კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის“ რომელი მილიარდერები ცხოვრობენ ლონდონის მილიარდერების ქუჩაზე – „კენსინგტონ პალას გარდენზე“

ჟურნალმა „ფორბსმა” 2013 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული სახლების სია გამოაქვეყნა. სიის შედგენისას გამოყენებული იყო რიელტორების, საგადასახადო სამსახურებისა და უძრავი ქონების მფლობელთა მონაცემები. ელიტური უძრავი ქონების ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება და უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ფასებმა ორჯერ მოიმატა. მილიარდერების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლონდონი და ნიუ-იორკი, რადგან, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი სწორედ ამ ქალაქებში ღირს.

„ზი მეინორი”

მფლობელი: პეტრა ეკლსტოუნი, ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილი (კაპიტალი – 3,8 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ლოს-ანჯელესი; ღირებულება: 85 მილიონი დოლარი (2011 წლის მონაცემები).

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში მდებარე ეს სასახლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებაა შეერთებულ შტატებში. „ზი მეინორი” 1988 წელს პროდიუსერმა აარონ სპელინგმა აიშენა (მის სახელს უკავშირდება სერიალები „დინასტია” და „ჩარლის ანგელოზები”). ფრანგული შატოს სტილის სასახლეში 123 ოთახია და ეს არის ყველაზე დიდი სახლი ლოს-ანჯელესში. აარონ სპელინგი 2006 წელს გარდაიცვალა და მას სემდეგ სახლის მყიდველთა რაოდენობა იზრდებოდა, სანამ 2011 წელს ის პეტრა ეკლსტოუნმა არ შეიძინა 85 მილიონ დოლარად. 

„ცენტრალ პარკ-უესტი“

მფლობელი: ეკატერინა რიბოლოვლიევა, დიმიტრი რიბოლოვლიევის ქალიშვილი (კაპიტალი – 9,1 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ნიუ-იორკი; ღირებულება: 88 მილიონი დოლარი (2012 წლის მონაცემები).

ულტრათანამედროვე ბინა ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში მილიარდერ დიმიტრი რიბოლოვლიევის ქალიშვილმა 2012 წელს შეიძინა. 35-სართულიანი სახლის მობინადრეები არიან: დენზელ ვაშინგტონი, სტინგი, ცნობილი ბიზნესმენები და სპორსტმენები. 

„მაისონ დე’ლ ამიტე”

მფლობელი: დიმიტრი რიბოლოვლიევი (კაპიტალი – 9,1 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: პალმ-ბიჩი, ფლორიდა; ღირებულება: 95 მილიონი დოლარი.

შვილისგან განსხვავებით, რუსი ოლიგარქი ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, კერძოდ, მონაკოში, სადაც ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ფლობს. ნიუიორკულ ბინასთან ერთად, რიბოლოვლიევი ფლობს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ვილას ფლორიდაში. 15 საძინებელი, 8 აბაზანა-საპირფარეშო, ჩოგბურთის კორტი, აუზი და კოტეჯები სტუმრებისთვის – ეს ამ ვილის არასრული ღირსებების ჩამონათვალია.

„კენსინგტონ პალას გარდენი”

მფლობელი: ლაქშმი მიტალი (კაპიტალი – 16,1 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ლონდონი; ღირებულება: 90 მილიონი დოლარი (2004 წლის მონაცემები).

ინდოელი მილიარდერი ლაქშმი მიტალი ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე ფლობს ფეშენებელურ სახლს. მისი მეზობელი არაერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანია, მათ შორის, ამავე ქუჩაზე ცხოვრობს „ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი. ინდოელი მაგნატი მილიარდერების ქუჩაზე კიდევ ერთ სახლს ფლობს, რომლის ფასი, სხვადასხვა მონაცემებით, 222 მილიონი დოლარია.

„კენსინგტონ პალას გარდენი”

მფლობელი: რომან აბრამოვიჩი (კაპიტალი – 10,2 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ლონდონი; ღირებულება: 140 მილიონი დოლარი (2011 წლის მონაცემები).

