ანეკდოტები
– ჩიტმა ამბავი მომიტანა‚ რაღაც სისულელეებს ეწევაო...
– მამი‚ მგონი‚ შენ ეწევი რაღაც სისულელეებს‚ ჩიტებთან დაგიწყია ლაპარაკი...
***
სამშობიაროში გვერდიგვერდ ორი ახალშობილი წევს.
– შენ გოგო ხარ თუ ბიჭი? – ეკითხება ერთი მეორეს.
– არ ვიცი...
– ფეხები ააფართხალე‚ სახვევი ჩაიწევა და მე გეტყვი‚ ვინც ხარ... ჰო‚ ეგრე‚ ცოტა კიდევ... ბიჭი ხარ!
– როგორ გაიგე?
– ცისფერი „ნასკები“ გაცვია...
***
– ალო‚ მილიციის განყოფილებაა? რომელი საათია?
– ღამის თორმეტი საათი.
ხუთი წუთის შემდეგ:
– ალო‚ მილიციის განყოფილებაა? რომელი საათია?
– ახლახან არ დარეკეთ?
– მერე რა‚ მე ზუსტი დრო მჭირდება.
– 12 საათი და 5 წუთი.
ხუთი წუთის შემდეგ ისევ ზარი:
– მოდი და წაიღე შენი კონფისკირებული საათი!
***
შუაღამეა. მარო მიხოს აღვიძებს:
– გაიღვიძე‚ კაცო‚ გამიარა თავის ტკივილმა!
***
– შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ‚ მხიარული‚ ლამაზი...
– ვიცი‚ მაგას მხოლოდ ერთი რამისთვის მეუბნები...
– ოჰო‚ ჭკვიანიც ყოფილხარ!
***
ბავშვები ფილმებს არჩევენ:
+18 – საინტერესოა;
+16 – შეიძლება ნახვა;
+12 – ნაგავია...
***
ბიზნესმენი ცოლს ურეკავს‚ გავკოტრდიო. სახლში მისულს‚ ცოლი სახლში არ დაუხვდა და, როგორც იტყვიან‚ სახლი გაფხეკილია.
– ჯანდაბამდე გზა ჰქონია‚ რაში მჭირდება... თურმე, იუმორი საერთოდ არ ესმის...
***
მამაკაცი აფთიაქში შედის.
– ქალებისთვის „ვიაგრა“ ხომ არ გექნებათ?
– ჩვენ – არა... აი‚ მეზობლად საიუველირო მაღაზიაა და, შეიძლება, იქ შეგირჩიონ....
***
პატრული მანქანას აჩერებს‚ ათვალიერებს...
– საბარგული ახადეთ! ეს რა არის?
– ეს? გვამია...
– მეც კარგად ვხედავ‚ რომ გვამია... აფთიაქის ყუთი სად გაქვთ?
***
– თავისუფალი ხარ‚ ხვალიდან ჩვენთან აღარ მუშაობ! – ეუბნება ძიძას დიასახლისი.
– იცით‚ მე თქვენზე გემრიელ კერძებს ვამზადებ‚ თქვენმა ქმარმა მითხრა...
– არ მაინტერესებს‚ დატოვეთ ჩემი სახლი!
– ისე‚ ლოგინშიც თქვენზე უკეთესი ვარ...
– ესეც ჩემმა ქმარმა გითხრა?!
– არა‚ თქვენმა მძღოლმა...
***
თითქმის ყველა ქეიფი იწყება სიტყვებით: „რას ამბობ‚ ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი“...
***
– არა, მიხო‚ თავი მტკივა ძალიანა...
– კარგი‚ მაყვალასთან გადავალ‚ ანალგინ გამოვართმევ‚ ნახევარ საათში დავბრუნდები...