კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

1513 წელს, როდესაც კახეთის მეფე ავ-გიორგი მიიცვალა, ქართლელებმა დრო იხელთეს და, შემოერთების მიზნით, კახეთი დაიკავეს. დაპყრობის განსამტკიცებლად კი ავ-გიორგის მემკვიდრის, ლევანის ხელში ჩაგდება იყო საჭირო. მაგრამ, კახელმა თავადებმა ლევანი გადამალეს და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ მის გასამეფებლად.

ლევანი იმალებოდა კახელი თავადის, გარსევან ჩოლოყაშვილის სახლში. ქართლის მეფემ, დავით მეათემ  (1505-1525), თავისი ძმის, ბაგრატ მუხრანბატონის მეთაურობით, დელეგაცია გაგზავნა და ლაშქარიც გააყოლა – თუ მშვიდობიანად ვერ მოგვარდებოდა, საქმე ძალას უნდა გადაეწყვიტა. 

გარსევანმა სტუმრები პატივით მიიღო და პურობაც გაუმართა. ლევანიც იქვე ტრიალებდა – მერიქიფის ტანსაცმელში გამოწყობილი, სტუმრებს ღვინოს უსხამდა. 

ბოლოს სტუმრებმა გარსევანს მიმართეს: პატიოსანი კაცი ხარ, ვიცით, ლევანი თქვენთანაა და გადმოგვეცითო.

ჩოლოყაშვილმა ხერხი იხმარა – ალავერდის ხატზე დაიფიცა: „რაოდენიცა თქვენ ჩემსა სახლში არ იხილენით და რაც თქვენმა თვალმა არ ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არც დიდი კაციშვილი და არც ცოტაი“.

***

ერთი მოხელე ჩიოდა:

– მე აქ, თქვენში, თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვწვალობ, თქვენთვის ვიტანჯები და თქვენ კი არ მაფასებთო.

– როგორ არა, – მიუგო აკაკიმ, – მეტი არა შეგვიძლია რა და, ღმერთს კი ყოველდღე ამას ვეხვეწებით: „ყოვლად შემძლებელო, ნუ სტანჯავ ამ კაცს უბრალოდ ჩვენთან, შენ მოუმართე ხელი და, საიდანაც მოსულა, იქვე წაიყვანეო“.

***

ერთხელ აკაკის უთხრა ერთმა ძველი თაობის კაცმა:

– ათასიც რომ გვაგინოთ, ისევ თუ რამე ვართ, ჩვენა ვართ!.. უჩვენოდ თქვენ არად ივარგებთ. ჩვენ რომ მოვკვდებით, თქვენ მშრალზე დარჩებითო.

– მადლობა ღმერთს, – მიუგო აკაკიმ, – ახლა თქვენთან, თქვენის წყალობით, ჭენჭყოში ვართ და მაშინ კი მშრალში ვიქნებითო.

***

ერთხელ ნიაზ დიასამიძემ ქართლოს კასრაძეს უთხრა: ბიჭო, სადაც შეხვედი, ყველაფერი დაიშალა (გულისხმობდა ანსამბლებს) და, მოდი, რა, კომპარტიაშიც შედიო.

скачать dle 11.3