კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა ოთო ნემსაძეს პროკურორობა და რატომ ხოხავდა ის დილის 5 საათზე თამარაშვილის ქუჩაზე დესანტივით

ცოტა ხნის წინ გამოვიდა ნიჭიერი მომღერლის, ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომი – „ფიქრების ზღვა,“ რომლის შეძენა ყველა მსურველს შეუძლია მაღაზია „გურუში“. ამ ალბომში შესული ათივე სიმღერის მოსმენა ნებისმიერ ადამიანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს. 


ოთო ნემსაძე: მიხარია, რომ „ბრავო რექორდსის“ დახმარებით გამოვიდა ჩემი ალბომი, რომელშიც შესულია ნამდვილი ქართული, ხარისხიანი მუსიკა. ძალიან მეამაყება, რომ ალბომი მაღალი დონის არის და ჩაწერილია ყველასთვის საყვარელი მუსიკოსების მიერ. მათთან მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე. ამ ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერას ჰქვია „ფიქრების ზღვა“. ეს სიმღერა ყველას ძალიან მოეწონა, აიტაცეს და ამიტომაც დავარქვით ასე ალბომს. ალბომში შესულია 10 სიმღერა და მეთერთმეტე – ბონუს ტრეკი: ჩემი და ბატონ ოთარ რამიშვილის დუეტი. თბილისობას დაემთხვა ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, ბევრი ხალხი მოვიდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ. ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი: რომ არა თქვენ, ჩემში ასეთი დოზით მუსიკა ვერ იარსებებდა! 

– ახლა მითხარი, რა ხდება უკრაინაში, როდის მიდიხარ? 

– 18 ოქტომბერს მივდივარ ლვოვში საცხოვრებლად, რადგან, მინდა, ვისწავლო ენა. ჩემი პროდიუსერი ყველაფერს აგვარებს – გზისა და საცხოვრებელ ხარჯებს ისინი იღებენ საკუთარ თავზე. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ, ყველგან ვერ ვიმღერებ. სხვა სეგმენტზე გვაქვს გათვლილი – დიდ სცენაზე უფრო ვიმღერებ, ვიდრე კორპორაციულ საღამოებზე. ალბომისთვის უკვე მზად არის შვიდი სიმღერა, შვიდი კიდევ დაემატება და უკრაინაშიც გამოვა ალბომი.  ახლა რომ ჩავალ, დავიწყებთ სიმღერების ჩაწერას, შემდეგ რადიოში წავა და, თუ გაამართლებს, მერე ჩაიწერება ალბომი, რასაც აუცილებლად მოჰყვება კონცერტები, თან, არა პატარა სცენაზე. ჩემი მწვრთნელი მიწერს ძალიან კარგ სიმღერებს, სულ ახალი რეპერტუარი იქნება: უკრაინულ-ინგლისური და, შეიძლება, ქართული სიმღერებიც შეერიოს. მასთან რომ არ მოვხვედრილიყავი, შეიძლება, ყველაფერი ასე კარგად არ წასულიყო – პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი უკრაინის მუსიკალურ სივრცეში, რომელსაც არა მხოლოდ მე, არამედ, მთელი უკრაინა და მთელი მსოფლიო დიდ პატივს სცემს. ყველასგან განსხვავებული პიროვნებაა. პროფესიით ფიზიკოსია და ამ დარგში უცხოურ ჟურნალებშიც სერიოზულ სტატიებს წერს. თან, ჩემსავით გვიან დაიწყო სიმღერა. ბავშვობიდან კი ვმღერი, მაგრამ, დიდ სცენაზე 20 წლის ასაკში დავდექი. 

– ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? 

– ალბათ, ახლა გარდამავალი ეტაპი მაქვს. ვგრძნობ, ვიზრდები როგორც ადამიანი. ცოტა დავსერიოზულდი კიდევ, მაგრამ, ხანდახან ისევ მიქშუტუნებს. მიმაჩნია, რომ ახალი რაღაც უნდა დაიწყოს, რადგან, სხვა შემთხვევაში, წრეზე წავალ, წრეზე სიარული კი აღარ მინდა. უკვე ოთხი წელია, წრეებზე დავდივარ – საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა. ამიტომაც მინდა, სხვა ქვეყანაში წავიდე, ბევრი რაღაც უფრო მარტივად გავაკეთო, ვიდრე ეს საქართველოში ხდება და მერე ისევ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე. 

