კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კოსმეტიკას მოიხმარს ქეით ბლანშეტი და რატომ არის მისი „ოსკარი“ უნიკალური

ქეით ბლანშეტი თვით სრულყოფილებაა. ის არის სანიმუშო მეუღლე და დედა. რეჟისორები მას ყველაზე რთულ როლებს ანდობენ, კოლეგა მსახიობები კი აღფრთოვანებულები არიან მისი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით. პაპარაცები კი დიდი ხანია, შეეშვნენ, რადგან ძნელია ის რაიმე სახის სკანდალში გამოიჭირო. ქეითი მეფურად უნაკლოა, ისევე როგორც თავისი  გმირები.

* ქეით ბლანშეტი 1969 წლის 14 მაისს ავსტრალიაში ქალაქ მელბურნში დაიბადა, რობერტ და ჯუნ ბლანშეტების ოჯახში. მამა წარმოშობით ტეხასის შტატიდან იყო და ავსტრალიაში საზღვაო ოფიცრად მსახურობდა, დედა კი  მელბურნის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. დაქორწინებიდან რამდენიმე ხანში რობერტ ბლანშეტმა ავსტრალიის მოქალაქეობა მიიღო და სარეკლამო ბიზნესი წამოიწყო. 1979 წელს რობერტ ბლანშეტი გულის შეტევით გარდაიცვალა და ოჯახზე ზრუნვა მთლიანად ჯუნ ბლანშეტს დააწვა კისერზე. მან მარტომ გაზარდა ქეითი და მისი უმცროსი და-ძმა – ბობი და ჟენევიევა. ბობი ამჟამად პროგრამისტად მუშაობს, ხოლო ჟენევიევა თეატრში დეკორაციების მხატვარია. 

* ქეით ბლანშეტი პირველად სცენაზე მელბურნის ქალთა მეთოდისტურ კოლეჯში სწავლის პერიოდში გამოჩნდა. მან რამდენიმე თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მელბურნის უნივერსიტეტში. თუმცა, მალევე მიატოვა სწავლა. სამოგზაუროდ ინგლისში გაემგზავრა. ევროპაში ყოფნის დროს ქეითს ვიზა დაუმთავრდა და  ის იძულებული გახდა, ეგვიპტეში წასულიყო. იქ კი ფულიც დაუმთავრდა. სასტუმროში, სადაც ქეითი გაჩერდა, მავანმა პროდიუსერმა პატარა როლის შესრულება შესთავაზა ეგვიპტურ ფილმში კრივზე. იმის გამო, რომ ქეითს ფული არ ჰქონდა, დათანხმდა და მხოლოდ მასობრივ სცენებში გამოჩნდა. ამ შემთხვევითი როლით დაიწყო ქეით ბლანშეტის კარიერა კინოსა და თეატრში.

* ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, ქეით ბლანშეტმა დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში ჩააბარა და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო კურსზე. 1992 წელს ქეით ბლანშეტმა წარმატებით დაამთავრა ინსტიტუტი და სიდნეის თეატრალურ სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. 1993 წელს საუკეთესო დებიუტისთვის ქეით ბლანშეტი ავსტრალიელი კრიტიკოსების ფავორიტი გახდა და იმავე წელს ავსტრალიის საუკეთესო თეატრალურ მსახიობადაც დაასახელეს. 

* სხვადასხვა თეატრის სცენაზე წარმატებულ თამაშს მოჰყვა, ქეით ბლანშეტის მიწვევა ტელევიზიასა და კინოში. 1993-1995 წლებში ქეითმა რამდენიმე ცნობილ ავსტრალიურ ტელესერიალში ითამაშა და ასევე აგრძელებდა კარიერას თეატრში, სადაც მისით აღფრთოვანებული იყო ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და რეჟისორი – ჯეფრი რაში. რაში სპეციალურად ქეითისთვის დგამდა სპექტაკლებს. 1996 წელს ქეითმა პირველი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა კინოში – მოკლემეტრაჟიან „პარკლენდში”, რასაც კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად წარმატებული როლები მოჰყვა კინოში. თუმცა, მსახიობი იმ დროისთვის მხოლოდ ავსტრალიის მასშტაბით იყო ცნობილი და ქეითი სერიოზულად ფიქრობდა, საერთაშორისო დონეზე მიეღწია წარმატებისთვის. 

* ქეით ბლანშეტის კინოკარიერაში მთავარი მოვლენა 1998 წელს კინოეკრანებზე გამოსული „ელიზაბეტია”. ფილმი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ პირველს ეძღვნება და ინდოელმა რეჟისორმა შეკხარ კაპურმა გადაიღო. ბლანშეტთან ერთად, ფილმში მთავარი როლები შეასრულეს: ჯეფრი რაშმა, ვინსენ კასელმა, ჯოზეფ ფაინსმა. ამ როლით ქეით ბლანშეტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა: ნომინირებული იყო „ოსკარზე” და მიიღო „ოქროს გლობუსის” ჯილდო. კინოკრიტიკოსების აზრით, ქეით ბლანშეტმა დედოფლის როლი ბრწყინვალედ შეასრულა.

