„პრ“-ჯაყო ¹2
გამჟღავნებული ხვაშიადი
თუმცა, ჯაყო ¹2 – „პრ.“ თიბილოვის განცხადებას, ჩემი უახლოესი მიზანი და ამოცანა რფ-სთან შერწყმააო, მოსკოვიდან ცივი წყალი გადაასხეს – ამ ეტაპზე ამ საკითხს არ განვიხილავთო, სამაგიეროდ, გულთბილად გამოეხმაურნენ იმავე „პრ.“-ის მეორე სურვილს (ეს უკანასკნელი ჯაყო მეორემ 15 ოქტომბერს გაამჟღავნა) – საბაჟო კავშირში „იუჟნაია ოსეტიას“ გაწევრიანებას.
ან კი როგორ არ გამოეხმაურებოდნენ, როდესაც რფ-ს უკრაინა ხელიდან უსხლტება და ამ ფონზე „იუჟნაია ოსეტიას“ სურვილს ოქროს ფასი ედება.
მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ ამ ჩვენს ცხინვალის რეგიონს იმ საბაჟო კავშირის დანარჩენი ორი წევრი – ბელორუსია და ყაზახეთი – არ აღიარებს, მეტიც, არც საწევროდ გამზადებული სომხეთი.
თუმცა, რუსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და, თუ საქმე საქმეზე მიდგება, სომხეთი თუ ბელორუსია (სავარაუდოდ, მათ არც ყაზახეთი ჩამორჩება) შეეცდებიან თავიანთი დასტურის მომგებიან პირობებზე გაცვლას. კერძოდ, „აღიარება კარგი საგანია სავაჭროდ და არავინ იტყვის უარს იმ ბონუსებზე, რაც, შეიძლება, მოუტანოს ასეთმა ნაბიჯმა.“
ერთი სიტყვით, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რამდენია ჩვენი გასაყიდი ფასი?!