– როგორია შენი ფიქრების ზღვა? 

– მინდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო, გავაცნო ჩემი თავი და, უცხო ქვეყანაში რომ ჩავალ, იყვირონ: ეს ქართველიაო. კიევში უკვე ყვირიან. მეოცნებე არ ვარ, ოცნებებიც არ მაქვს. როცა შეყვარებული ვარ, არც მაშინ მაქვს ოცნებები. ძირითადად, მიზნები მაქვს, არარეალურზე არ ვფიქრობ და არ ვოცნებობ. საკუთარი თავის ყველაზე დიდი ფსიქოლოგი თვითონ ვარ. თუ მართლა დამჭირდება ფსიქოლოგი, მაშინ, ჯობია, პირდაპირ ასათიანზე წამიყვანონ. სულ ვესაუბრები საკუთარ თავს, ანალიზებს ვაკეთებთ ერთად. 

– როგორი იყო ოთო ბავშვობაში, რა სურვილები ჰქონდა მას ყველაზე ხშირად?

– ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მშობლებსაც ვაბრაზებდი. უფრო ხშირად მე და ჩემი ძმა ვურტყამდით ერთმანეთს. ხშირად ქუჩაშიც ვჩხუბობდი, მაგრამ, ხუთოსანი მოსწავლე ვიყავი. 6 წლის რომ გავხდი, მეგონა, გავიზრდები, დიდი ხელფასი მექნება და დედიკოს მივეხმარები-მეთქი, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. თუმცა, ამაზე ახლაც ვფიქრობ და ეს უკვე რეალობაა – აუცილებლად დავეხმარები და ვეხმარები კიდეც. ისე, ჩემი ბიზნესიც მქონდა – პირველ კლასში უკვე ბიზნესმენი ვიყავი: სიმინდი ვიყიდე, ბატიბუტი მოვხალე და ბებოს ჩავაბარე გასაყიდად. ისიც ჭიქას 20 თეთრად ყიდდა, იქიდან 15 თეთრი ჩემი იყო, 5 თეთრი კი მისი უნდა ყოფილიყო. 1 თვის მერე მივაკითხე, ერთი ჭიქა ჰქონდა გაყიდული, 15 თეთრი გამოვართვი და დანარჩენი ბატიბუტი უკან წამოვიღე. მოკლედ, ჩემი პირველი შემოსავალი 15 თეთრი იყო. რაც მთავარია, კონტრაქტის პირობები არც ერთს არ დაგვირღვევია. როცა გავიზარდე, უფრო დიდი ბიზნესიდეები გამიჩნდა, მაგრამ, მერე ფული აღარ მქონდა. ისე, ბავშვობაში პროკურორობა მინდოდა, მაგრამ, რატომ მინდოდა – არ ვიცი. 

– ხალხის დაჭერა ხომ არ გინდოდა?

– არა, არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა, ეტყობა, სიტყვა მომწონდა. საბოლოოდ კი, გავხდი ბიზნესისა და ეკომონიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი მეორადი პროფესია, ამ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებ. უბრალოდ, ჯერჯერობით, მინდა, მუსიკას მივხედო, რადგან, სადაც თავს შევყოფ, იმას ვაწვები ბოლომდე. 

– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?

– ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და გორიდან წამოვედი. უფასოზე მოვხვდი – ხომ გითხარი, ცხოვრებაში მიმართლებს-მეთქი. დილის 9-ის ნახევარზე ლექციები მეწყებოდა, არადა, ქალაქიდან ძალიან შორს ვცხოვრობდი; პირველზე მიმთავრდებოდა ლექციები, 2 საათზე უკვე სამსახურში ვიყავი და საღამოს 9 საათამდე ვმუშაობდი. დღეში ხან 5 ლარი მქონდა, ხან - 10 ლარი. 

