კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მყიფე აკრილისა და პოლიკარბონატის მასალისგან დაამზადეს გამჭვირვალე შუშა, რომელიც ერთი მხრიდან ტყვიას არ ატარებს, მეორე მხრიდან კი – თავისუფლად შეგიძლია, მიზანში ამოიღო და გაანადგურო თავდამსხმელი.

* 1911 წელს რეაქციულ გაზეთში „ახალი დრო“ გამოაქვეყნეს პოლიტიკური მოღვაწის, კადეტების ლიდერის, ვლადიმირ ნაბოკოვის, როგორც პორნოგრაფიული რომანების ავტორის კარიკატურა. მოგვიანებით, მისი შვილის წიგნი – „ლოლიტაც“ პორნოგრაფიულ რომანად გამოაცხადეს.

* ბერმუდული საფეხბურთო კლუბი „რობინ ჰუდი“ ხშირად იქცევა, როგორც ცნობილი გმირი – ქულებს ართმევს ძლიერებს – „მდიდრებს“ და აძლევს სუსტებს – „ღარიბებს“. ლაპლანდიის დედაქალაქ როვანიემის საფეხბურთო კლუბი „სანტა კლაუსი“ კი, რომლის სიმბოლიკაში წითელი ფერი ჭარბობს, სეზონის ბოლოს, შეიძლება, შეგნებულად არა, მაგრამ მაინც მოწინააღმდეგე გუნდებს „ჩუქნის“ ქულებს.

* ერთ-ერთ ინტერვიუში კალათბურთელი კორი ჰიგნესი ამბობდა, რომ გაიზარდა ნამდვილ ვარსკვლავურ ოჯახში: მამამისი NBA-ში თამაშობდა, დედა კი მუშაობდა… „ნასაში“.

* ერთ-ერთი დიზაინერული გადაწყვეტილებით, საბავშვო ოთახისთვის, ცნობილი კომპიუტერული თამაშის, „სუპერმარიოს“ სტილია გამოყენებული: ცისფერ კედლებზე აგურის სტილიზებული თაროებია განთავსებული.

* „LOVE IS“ – „სიყვარული არის“ – ასე დაარქვეს საღეჭ რეზინს, რომელშიც ორი ხილის, მაგალითად, ბანანისა და მარწყვის, ან, ალუბლისა და ლიმონის გემოა შერწყმული და სიმბოლურად სიყვარულს გამოსახავს.

* ოსტანკინოს კოშკი 1967 წლის დეკემბერში ჩაბარდა საექსპლუატაციოდ, თუმცა, მოსახლეობა მის ახლოს გავლას ერიდებოდა და ერთი კილომეტრით უვლიდა გარს შიშით, ეს ნახევარკილომეტრიანი კოშკი არ წაქცეულიყო. სწორედ ამავე მიზეზით, მისი შემქმნელები მხოლოდ სამი წლის შემდეგ – 1970 წელს დააჯილდოვეს ლენინური პრემიით.

* მუსიკალური ჯგუფი One Day ორ ნაწილად გაიყო. თითოეული ჯგუფის სახელი სულ ორი ასოსგან შედგება – AM და PM, რაც, შესაბამისად, ნიშნავს: „შუადღემდე“ და „შუადღის შემდეგ“.

* ქალაქ ნანტში საგამოფენო პარკს „ექსპონანტი“ ჰქვია.

* პრინცესა დიანამ გადაწყვიტა, მამამისისთვის პატივი ეცა და შვილისთვის მისი სახელი ჯონი-იოანე დაერქმია. თუმცა, დედოფალმა ელიზაბეთმა უარი თქვა ამ „იდეაზე:” ტრადიციის მიხედვით, „ჯონ უმიწაწყლო” იმდენად უიღბლო პოლიტიკოსი იყო, რომ მას შემდეგ სამეფო კარზე არც ერთი მემკვიდრისთვის ეს სახელი არ დაურქმევიათ.

скачать dle 11.3