კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მდიდარი მსახურების ხიბლი

შუაში

 

მაშინ, როდესაც ჩვენი წინა ხელისუფლება იმით ამაყობს, რომ მმართველობის 9-წლიანი ციკლის განმავლობაში 14 ლარიანი პენსია მმართველობის დაისზე 125 ლარამდე გაზარდეს (იმის პარალელურად, რომ თავიანთ ჯიბეებში ხანდახან 100-ჯერ მომატებული ხელფასებიც კი ჩაიჩხრიალეს), ახალი კი 9 თვეში მის 150 ლარამდე გაზრდას, რაც მართალია, მართალია, არ ზეიმობს, მხოლოდ აღნიშნავს, საბანკო გიგანტი  „კრედიტ-სვისი“ გამოკვლევის ჩვენთვის გულისმომკვლელ შედეგებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც, ამ ჩვენს მრგვალ დედამიწაზე, რომელსაც მზე თანაბრად ანათებს,  ყველაზე მდიდრები შვეიცარიის მოქალაქეები არიან. ბანკის ანალიტიკოსებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ თითოეული შვეიცარიელი საშუალოდ 513 000 აშშ დოლარს ფლობს; მათ 110 000-ით ჩამორჩებიან ავსტრალიელები, რომლებსაც 380 000-ით კი ნორვეგიელები მისდევენ. 

ამის პარალელურად, ისიც გარკვეულა, რომ უმდიდრესი ქვეყნები ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, წყნარი ოკეანე – აზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში არიან განთავსებულნი. ყველაზე ღარიბები კი აფრიკაში, ინდოეთსა და ბოლივიაში სახლობენ: ამ უკანასკნელთა მოქალაქეებს, საშუალოდ, 5-5 ათასი აშშ დოლარი აქვთ.

იმ კვლევაში, რაკი კავკასია არც თავშია, არც ბოლოში, უნდა ვივარაუდოთ, რომ სადღაც შუის იქით უნდა ვიყოთ და, ვფიქრობ, იმის წყალობით, რომ ამ მშიერ ქვეყანაში მდიდარი ხელისუფალ-ნახელისუფლარნიც გვყავს და, არც ადგილზე გამდიდრებულ ბიზნესმენთა ნაკლებობას ვუჩივით.

აი, რა ხეირი მოაქვთ ღარიბი ხალხის მდიდარ მსახურებს! 

скачать dle 11.3