კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს აკუმულატორი მოიპარე, ამხელა სროკი რომ აგკიდეს?

– არა. უბრალო აკუმულატორი იყო, „ვოლგის“. უბრალოდ, რაიკომის მდივნის მანქანიდან ამოვიღე, – მიუგო თედომ რუბენას, მან კი უთხრა:

– სხვა მაშინა ვერ ნახე? რაღა რაიკომის მდივნის „ვოლგას“ დაეტაკე?

– მაგათი გამწარება მინდოდა და იმიტომ.

– რა გამწარება, ერთი კარგად გაგვაგებინე.

– რა და, იმ რაიკომის მდივნის შვილმა ჩემი შეყვარებული მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. მე კი ქორწილის დღეს „ვოლგიდან“ აკუმულატორი მოვპარე, რომ გამემწარებინა.

– მერე, სხვა მაშინას ვერ ნახავდნენ? თუ შეყვარებული მოგტაცა და გამწარება გინდოდა, მაშინ აკუმულატორი კი არ უნდა მოგეპარა, ის ბიჭი უნდა დაგებრიდა.

– კაცი მომეკლა, მაშინ ეკას გავაუბედურებდი და არ მინდოდა ამის გაკეთება, – ალალად თქვა თედომ.

– ჰოდა, რომ არ გინდოდა, ათი წელი ტუფტაზე აგკიდეს და გაგაციმბირეს. მესმის, რამე დიდი საქმე გაგეკეთებინა, შენ კი „ვოლგის“ აკუმულატორი ისუხარე და სულ ეგაა, – ისე უთხრა რუბენამ თედოს, თითქოს თვითონ ინდაურის ქურდობისთვის კი არ წასულიყო პირველ სროკზე, არამედ „ფორტ ნოქსის“ (ამერიკის ოქროს მარაგი) ძარცვისთვის.

– გავუძლებ. ათი წლის მერე გავალ და დავუმტკიცებ, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენ.

– რას იზამ, ყველას დაბრიდავ?

– დაბრედვით არ დავბრიდავ, სხვა რამეს მოვიფიქრებ.

– რაღა ათი წელი უნდა ელოდო, როცა შეგიძლია, ბევრად ადრე გახვიდე აქედან.

რუბენას სიტყვები ბოროტი „კამერული“ ხუმრობა იყო, რომლითაც ხშირად ერთობიან ხოლმე პატიმრები. ამჯერად ეს ყველაფერი ჩემს გასაღიზიანებლად იყო მოფიქრებული და მივხვდი, რუბენა მე მიმიზნებდა.

– ადრე როგორ უნდა გავიდე აქედან?

– ძალიან ადვილად. ციხის უფროსის სახელზე განცხადებას დაწერ, რომ რაიკომის მდივნის „ვოლგიდან“ აკუმულატორი არ მოგიპარავს და მოწმეებად ჩვენ მოგვიყვან. გაიმართება ახალი სასამართლო. ყველას შეგვეკითხებიან, ჩვენ კი დავადასტურებთ და გაგიშვებენ.

– მართლა? – თვალები გაუბრწყინდა თედოს.

– რა თქმა უნდა, – თქვა რუბენამ, თედოს ქაღალდი და კალმისტარი დაუდო წინ და დააყოლა, – დაწერე, ნადზორს დაუძახე და ციხის უფროსთან შეიტანს, სამ დღეში პასუხს მიიღებ, ერთ კვირაში ახალი სასამართლო გაიმართება და მაქსიმუმ, ერთ თვეში, უკვე სახლში იქნები.

