კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენ ვიფრენთ

ანუ, ტემპში

 

დედაქალაქის საკრებულოში ისეთი ორომტრიალია, ერთი მხრივ, ყოფილი „ნაციონალი“ ახლანდელს არ აიყვანს, იმის შიშით, ხელში „მეოცნებე“ არ შემრჩესო; ხოლო, მეორე მხრივ, საკრებულო და მერია დანასისხლად არიან. მაგრამ,  სამაგიეროდ, დედაქალქის მერია აღმშენებლობის ტემპს არ აგდებს: აქეთ – ავტობუსების შესყიდვაზე აცხადებს ტენდერს (შემთხვევით ვისარგებლებ და აქვე შევთხოვ: ახლა მაინც შეარჩიეთ ვენტილაციიანი ავტობუსები), იქით – ახალი საბაგიროს მშენებლობის იდეასაა შეჭიდებული.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგირო გზით ვარდების მოედნისა და მთაწმინდის პარკის დაკავშირებას აპირებენ, რაც 10 მილიონი ლარი დაგვიჯდება, თუმცა, ჩვენ რა, ბიუჯეტს დაუჯდება.

მეტიც, საბაგიროს მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ნოემბრიდან შეუდგება და, უკვე ისიც ცნობილია, რომ მისი სიგრძე 1 022 მეტრი იქნება, მგზავრებს კი 8-ადგილიანი 21 გონდოლა მოემსახურება.

წინასწარივე მონაცემებით, მშენებლობა 9 თვეში უნდა დასრულდეს. იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემა უამრავია, საბაგირო კი გვაქვს (პრასის არ იყოს), კიდევ ერთი წამოწყება, სავარაუდოდ, მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პრიზმაშია (როდესაც ჩვენი პოლიტელიტა „საქმენი საგმირონიათი“ კიდევ ერთხელ გაგვიხვრეტს ყურებს).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საბაგირო იქ, ზემოთაა; აქ, ქვემოთ კი – ავტომანქანებით გადაჭედილი ქუჩებია, იქნებ, ამ საბაგიროს მშენებლობაზე  არ შევჩერებულიყავით და თბილისის ცა, საერთოდაც, საბაგიროებით დაგვექსელა: ამ ცოდვილი მიწისგან შორს ვიქნებოდით, თანაც, ვიფრენდით.  

 

скачать dle 11.3