის გააღრმავებს ბავშვის მიდრეკილებებს ცოდნისადმი.

მეხუთე თვე უკავშირდება იუპიტერის ზეგავლენას. ამ დროს ბავშვზე დიდ ზემოქმედებას ახდენს დედის მოქალაქეობრივი პოზიცია. ის ამით ბავშვის მომავალ ცნობიერებას აყალიბებს.

ორსულობის მეექვსე თვეს მართავს ხელოვნებისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა. ის უზრუნველყოფს ბავშვის ემოციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში დედა ეზიაროს სილამაზეს, შეიძინოს ლამაზი ნივთები, უსმინოს მუსიკის ჰარმონიულ ჰანგებს, იცხოვროს კომფორტულ და ლამაზი დიზაინის მქონე ბინაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროს, დედის მუცელში მყოფ პატარას ყველაზე მეტად მამის ხმის ტემბრი ამახსოვრდება. ორსულობის მეექვსე თვეში ხდება მამა-შვილს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა.

მეშვიდე თვეს მართავს პლანეტა სატურნი. ამ დროს ბავშვი ოჯახური იდილიის შეგრძნებას იწყებს. ამიტომ ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა გაატაროს ოჯახის წევრების გვერდით, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან. საგვარეულო ზეგავლენას ბავშვი მუცლად ყოფნის სწორედ მეშვიდე თვეს შეიგრძნობს.

ორსულობის მერვე თვეს მართავს პლანეტა ურანი. ამ პერიოდში ქალი ხდება ცნობისმოყვარე, აინტერესებს სიახლეები, მეგობრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთობები და ამას ბავშვიც გრძნობს.

მეცხრე თვეში პლანეტა ნეპტუნი ახდენს გავლენას ორსულ ქალსა და მის შვილზე. ამ დროს აუცილებელია სიახლოვე ბუნებასთან. ეს არის სიბრძნის მიღების, ინტუიციის განვითარების პერიოდი. თუმცა, ქალში ჩნდება შიშის შეგრძნება, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ქალმა ამისგან თავი უნდა დაიზღვიოს და მეტი დრო დაყოს ბუნებაში, მშვიდ გარემოში.

აგრეთვე, ვარსკვლავებისა და პლანეტების წამიერი განლაგება განსაზღვრავს ადამიანის ბედს მისი დაბადების მომენტში და ეს ბედი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევს.

ჩასახვისა და დაბადების თარიღი ბავშვის ცხოვრებაზე მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც არის საჭირო ასტროლოგიური პროგნოზის შედგენის დროს ადამიანის დაბადების ზუსტი საათისა და წუთის გათვლა. სხვათა შორის, ჩასახვის მომენტი ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება. კერძოდ:

ზაფხულსა და შემოდგომაზე მომავალი დედის ორგანიზმი ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებითაა სავსე და შედარებით სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავს. ამიტომ, მეტი შანსია, ამ დროს ჩასახული ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს.

ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ქალი ნაკლებ ვიტამინებს იღებს, განიცდის მზის სხივების დეფიციტს, ორგანიზმი დასუსტებულია და, ამიტომ, მეტი შანსია, ადამიანს სეზონური დეპრესია ან ვირუსული ინფექცია შეეყაროს. ყოველივე ამის ფონზე, ამ დროს ჩასახული ბავშვები შედარებით სუსტები იბადებიან.

ასტროლოგიურად თავისებური კავშირი აქვს ბავშვის გუნება-განწყობასთან მამასაც. შესაბამისად, გაზაფხულზე შედარებით მხიარული გუნების ბავშვები ისახებიან, შემოდგომით კი – მოწყენილები და ნელები.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის ასაკსაც და, ასევე, მნიშვნელოვანია მომავალი დედის სწორი კვება, სიმშვიდე, სუფთა გარემო და ასე შემდეგ.

მართალია, ბუნებაში შემთხვევების უმეტესობა სპონტანურად ხდება, თუმცა, კარგი იქნება, თუ ბავშვის ჩასახვას მაინც ვარსკვლავებს „დაეკითხებით.“

ასევე, ასტროლოგებმა გამოიკვლიეს, რა კავშირია ადამიანის დაბადების თარიღსა და ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის. აღმოჩნდა, რომ დეკემბერსა და იანვარში დაბადებულ ადამიანთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დაავადებები აწუხებთ; თებერვალსა და მარტში დაბადებულებს – ეპილეფსია და შიზოფრენია, ასევე, ხშირი დეპრესიები; აპრილსა და მაისში დაბადებულებს – ანორექსია და პარკინსონი; ივნისში და ივლისში დაბადებულ ადამიანებს – ალერგია; აგვისტოში დაბადებულებს – ლეიკემია; სექტემბერსა და ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს – ალკოჰოლიზმი და შიშები; ნოემბერში დაბადებულებს – ხშირი დეპრესიები და ვენების გაგანიერება.

скачать dle 11.3