მსგავსი ხუმრობები, ბადრაგის მხრიდან პატიმრის შეურაცხყოფით მთავრდებოდა ხოლმე. ზოგჯერ კი საქმე უფრო რთულდებოდა და თუკი გაბითურებული პატიმარი ბოროტი ხუმრობისთვის პასუხს მოითხოვდა, მას ბევრად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ. სწორედ ამ მიმართულებაზე იყო გათვლილი რუბენას სვლა. ინდაურის ქურდი, ყველა შემთხვევაში, მოგებული რჩებოდა და მე ვრჩებოდი მინუსში. ეს კი იმიტომ, რომ თედო ერთგვარად ჩემი პროტეჟე იყო და მისი გაბითურება და დამცირება ჩემი დამცირებაც იყო. როდესაც თედომ განცხადების წერა დაიწყო, მაშინ რომ დამეშალა ეს მისთვის, კოლეგებთან მომივიდოდა კამათი და ყველაზე მეტად ეს რუბენას აწყობდა. ამიტომ, თავი შევიკავე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. თედომ წერა რომ დაასრულა, ნადზორი იხმო და ციხის უფროსთან განცხადების მიტანა დაავალა, მისგან ტრადიციული შეურაცხყოფა მიიღო. თედო ჯერ გაშრა და ხმის ამოღება ვერ შეძლო. შემდეგ კი ნადზორს შეურაცხყოფითვე უპასუხა და პატიმრებისკენ შემოტრიალდა, რუბენას შეხედა და გაურკვევლად გაეცინა. ბოლოს ნარზე წამოწვა და ხმა აღარ ამოუღია.

ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი არაფერი მომხდარა, მაგრამ მთელი საკანი მიხვდა, რომ ასეთი საქციელით რუბენამ მე დამამცირა და სწორედ ამ დროს ვინატრე ხუჭუჭა. ის რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყო, რუბენას შეიძლება, საერთოდ ვერ გაებედა თედოსთვის ასეთი რამ. ხოლო, რომც გაებედა, ზურიკო ყიფიანი მას ისეთ საშინელებას გაუკეთებდა, რუბენასგან არაფერი დარჩებოდა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ არც რუბენასი შემშინებია და არც სხვა ქურდების. უბრალოდ, გართულებას მოვერიდე. სამი დღის მერე კი ეტაპით ზონაში გამიშვეს და ეს ისტორია ღრმად ჩამრჩა გულში. გავიდა წლები, მორიგ სროკზე წავედი. კვლავ რუსეთში მომიწია ჯდომა და ისევ ციმბირში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში შემასახლეს. ზონაში რომ ფეხი შევდგი და ჩემიანები მოვიკითხე, ნაცნობ ხმას მოვკარი ყური: 

– კობრა, ძმაო, როგორ ხარ?

მარცხნივ გავიხედე და შევცბი. ჩემ წინ თედო იდგა. თუმცა, საგრძნობლად შეცვლილიყო, რაც ლაპარაკშიც ეტყობოდა და გარეგნობაზეც.

– ვაა, თედო, ძმაო, როგორ ხარ? – გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა, გადავეხვიე და ვკითხე, – აკუმულატორის სროკიდან არ გათავისუფლდი?

– მის მერე ერთი პაბეგი და ორი სროკი ავიკიდე. თხუთმეტი წელი გავიდა, თანაც, უკვე ხუთი წელია, რაც თქვენი ძმა გავხდი.

– ქურდი ხარ? – წამომცდა მოულოდნელად. შემდეგ გამეღიმა, მხარზე დავარტყი ხელი და ვუთხარი, – ბოდიში. არ ვიცოდი.

– ეგ არაფერი. როგორ ხარ?

– თედო, ძმაო, ეს წლები გველის ნაკბენივით მახსოვდა რუბენას საქციელი და ბოდიშს გიხდი, რომ მაშინ ვერაფრით დაგეხმარე, – ვუთხარი თედოს. მას კი ჩაეცინა და მითხრა:

– ტყუილად მიხდი ბოდიშს. მაგ ინდაურის ქურდმა საკადრისი მიიღო და თავი ნაპოლეონი რომ ეგონა, სიბერეში საქათმეში ამოხდა სული.

– საქათმეში?

– აბა, რა, სწორედ საქათმეში. მეც გველის ნაკბენივით მახსოვდა, რუბენამ რომ განცხადება დამაწერინა. სიმართლე გითხრა, მაშინ რომ გავბითურდი, სწორედ მას მერე გადავწყვიტე ქურდობა.

– გადაწყვიტე და შეასრულე კიდეც. ყოჩაღ ძმაო! მერე?

– მერე ის, ჩემო კობრა, რომ ორი წლის წინ რუბენა მაგადანის ციხეში შემხვდა. მე ეტაპს ველოდებოდი, ის კი კრისასავით კამერაში იყო გამომწყვდეული და ვერ ისვენებდა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ. მე ეგრევე მიცნო და რომ გაიგო, ქურდი ვიყავი, როგორც ეტყობა, შეეშინდა და პადხალიმობა დაიწყო.

– შეეშინდა?