* 1999 წელს ჟურნალმა „ფიფლ” ქეით ბლანშეტი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია.

* 2001 წელს ქეით ბლანშეტმა ხუთ ფილმში მოასწრო გადაღება და იმავე წელს დედაც გახდა.

* ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი” ქეით ბლანშეტმა ელფი გალადრიელის როლი შეასრულა. სპეციალურად ამ როლისთვის მან ელფების ენა შეისწავლა.

* ქეით ბლანშეტის აზრით, სპორტი დროის დაკარგვაა და თავად მსახიობი არც მალავს, რომ არასდროს ვარჯიშობს. ქეითის თქმით, მისი იდეალური სხეულის საიდუმლო მხოლოდ იმაშია, რომ ის ბედნიერი დედაა. ქეითის სიმაღლე 178 სანტიმეტრია, წონა კი – 65 კილოგრამი. სამივე მშობიარობის შემდეგ ქეითი ყოველგვარი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე ჩადგა ფორმაში. ქეით ბლანშეტი არ გამორიცხავს, რომ მეოთხე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, რათა სხეულს ფორმა დაუბრუნოს.

* ქეით ბლანშეტი მხოლოდ იაპონურ კოსმეტიკას მოიხმარს. თუკი მას სხვადასხვა ქვეყნებში უწევს გადაღებებზე წასვლა, კოსმეტიკით სავსე ჩემოდნით მოგზაურობს.

* ფილმ „სამოთხეს” გადაღების დროს, ქეით ბლანშეტმა თავი გადაიპარსა.

* 1997 წელს სპექტაკლ „თოლიაზე” მუშაობისას ქეით ბლანშეტმა გაიცნო რეჟისორი და მონტაჟის რედაქტორი ენდრიუ აპტონი. იმავე წლის 27 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა. ქორწილი შედგა ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში, ნაციონალურ პარკ „ცისფერ მთებში.” თავდაპირველად, ოჯახი სიდნეიში დასახლდა, შემდგომ მცირე ხანს ლონდონში ცხოვრობდნენ და საბოლოოდ, ისევ ავსტრალიაში დაბრუნდნენ. ქეითს და ენდრიუს სამი ვაჟი ჰყავთ – დეშიელ ჯონი, რომან რობერტი და იგნატიუს მარტინი.

* 2001 წელს ქეით ბლანშეტი განიხილებოდა კლარისა სტარლინგის როლის შემსრულებლად, რიდლი სკოტის ფილმში „ჰანიბალი”. თუმცა, როლი ჯულიანა მურს ხვდა წილად.

* ქეით ბლანშეტი რუსული კულტურის დიდი მოყვარულია. მისი საყვარელი სპექტაკლია ჩეხოვის „თოლია”, ხოლო ფილმებიდან ნიკიტა მიხალკოვის „დაუსრულებელი პიესა მექანიკური პიანინოსთვის”.

* 2009 წელს ავსტრალიაში გამოიცა საფოსტო მარკა, რომელზეც „ოსკაროსანი” ავსტრალიელი მსახიობები იყვნენ გამოსახულნი: ჯეფრი რაში, ნიკოლ კიდმანი, რასელ ქროუ და ქეით ბლანშეტი.

* 2008 წლის 5 დეკემბერს ქეით ბლანშეტს გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

* ქეით ბლანშეტს სცენის სიყვარული მას შემდეგ გაუჩნდა, ბავშვობაში ილუზიონისტის გამოსვლა რომ ნახა სკოლის თეატრში.

* ქეით ბლანშეტს მიღებული აქვს „ოსკარი” ფილმ „ავიატორში” ქეთრინ ჰეპბერნის როლის შესრულებისთვის. ეს ერთადერთი შემთხვევაა კინოისტორიაში, როცა მსახიობმა „ოსკარი” იმ პერსონაჟის განსახიერებისთვის მიიღო, რომელსაც თავად აქვს მიღებული „ოსკარი”.

* ქეით ბლანშეტს უნდა ეთამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმიტები”. თუმცა, საბოლოოდ, უარი განაცხადა და ანჯელინა ჯოლის დაუთმო ასპარეზი.

* ქეით ბლანშეტის წინაპრები დედის მხრიდან საფრანგეთიდან იყვნენ.

* პიტერ ჯექსონის ბლოკბასტერში „ჰობიტი”, რომლის მეორე სერიის პრემიერა დეკემბერში შედგება, ქეით ბლანშეტი ელფ გალადრიელის როლს დაუბრუნდა. გადასაღებ მოედანზე მან სულ 8 დღე გაატარა, თუმცა მისი როლი სამ ფილმზე გაიყო.

 

скачать dle 11.3