კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ხასიათი უხდება ბევრ პრობლემას შეჭიდებულ ქალს და უნდა გაექცეს თუ არა ამას

რატომ ცხოვრობს ქალი ისეთი მამაკაცის გვერდით, რომელიც პრობლემებს უქმნის და ბედნიერებას ვერ ანიჭებს?! – ერთგვაროვანი პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. ფსიქოლოგებისთვის დღემდე გამოცანად რჩება ისიც, თუ რატომ ეფერება და ელოლიავება ქალი მოძალადე ქმარს, რატომ ზრუნავს იმ ადამიანზე, რომელიც მას ამცირებს, აყენებს ტკივილს – როგორც მორალურს, ისე ფიზიკურს... ძალიან ბევრია ისეთი ქალიც, ვისთვისაც უსაქმურ ქმარზე ზრუნვა ცხოვრებაში უმთავრესია, ხოლო მისი კაპრიზების დაკმაყოფილება – პრიორიტეტული. როდემდე გრძელდება ქალური „ბრმა თავგანწირვა“, სიცოცხლის ბოლომდე?

 

ლიზიკო (37 წლის): პატარა გოგო არ ვარ და ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანია, დადგა პერიოდი, როცა უნდა დავფიქრდე და გადავწყვიტო: ღირს თუ არა, რაც ჩემს რეალობაში ხდება, იმ ფასად, რასაც ვიხდი. ანუ, ფასეულობების გადაფასების დრო მოვიდა. ვხვდები, რომ ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. სიყვარული სიყვარულია, მაგრამ გრძნობამ არ უნდა წაგშალოს და გაგანადგუროს. საკმაოდ მშვიდი, უკონფლიქტო ბუნება მაქვს. ადვილად ვეგუები ჩემ მიმართ ჩადენილ უსამართლობას. ამან კი იმ ადამიანის წისქვილზე დაასხა წყალი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ პიროვნებად მიმაჩნდა. იცით, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის – დროა, გაშორდე და საკუთარ თავზეც იფიქრო. ვერ ხედავ, რა დღეში ჩაგაგდოო.

– რას გულისხმობდნენ, კონკრეტულად?

– იმას, რომ ქორწინებაში მონა ვიყავი და არა სრულფასოვანი პარტნიორი. „ვპახაობდი“ – ამ სიტყვის ყველაზე მძიმე მნიშვნელობით. არც მახსოვს, როდის და როგორ შევეჩვიე ყველას მაგივრად ყველაფრის კეთებას. მშურს იმ ქალების, რომლებისთვისაც გათხოვება ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებაა. არ მრცხვენია ამის თქმის, რადგან ძალიან დავიღალე.

– გათხოვება სიყვარულის გავლენით არ უნდა იყოს „გამოწვეული“?

– პრინციპში, იდეალურ სიტუაციაში ასეც უნდა იყოს. მაგრამ, სიყვარული მეტისმეტად ხანმოკლეა და პირობითი. დიდხანს ვერ „ქაჩავს“ და უამრავ მტერთან ბრძოლაში სასტიკად მარცხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დღეს ეს რეალობაა. სხვა, უბრალოდ, არ არსებობს. კიდევ რა აღმოვაჩინე, იცით? „სტერვები“ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. მშვიდი, მოკრძალებული ქალი, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობს და არავის აწუხებს პრეტენზიებით, ძალიან დაჩაგრულია. ყველა ივიწყებს მას, როგორც პიროვნებას და ისე ექცევიან, როგორც მოეხასიათებათ. განსაკუთრებულ „აქტივობას“ მამაკაცები იჩენენ ამ საკითხში. სწორედ ის ქმრები, რომლებსაც ზედ ვყვებით და ველოლიავებით. გაუგებარია, რატომ დაიმსახურეს მათ ასეთი ფუფუნება? მხოლოდ იმიტომ, რომ შევიყვარეთ? ბოროტად რატომ სარგებლობენ ამ ჩვენი სიყვარულით? ერთი შეხედვით, მომხიბვლელი, სანდო, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი ურჩხულად რატომ გადაიქცევა?! საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ აღმოვჩნდი ამ ნებაყოფლობით მონობაში, გათხოვებით პრობლემები როგორ „გავიჩალიჩე“?!

– გათხოვებას ნანობთ? დიდი ხანია, სინანული იგრძენით?