– ჰო, ჩემო კობრა, შეეშინდა და სწორედაც შეეშინდა. სული ტკბილია და სიკვდილი არავის უნდა, მით უმეტეს, მასეთ კრისებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავი ისე დავიჭირე, ვითომ ძველი ამბავი არ მახსოვდა. რუბენა ერთხანს ჭკვიანად იყო, შემდეგ გათამამდა და ძველებურები დაიწყო. ერთი პატარა ბიჭის დაჩმორება მოინდომა, რომელიც ბინის ქურდობაზე იჯდა და რვაწლიან სასჯელს იხდიდა, თანაც ქურდობა უნდოდა. ის ბიჭი წინასწარ, რუბენასგან ფარულად მყავდა დამუშავებული და შესაფერის მომენტს ველოდი. რუბენამ ეს რა იცოდა, თორემ ბიჭს სათოფეზეც არ გაეკარებოდა. ერთ დღეს მან ბიჭს კრისული ზახოდები დაუწყო და განცხადების დაწერა რომ შესთავაზა, როგორც მაშინ მე, ბიჭმა აუღელვებლად უთხრა:

– ძია რუბენ, თქვენზე ასაკით ბევრად პატარა ვარ, მაგრამ იმდენი კი ვიცი, ასეთ ხუმრობაზე არ წამოვეგო. ბოლო-ბოლო, ქურდობა მინდა და ქურდობაზე ვზივარ, ბაითის გატანაზე და ინდაურის ქურდობაზე ხომ არა?..

„ინდაურის ქურდობა“ მთელ ამ ბაზარში მთავარი ფრაზა იყო და სწორედ ამაზე ავარდა რუბენა. ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა, ხელიც კი გაარტყა და ბოლოს საქათმითაც დაემუქრა. თუმცა, იქვე ქურდული სხოდკა ჩავატარეთ, რუბენას საქციელი გავარჩიეთ, გავამტყუნეთ და ამხელა კაცს ტიტული ავყარეთ. მან კი, ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა დაიწყო, რათა ჩვენთვის აბაროტი აეღო. ჩვენ კი ესეც დავუმტკიცეთ და ისეთი ბუნტი ავტეხეთ ციხეში, რომ ციხის ადმინისტრაცია ვაიძულეთ, საქათმეში შეეგდო ის ნაბოზარი. აქ კი მას გამწარებულმა პატიმარმა ქათმებმა მიხედეს და ორ კვირაში გამოუყვანეს წირვა.

„ესეც შენი ხუჭუჭა. ეს ბიჭი, მე მგონი, ზურიკო ყიფიანზე უარესი თუ არ არის, ბევრად არ ჩამოუვარდება“, – გავიფიქრე გუნებაში, თედოს კი ვუთხარი:

 – ღირსია და თავის თავს თვითონ გაუჩალიჩა იმ ბებერმა კრისამ. არ მეცოდება.

– არც მე, – თქვა თედომ, რომელსაც თვალები უელავდა და ეტყობოდა, არავის დაინდობდა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა.

– თედო, ძმაო, იმ რაიკომის მდივნისთვის ხომ არ აგიღია აბაროტი?

ჩემს სიტყვებზე თედოს სახე შეეცვალა და ისევ იმ თედოს დაემსგავსა, პირველად რომ ვნახე. მან თავი გააქნია და მითხრა:

– არა, კობრა, ძმაო, არა. ის გოგო მე დღემდე მიყვარს და მისი გაუბედურება რომ მდომოდა, მაშინ მართლა დავხოცავდი მათ, აკუმულატორს კი არ მოვპარავდი.

– მართალი ხარ, ჯიგარი ხარ, – მივუგე თედოს, რომელიც დღესაც ცოცხალია და კვლავ ქურდის სტატუსს ატარებს, მაგრამ თანამედროვე რელსებზეა გადასული, უცხოეთში ცხოვრობს და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების მეთაურია.