ლონდონის მილიარდერების ქუჩაზე ბინადრობს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი. მისი 15-საძინებლიანი სასახლე   უზარმაზარი ბაღით, 2011 წელს 140 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა, სავარაუდოდ, ამჟამად სახლის ფასი გაცილებით მეტია. აბრამოვიჩის განკარგულებაშია საკუთარი ჩოგბურთის კორტი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და „ფერარის” მარკის ვინტაჟური ავტომობილების კერძო მუზეუმი.

„ბროკენ ო რენჩი”

მფლობელი: სტენლი კრონკე (კაპიტალი – 5 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ავგუსტა, მონტანას შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები; ღირებულება: 132,5 მილიონი დოლარი (მიახლოებითი ფასი).

მილიარდერ სტენლი კრონკეს რანჩო მონტანას შტატში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირირებულია. 123 ათას აკრ ფართობზე გაშენებულ რანჩოში 30-კილომეტრიანი მდინარე, ხორბლის მინდვრები და 4 500 სული საქონელია თავმოყრილი. სტენლი კრონკე ნაციონალური საკალათბურთო კლუბ „დენვერ ნაგითსის” მფლობელობით არის განთქმული.

„უან ჰაიდ პარკი”

მფლობელი: რინატ ახმეტოვი (კაპიტალი – 15,4 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ლონდონი; ღირებულება: 221 მილიონი დოლარი (2011 წლის მონაცემები).

უკრაინელი მილიარდერი და საფეხბურთო კლუბ „შახტარის” მფლობელი, რინატ ახმეტოვი, ლონდონის ცენტრში ფლობს ელიტურ საცხოვრებელ სახლს. „უან ჰაიდ პარკის” აპარტამენტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებლად ითვლება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი 67 ათასი დოლარიდან იწყება.  

„ფეირ ფილდ ისთეიტი”

მფლობელი: აირა რენე (კაპიტალი – 6,5 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: საგაპონაკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები; ღირებულება: 248 მილიონი დოლარი.

ამერიკელი ინვესტორი და ბიზმესმენი აირა რენე ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებელს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო საცხოვრებელი სახლი შეერთებულ შტატებში. ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, 250 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული ფეშენებელური სასახლე 29 საძინებლითა და 39 აბაზანით, ორი საჩოგბურთო კორტით, ბოულინგის ცენტრით, კალათბურთის დარბაზითა და რამდენიმე ათეული ბუხრით.

„ვილა ლეოპოლდა”

მფლობელი: ლილი საფრა (კაპიტალი – 1,2 მილიარდი დოლარი); მდებარეობა: ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი; ღირებულება: 750 მილიონი დოლარი (2008 წლის მონაცემები).

ფეშენებელური ვილა „ვილა ლეოპოლდა” 1902 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ თავის ფავორიტსა და მომავალ მეუღლეს, კაროლინა ლაკრუას აუშენა. ამ ვილაში გაიცნეს ერთმანეთი მონაკოს პრინცმა რენიემ და ჰოლივუდის ვარსკვლავმა გრეის კელიმ. ვილას ფლობს ბანკირ ედმონდ საფრას ქვრივი, ლილი საფრა. ვილა საფრანგეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული და მისი შეძენა რამდენჯერმა სცადა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ პროხოროვმა, თუმცა, უშედეგოდ.

„ანტილია”

მფლობელი: მუკეშ ამბანი (კაპიტალი – 21,5 მილიარდი დოლარი); მდებარეობა:  მუმბაი, ინდოეთი; ღირებულება: 1 მილიარდი დოლარი.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლი ინდოეთში, მუმბაიში მდებარეობს. 27-სართულიან ულტრათანამედროვე შენობას ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი. „ანტილია” დიდი ხანია, რაც ინდოეთის სავიზიტო ბარათად იქცა. ამ სახლის არსებობით ინდოელები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დგას.

P.S. მილიარდერების სახლების სიის გამოქვეყნებისას გვერდს ვერ ავუვლიდით ყველაზე მდიდარი ქართველის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახლს თბილისში, რომელიც ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს პროექტით არის აგებული. ფუტურისტული დიზაინით აგებული შენობის ფასი, უკანასკნელი მონაცემებით, 50 მილიონი დოლარია.

 

скачать dle 11.3