კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაუგეგმა ბიზნესმენ ფუტკარაძის ვაჟს ქორწილი და რატომ დადის მასზე ლეგენდები

თბილისში  ბიზნესმენ ციცო ფუტკარაძის ვაჟის ქორწილზე ლეგენდები დადის. კავკასიის ბიზნესსკოლის  სტუდენტი, ოთარ ფუტკარაძე და მისი ყოფილი  თანაკლასელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, მარიამ მელაძე  შეუღლდნენ და ქორწინება გრანდიოზული წვეულებით მცხეთაში, რესტორან „გუჯარში” აღნიშნეს. რადგან ქორწილის გრანდიოზულობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამ ლამაზი ქორწილის დეტალებით ჩვენც დავინტერესდით.  

საზოგადოებასა და ამ ქორწილის სტუმრებს დიდხანს ეხსომება ფუტკარაძეების შთამბეჭდავი ქორწილი, თავისი ტრადიციული და  ევროპული რიტუალებით. თავდაპირველად,   ჯვრისწერა სვეტიცხოველში, მანამდე კი „ლიმუზინით“ ვიზიტი ბაღ „გარდენიაში” და ფოტო-სესია; ხელის მოწერა პირდაპირ მწვანე ბალახზე და  მენდელსონის ვალსი ვიოლინოს თანხლებით და ეს ყველაფერი კი რესტორნის განათების ფონზე. მცხეთაში უკვე „ლიმუზინიდან“ ფაეტონში  გადაჯდა ნეფე-პატარაძალი და ასე მივიდა ჯვრის დასაწერად სვეტიცხოველში. ტაძარში  ახლად შეუღლებულები მეუფე ანდრიამ დალოცა და ბედნიერება უსურვა. ეს მართლაც ზღაპრული სანახაობა იყო: ნეფე – „სამოსელი პირველის” ჩოხაში, ხოლო დედოფალი დიზაინერ ნანა მელქაძის საპატარძლო კაბაში. ქორწილში ლამაზმა წყვილმა ლამაზად შეასრულა ქართული ცეკვა „დაისიდან.” სტუმრად მოწვეულნი იყვნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. ანსამბლმა „ფორტემ”  თავისი რეპერტუარი წარმოადგინა, სუფრას მსახიობმა  ტრისტან სარალიძემ გამორჩეული  სიტყვამახვილობითა და იუმორით უთამადა. საქორწილო სუფრაზე, რომელსაც თბილისური ბომონდის წევრებიც ამშვენებდნენ, ჰარმონიულად იყო შერწყმული ევროპული  და ტრადიციული ქალაქური მელოდიები. ეს ნამდვილი სანახაობრივი  შოუ იყო, კარგად გადაწყვეტილი და ორგანიზებული. ამ ყველაფრის ლამაზად ორგანიზებაში კი ნეფის და, მარტა მონაწილეობდა. როგორც ჩანს, მისი დიზაინით გადაწყვეტილმა   ქორწილის მსვლელობამ შედეგი გამოიღო: ხუთსართულიანი ტორტი, განათება მწვანე მოლზე, ცეკვა-სიმღერა, სუფრა, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა  და დაუვიწყარი ქორწილი, არა მხოლოდ პატარძლისა და ნეფისათვის. ახლა ისინი უკვე  ახლად შეუღლებულები არიან და საკუთარ სახლში ცხოვრობენ, ჰასკთან, რუნისთან  და კავკასიურ ნაგაზ ბალუსთან ერთად. 

მარიამ ფუტკარაძე: „ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. მეცხრე კლასიდან ერთად მოვდივართ.   სიყვარულში სკოლის დამამთავრებელ,  ბოლო ზარზე  გამოვუტყდით ერთმანეთს. შემდეგი  ორი წელიწადი ძალიან  ლამაზი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა. ოთარი ძალიან თბილი  და ყურადღებიანია. მზრუნველობას მისი მხრიდან მუდმივად ვგრძნობდი. ამიტომ, მეც გამიჩნდა გრძნობა და ერთად  გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.  

 – ძალიან ლამაზი  საქორწილო  კაბა გცმია...

– ნამდვილად. დიზაინერ ნანა მელქაძის მიერ შეკერილი კაბა მეცვა, თუმცა გარკვეული დეტალები   მეც შევიტანე.

– თქვენი ქორწილი ძალიან  ლამაზად იყო ორგანიზებული.. ვინ  დაგეგმა? 

– კი, ეს მართლაც სასწაული იყო. რაზეც კი ოდესმე  მიოცნებია, ყველაფერი ამ ერთ დღეში იყო ჩატეული და თავმოყრილი. ეს ერთ-ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი  დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამაზე დიდი შრომა გასწია ჩემი მეუღლის დამ, ძალიან საყვარელმა ადამიანმა – მარტამ.   

ციცო ფუტკარაძე: ,,წელს განსაკუთრებული წელიწადი გვქონდა.  ლამაზი, ქართული ოჯახის შექმნა გადაწყვიტა ჩემმა ვაჟმა და თანაკლასელ, მშვენიერ მარიამზე დაქორწინდა. ისინი  რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ.  გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ მცხეთაში. ძალიან ბედნიერი  და ამაყი ვარ, რომ  ახალდაქორწინებულებს ერთმანეთი უყვართ და  მართლაც რომ  შთამბეჭდავი ქორწილით აღვნიშნეთ მათი შეუღლება. 

P.S. ჩვენც ვუერთდებით   ფუტკარაძეების ოჯახის სიხარულს  და ნეფე-დედოფალს  ბედნიერებასა და გამრავლებას ვუსურვებთ!   

 

скачать dle 11.3