– არც ისე დიდი ხანია, თუმცა, შინაგანად რაღაც მუდმივად მაწუხებდა. ვერ ვისვენებდი და სიმშვიდე არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, ბუნებით ძალიან მშვიდი ვარ. ჩემი ქმარიც სულ მეუბნებოდა, ოქროს ხასიათი გაქვსო. მე სულელს, თავიდან მიხაროდა. ვერ ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებით მაბრუებდა. ზედმეტ პასუხისმგებლობას და საქმეს ისე „მატენიდა“, მადლობელიც კი ვრჩებოდი.

– ანუ, კონფლიქტური და არაკეთილგანწყობილი უნდა იყო ქმრისა და ოჯახის წევრების მიმართ?

– ყოველ შემთხვევაში, თავზე არავინ არ უნდა დაისვა. რატომღაც, მამაკაცების უმრავლესობას დაავიწყდა თავიანთი უპირველესი დანიშნულება – იზრუნონ ქალზე, ნაზ არსებაზე, რომელიც გვერდით ჰყავთ. მოიყვანენ ცოლს და მის არსებობას თითქმის ივიწყებენ. ან, თუ არ ივიწყებენ, ექსპლუატაციას უწევენ. რბილი ხასიათი ოჯახში უფრო ნაკლია, ვიდრე ღირსება.

– რატომ? მამაკაცების უმრავლესობას სწორედ რბილი ხასიათის ქალები მოსწონს ცოლად.

– რატომაც არა?! – რბილი ხასიათის ქალს უფრო ადვილად არ დაჩაგრავ?

– ქმარი გჩაგრავთ?

– პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება, არა, მაგრამ მე მაინც დაჩაგრულად ვგრძნობ თავს. აბსოლუტურად სხვანაირი იყო ჩემი ქმარი იმ პერიოდში, როცა მგზნებარე რომანი გვქონდა. სანიმუშო შეყვარებული მყავდა – პაემნები, ყვავილები... საჩუქრები და სიურპრიზები... სახლში რომ მაცილებდა, ვერ ვწყდებოდი და წასული არ იყო, რომ უკვე მენატრებოდა. გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მივიღე. სხვანაირად, ვერ წარმომედგინა. ისე მიყვარდა, რომ ლამის ტყავში ვძვრებოდი, ოღონდ კი, ქმარს შევექე. სულელი ვიყავი. ჩუმად ვნერვიულობდი მაშინ, როცა ის სხვა ქალებს მსუნაგი მზერით ათვალიერებდა. ერთხელაც არ მითქვამს მისთვის საყვედური. ნელ-ნელა ყველა საქმე მე დამაწვა კისერზე. დილიდან დაღამებამდე ნამდვილად „გადარბენა“ მქონდა. მადლობას კი არავინ მეუბნებოდა. კიდევ უარესი – საკმარისი იყო, რაღაც იდეალურად არ გამეკეთებინა, რომ საყვედურს საყვედურზე ვიღებდი... ვმუშაობ, კარიერაში წარმატებებიც მაქვს და კარგადაც მიხდიან. საკმარისი იყო, ჩემს ქმარს ეს დაენახა, რომ იმ გროშების მოცემაც შეწყვიტა, თავისი ხელფასიდან რომ მაძლევდა. არც ამაზე ამომიღია ხმა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც კაცი ზრუნავდა ქალზე. მამაჩემი ველაფერს აკეთებდა, დედაჩემს თავი ბედნიერად რომ ეგრძნო. კომფორტს უქმნიდა. ჩემთან კი ყველაფერი პირიქით მოხდა. როლები შეიცვალა და მე ეს დავუშვი. ჩემი ძვირფასი მეუღლე არაფერს იკლებდა – თავისი ჰობისა და სიამოვნებისთვის ფული ნამდვილად არ ენანებოდა.

– საყვარელიც ხომ არ ჰყავდა?

– არ ვიცი. შეიძლება, ჰყავდა კიდეც – ესეც რომ გავიგო, არ გამიკვირდება. არც რამე განსაკუთრებული რეაქცია მექნება. მხოლოდ გამეცინება. სასაცილოა ჩემი ქმრის მსგავსი კაცი – თავი ვაჟკაცად მოაქვს, მაგრამ...

– თქვენ ისევ ქმართან ცხოვრობთ? არ გაშორებიხართ?

