კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატერიკები

„მე ვარ მსახური მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“

კონსტანტინოპოლში ვინმე ჯადოქარი ცხოვრობდა, რომელსაც ერთ-ერთი ქრისტიანი ყმაწვილის ხელში ჩაგდება განეზრახა, რათა უმანკო არსება ეშმაკთა სამსახურში ჩაეყენებინა. ეშმაკთა მთავრის ძალი და დიდება ახალგაზრდა კაცისთვის რომ ეჩვენებინა, გრძნეულმა ის ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ადგილას გაიყვანა. იქ კი მოხიბლულ ყმაწვილს თვალწინ რკინის კარიბჭიანი დიდი ქალაქი მოეჩვენა. ჯადოქარი ახალგაზრდასთან ერთად „ვითომ“ ქალაქში შევიდა და ტაძართან მიიყვანა. ტაძარში შესვლისას ყმაწვილმა უამრავი ანთებული სანათური დაინახა, ამაღლებულ ადგილზე კი მეფის მსგავსი არსება იჯდა, რომლის გარშემო მსახურები ფაციფუცობდნენ. ეს ეშმაკთა მთავარი იყო. იგი ჯადოქარს სიხარულით შეხვდა, გვერდით მოისვა და ჰკითხა, თუ რატომ მიუყვანა ყმაწვილი. გრძნეულმა უპასუხა: „ჩვენ შენი მსახურები ვართ და მასაც შენს მორჩილებაში ყოფნა განუზრახავს“. სატანამ ახალგაზრდა კაცს ჰკითხა: „ჩემს მსახურებაში ყოფნა გინდა?“  ყმაწვილმა კი წამოიძახა: „მე ვარ მსახური მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“. შეძახილისთანავე, სატანა ტახტიდან ჩამოვარდა, მის გარშემო ყველაფერი დაემხო და ჯადოქარიც და ქალაქი-მოჩვენებაც ტაძართან ერთად სადღაც გაქრა. ყმაწვილი შუა მინდორში მარტო აღმოჩნდა. მოულოდნელად იქვე ცხენი დაინახა... საჩქაროდ ქალაქში დაბრუნდა და ყველას უყვებოდა, რაც თავს გადახდა.

 

კაცთმოთნეს (მაამებელს) ღმერთი არ შეეწევა

ერთი ოჯახი, რომელმაც ოპტის უდაბნოსთვის მოწყალება გაიღო, ერთხელ სავანეს ესტუმრა და მონასტრის სასტუმროში დასახლდა. გავიდა ხანი და არქიმანდრიტს შესჩივლეს: „მამაო, თქვენს ხალხს (ჩვენ) გულისხმიერებით ვამშვიდებთ, სავანის საკეთილდღეოდ ფულსა და სიყვარულს არ ვიშურებთ; თქვენმა ერთ-ერთმა მსახურმა კი გაგვანაწყენა, რაღაც ვთხოვეთ და უარით გამოგვისტუმრა“. „ჩვენ გვეგონა, – მიუგო ღვთივგანბრძნობილმა ბერმა, – მოწყალებას ღვთის გულისათვის გაიღებდით და სიკეთის გამო ჯილდოს უფლისაგან ელოდით. ხოლო, თუ საზღაურს ჩვენგან ელით, უმჯობესია, ქველმოქმედება შეწყვიტოთ, რადგან, ღატაკი და გამოუსწორებელი ბერები ვართ და ჯეროვნად ვერ გიზღავთ.“ სტუმრები ბერის გულახდილი საუბრით დაკმაყოფილდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე სიამოვნებით და მადლიერების გრძნობით იხსენებდნენ, რომ, მობოდიშებისა და თავმოყვარეობის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ბერისგან მათი სულების გადასარჩენად მაღალსულიერი დარიგება მიიღეს. ამ შემთხვევაში სავანის წინამძღვარმა იცოდა, საქმე ვისთანაც ჰქონდა, ხოლო, ის ძმა კი, რომელმაც სტუმრები გაანაწყენა, თავისთან იხმო და რჩევა მისცა.

 

скачать dle 11.3