ბრძნული აზრები
ჟორესი: წარსულიდან ჩვენ ფერფლი კი არა, ცეცხლი უნდა ავიღოთ.
მაკიაველი: ჭკუა სამი სახეობისა არსებობს: პირველი ყველაფერს თვითონ აღწევს, მეორეს შეუძლია მიხვდეს იმას, რასაც პირველმა მიაღწია, მესამე თვითონ ვერაფერს აღწევს და სხვის მიღწეულსაც ვერ ხვდება.
ლაროშფუკო: ხასიათის სისუსტე ერთადერთი ნაკლია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.
სენეკა: ზოგიერთი წამალი ავადმყოფობაზე უფრო საშიშია.
ჰიპოკრატე: საწინააღმდეგო საწინააღმდეგოთი განიკურნება.
რიუნოსკუ: სიყვარული პოეტურად გადმოცემული სქესობრივი გრძნობაა.
პუშკინი: ვისაც ერთხელ უყვარდა, მას აღარ შეუყვარდება.
ბერნარი: მხოლოდ საკუთარი თავის დახარჯვით ხდება ადამიანი მდიდარი.
ვალზერი: ყველაზე იოლი საკუთარ თავზე შეყვარებული კაცის მოტყუებაა.
სპინოზა: ადამიანის არსი სურვილებში გამოიხატება.
ბლეიკი: ერთი სულელის მიერ ჭაში ჩაგდებულ ქვის ამოღებას ასი ბრძენი ვერ შეძლებს.
შაზი: ბრძენი უნდა მიდიოდეს სულელთან, სხვარიგ ნაყოფს არ მოგვცემს სიბრძნე; განა სულელი თვით წავა ოდესმე ბრძენთან.
პლატონი: ბრიყვი ორი ნიშნით შეიძლება გამოვიცნოთ: ის ბევრს ლაპარაკობს მისთვის უსარგებლო საგნებზე და გამოთქვამს აზრს, რის შესახებაც არ ეკითხებიან.
აზადი: თუ თქვენ დაეუფლეთ იმ ხელოვნებას, რომ ყოველი წამის გაელვებით გახარებული ხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე ბევრი რამ ისწავლეთ.
ჰაიდეგერი: რაც უფრო ძლიერია სიხარული, მით უფრო სუფთაა მასში მთვლემარე მწუხარება. რაც უფრო ღრმაა მწუხარება, მით უფრო გამომწვევია მასში დასადგურებული სიხარული. მწუხარება და სიხარული ერთიმეორეში გადაედინებიან.
ლესინგი: სიხარულის მოლოდინშიც სიხარულია.
ჰიუგო: სიძულვილი პატიებით მარცხდება.
არჩილი: რაც არ მაქვს, ის მინდა; რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა.
ტოლსტოი: რაც წარსულშია, სასიამოვნოა, რაც შორს არის, სასურველია.
დოსტოევსკი: როცა არაფერი გაოცებს, სიბრიყვის ნიშანია და არა ჭკუისა.
ციცერონი: ფრთხილი მოქმედება უფრო საჭიროა, ვიდრე გონივრული განსჯა.
ლაბრიუერი: ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.
ლერმონტოვი: და თუ გადაწყვეტთ თამაშობდეთ მუდამ მოგებით, დაგმეთ ოჯახი, სინდისი და მეგობრები.
ნოვალისი: იქცე ადამიანად – ეს არის ხელოვნება.
მონტესკიე: ადამიანი, რომელიც ცოტას საქმიანობს, მეტისმეტი ყბედია, ვინც ცოტას ფიქრობს, ის ბევრს ლაპარაკობს.
ლეოპარდი: ადამიანები საქმით ძირს უთხრიან თავიანთ მსგავსთ, სიტყვით კი ცაში აჰყავთ ისინი.
მელიხანი: ისეთი მამაკაცის ამოცნობა, რომელსაც ბევრი ქალი ჰყავს, შეუძლია მხოლოდ იმ ქალს, ვისაც ბევრი მამაკაცი ჰყავდა.
ჰარტმანი: მამაკაცების ბრალია, ქალებს საკუთარი თავი რომ არ უყვართ.