– იცით, რაშია საქმე? ვფიქრობ, აზრი არა აქვს, ამ ნაბიჯს გადავდგამ თუ არა. გულწრფელად ვამბობ. სხვა კაცი მე არ მყავს და ისე მაქვს აცრუებული გული მამაკაცებზე, სავარაუდოდ, არც მეყოლება. ფინანსურად უკვე საკმაოდ მყარად დავდექი ფეხზე. ის აგარაკზეა ძირითადად და მე და ჩემი შვილი ჩვენს ბინაში ვცხოვრობთ. რომ გავშორდე, ბინა უნდა გავყიდოთ, გავყოთ... დიდი-დიდი ოთახნახევრიანი ან ოროთახიანი ბინა ვიყიდო... მერე იმას რემონტი უნდა... უზარმაზარი ბინა აქვს ჩემს შვილს, კომფორტით და ევრორემონტით... რატომ მივცე ჩემს ქმარს შანსი, კიდევ ერთხელ შექმნას ოჯახი და ჩემს შვილს ყველაფერი გაუყოს? თან, მამა-შვილს კარგი ურთიერთობა აქვს. მაინც მამაა და მაინც სრულფასოვანი ოჯახია ბავშვისთვის. პატარაა და ორივე ვჭირდებით – მამაც და დედაც. ის ხომ ვერ ხვდება იმას, რაც მე პრობლემებს მიქმნის. ამიტომაც, მირჩევნია, მოვითმინო. პრინციპში, მძიმე პერიოდი უკვე გადავიარე. ფული მაინც აკომპენსირებს ბევრ რამეს. მით უმეტეს, როცა შენი ფული გაქვს და იქით გეხვეწებიან, გაცილებით კარგად გრძნობ თავს.

– ფიქრობთ, ქმრის გარეშე უკეთ იცხოვრებდით?

– მგონი, რომ კი... ჩემი ქმარი არ წარმოიდგენს რაიმე ღირებულებას. ადრე ვნება მაინც მქონდა მის მიმართ და საკმაოდ ძლიერი ლტოლვაც. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, გიყვარს ეს კაცი და იმიტომაც უძლებ ამდენს. თავს ვიტყუებდი. გრძნობას ვეძახდი ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას.

– ანუ, გრძნობა აღარ გაქვთ?

– არა. აღარ მაქვს და ნელ-ნელა ლტოლვაც გამიქრა. სექსის გარეშეც შეიძლება, მიიღო სიამოვნება და იყო კარგად. ქმარი სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლოს და ბოლო, ვიბრატორს იყიდი და ნერვებს მაინც არ მოგიშლის. ხასიათი ძალიან შემეცვალა. მოჩხუბარი და მოყაყანე ახლაც არ ვარ, მაგრამ გავმკაცრდი და გავკერპდი. არაფერს აღარ ვთმობ და იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია. ვიზუალური და სიტყვიერი ეფექტები ჩემზე აღარ მოქმედებს. ვატყობ, ჩემს ქმარს გული უსკდება, ისე ეშინია, არ მივატოვო. ეჭვიანობს კიდეც. რამდენჯერმე მითხრა, გეტყობა, აღარ გაინტერესებ, ვიღაც გაიჩინე, ვინც იმას გაძლევს, რაც, წესით, ჩემგან უნდა გინდოდესო. ერთი სიტყვითაც არ მიპასუხია. რაც უნდა, ის იფიქროს. თავის კომპლექსებს, კაცობაში რომ აქვს, ამით ვერ დააკომპენსირებს. ახლა უკვე მეცოდება.

– ფიქრობთ, რაღაც პერიოდის მერე მაინც გაშორდებით?

– რა აზრი აქვს? ხომ გითხარით, კაცი საერთოდ არ მჭირდება. ბავშვს კი მამა ჰყავს.

– იმის იმედი ხომ არ გაქვთ, რომ შეიცვლება, გამოსწორდება...

– არა, არა, ასეთი გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ. რა გამოასწორებს მაგას... ასეც რომ იყოს, მე უკვე აღარაფერში მჭირდება, იყოს თავისთვის...

– ვინმე რომ გაიჩინოს? საყვარელს ვგულისხმობ.

– მაშინ, ალბათ, გავშორდები. დარწმუნებული არ ვარ, ამასაც ვარაუდის დონეზე ვამბობ. მთავარია, თავისი არსებობით მე არ შემაწუხოს. საკმარისზე მეტი ავიტანე და მოვითმინე, მეყოფა.

– ფულს ხომ თქვენ გთხოვთ?

– მთხოვს, მაგრამ ვინ აძლევს?! როცა აგარაკზე ამყავს ბავშვი, მაშინ ამაქვს რაღაცეები (საკვებს, დელიკატესებს ვგულისხმობ). დანარჩენი, რაც სჭირდება, თვითონ იშოვოს ფული. ხომ ამტკიცებს, რომ კაცია და დარწმუნებულია ამაში! ჰოდა, იკაცოს. მე არ ვუშველი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რა მინდა ამ ცხოვრებისა და ადამიანებისგან.

 

скачать dle 11.3