კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადადასაოკებლები

ვინ, რატომ და რამდენიანით უნდა ისრიალოს

 

შესაძლოა, იმიტომ, რომ ცუდი მაგალითი გადამდებია, ან, იქნებ, იმის გამო, „უნახავმა რა ნახაო“, მაგრამ, ფაქტია, რომ ძველთა ტრადიცია ახალმა ჩინოვნიკებმაც შეისიხლხორცეს და თავიანთი თავები ძვირად ღირებული ავტომანქანებით დაისაჩუქრეს.

მათ მიერ ავტომანქანებში გადაყრილი ფული კი იმდენად თვალშისაცემი შეიქნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის გასულ კვირას გამართულ სხდომაზე სამსახურებრივი ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შექმნა (პათოსით: „მეშინია, ბატონო, არ გაგისკდეთ მუცელიო“).

როგორც განგვიმარტეს, ეს კონკრეტული სახკომისია მინისტრის მოადგილეებისა და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება და სწორედ ისინი განსაზღვრავენ, ვინ, რატომ, რამდენი და რა ღირებულების ავტოთი უნდა ისრიალოს.

მეტიც, თანამდებობის მიხედვით, ავტომანქანების ტიპი და კლასიც განისაზღვრება (თორემ, ხომ შეიძლება, ღმერთი გაუწყრეს ვინმეს და, რომელიმე თანამდებობის პირს მის თანამდებობაზე ნაკლები კლასისა და ტიპის ავტომანქანა შესთავაზოს?!). 

მოკლედ, ძველია თუ ახალია, პათოსი „კავკასიელი ტყვე ქალივით“, გნებავთ, ოკუპანტივით უცვლელია: õîðîøî æèòü åùå ëó÷øå!

скачать dle 11.3