– სად მუშაობდი?

– ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობაზე. მე ვამაყობ ამ პერიოდით, ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რაღაცეები და, თუ დამჭირდება, კიდევ გავაკეთებ. იმ კუთხით იყო რთული პერიოდი, რომ ძალიან ვიღლებოდი ფიზიკურად, ასაკითაც საკმაოდ პატარა ვიყავი. თან, რომ მოვდიოდი, მერე ღამის 1-2 საათამდე ვმეცადინეობდი. რადგან ძალიან შორს ვცხოვრობდი, ამიტომ დილის 5-6 საათზე ვდგებოდი, რომ 9-ის ნახევარზე მოვხვედრილიყავი მაღლივში. თუმცა, არასდროს მილაპარაკია იმაზე, როგორ მიჭირს, როგორ ვიღლები. მახსოვს, 7-8 წლის წინ სამი კარტოფილი მქონდა და „პლიტაზე“ შეწვა ვცადე – რა ვიცოდი, რომ დაიწვებოდა. მოკლედ, იმ დღეს მშიერი დავრჩი. საქართველოში ასეთი რთული პერიოდი ყველას გვქონია, ამიტომ, ყველას ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ. ახლაც მაქვს ხოლმე რთული პერიოდები, მაგრამ, არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე საუბარი, წუწუნი; თან, საშინელი ოპტიმისტი ვარ. რაც მთავარია, ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ჩემზე 40-45 წლით უფროსები იყვნენ და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასეთ დროს როგორც პიროვნება, ადრე იწყებ ჩამოყალიბებას და, რაც მთავარია, მარტო შეგიძლია ბევრი რამის კეთება. 

– რომელმა ეტაპმა მოახდინა გარდატეხა შენს ცხოვრებაში?

– რომ გითხრათ, „ჯეოსტარის” შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა-მეთქი, რა თქმა უნდა, არ იქნება სიმართლე. თუმცა, ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად იყო გარდამტეხი, მას შემდეგ ბევრი რაღაც მიადვილდება, მიმარტივდება, თუნდაც, ადამიანებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმაზე კარგად ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი, მაგრამ, ძირეულად არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ხალხისადმი და მუშაობისადმი ჩემი დამოკიდებულება, გავხდი პოპულარული და არავინ  თქვას, რომ ეს არ არის სასიამოვნო. ყველაზე მეტად მსიამოვნებს მზესუმზირის გამყიდველი რომ ჩამეხუტება და მეუბნება, როგორ მიყვარხარო. თუმცა, რადგან პოპულარული ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცეებზე უარს ვამბობ: ან დალევაზე, ან სადმე წასვლაზე. თავისუფალი ადამიანი ვარ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის რაღაც „ვარსკვლავი” გავხდე. არც ერთი დღე არ ყოფილა ისე, რომ რამე გეგმა არ მქონოდა, რამე არ მეკეთებინა, თუმცა, დღეს ჩემი ალბომი რომ არ გამოსულიყო, შეიძლება, უსაქმური დამრქმეოდა. მაგრამ, მაინც სულ რაღაცას ვაკეთებდი; პლუს, მიმართლებს კიდეც – საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდები ხოლმე. 

– ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხე. სად შეგემთხვა ეგ ამბავი?

– ჩემს სადარბაზოში კიბის ერთი საფეხური სხვებთან შედარებით უფრო დიდია, თან, ბნელა. ღამით სიგარეტის საყიდლად ჩამოვედი და გადამიბრუნდა ფეხი. გახურებულზე ვერ ვიგრძენი, წამოვდექი, ისევ გადამიბრუნდა და მოკლედ დესანტივით ვიხოხე თამარაშვილის ქუჩაზე. დილის 5 საათი იყო, ტელეფონსაც არავინ მპასუხობდა, მერე ვიღაც გოგომ და ბიჭმა გამოიარეს და მათ მიპატრონეს – მეგობართან დარეკეს.

 

скачать dle 11.3