სანამ ბოლო სროკზე ყოფნისას თბილისში გადმომაგზავნიდნენ, თედომ მოსკოვის ბუტირკაში დიდი გრევი შემომიგზავნა. ტელეფონითაც დამირეკა და კარგა ხანს მელაპარაკა. მან თავისი პაძელნიკობა შემომთავაზა და მითხრა, ჩემთან წამოგიყვანო, მაგრამ მე მადლობა გადავუხადე და დელიკატური უარი ვუთხარი…

თედოსი არ იყოს, კრიმინალური სამყაროს უმეტესობა თუ არა, ნახევარი მაინც გაუაზრებლადაა, ამ სფეროში მოხვედრილი და არა იდეურად, როგორც მე, ყბედალო, ბერძენა და სხვა ჩვენნაირები. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, მაინცდამაინც სხვებზე მაგარი ვარ და მეტი უფლებები მაქვს-მეთქი, მაგრამ ის სიმართლეა, რომ სულით ვარ ქურდი და ქურდობა ჩემთვის ბიზნესი არაა…

თედო და სხვა ბევრი მისნაირი, გამომდინარე მათი ხასიათიდან, ისევე წარმატებულად შეიძლება გამოსულიყვნენ კარგი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, პოლიციელები ან სხვა სფეროს მეთაურები, მე და ჩემნაირები კი მხოლოდ ქურდებად თუ გამოვდგებით და სხვა სფეროში ვერაფერს მივაღწევდით. ეს კი იმიტომ, რომ მე და ჩემნაირებს  მხოლოდ და მხოლოდ იდეა გვამოძრავებდა, თედოსა და მისნაირებს კი პიროვნული ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ამიტომაცაა, მათთვის ასეთი სწრაფი და უმტკივნეულო ტრანსფორმაცია. ქურდს, ისევე, როგორც ნებისმიერ ექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, უეჭველად უნდა შეეძლოს გარემოსთან შეგუება, რომ გადარჩეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს იდეურობის ხარჯზე. დავუშვათ და ქურდი წითელ ზონაში მოხვდა, ის, რა თქმა უნდა, არ უნდა შეეგუოს ამ მდგომარეობას, ბოლომდე უნდა იბრძოლოს და თავიც კი გასწიროს, თუ სხვა გზა არ არსებობს. ნაკლებად ექსტრემალურ გარემოში თუ მოხვდა და მოლაპარაკების გზით, ღირსების შეუბღალავად, სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ეს შანსიც უნდა გამოიყენოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, როდესაც გავლენის სფეროების გადანაწილება დაიწყო, იმის მაგივრად, რომ ქურდებს ერთიანი პოზიცია დაგვეკავებინა და გარდაქმნებს ღირსეულად დავხვედროდით, ჩვენი საძმოს მრავალმა წარმომადგენელმა იდეას უღალატა, მაფიოზური გზა აირჩია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ… ანუ, ქურდულ სამყაროდ წოდებული, ჭრელი კრიმინალური გარემო, სადაც ნეპმანელ ქურდებს ყოველდღიურად ავიწროვებენ და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ქურდული სამყაროსგან მხოლოდ ძველი სახელიღა დარჩება. ასეთი სტატუსის ჩამოყალიბებას კი ცნობილი ნეპმანელი ქურდების მოშორება დასჭირდა, რომელთა შორის მთავარი, რა თქმა უნდა, ვასია ბრილიანტი იყო. მისმა იდუმალმა სიკვდილმა „ბელი ლებედში“, რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნათ ხელები მაფიოზური წყობის ქურდებს და თავიანთი ბიზნესის აწყობას მიჰყვეს ხელი, რაც საკმაოდ წარმატებითაც განახორციელეს. მახსოვს, ბრილიანტი რომ დავასაფლავეთ, ერთ-ერთმა, ამჟამად უკვე მოკლულმა ქურდმა, ყველას გასაგონად ფიცი დადო მის საფლავზე, რომ ძია ვასიას ნეპმანურ კურსს არასდროს გადაუხვევდა და სიცოცხლესაც კი გასწირავდა ქურდული იდეისთვის, როგორც ეს თავად ბრილიანტმა ქნა. მაგრამ სინამდვილეში რა გამოვიდა? რა და, ამ კავკასიური წარმოშობის უდიდესმა ავტორიტეტმა, რომლის ვინაობის დასახელება არ მინდა, სულ მალე უმძლავრესი კრიმინალური დაჯგუფება ჩამოაყალიბა და მსხვილ ბიზნესს დააჯდა, ქურდულ ობშჩიაკს უგანა და საკუთარი ობშჩიაკი შექმნა, რომელსაც ფორმალურად ქურდული ერქვა, სინამდვილეში კი, საკუთარ ჯიბეს ისქელებდა. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ კავკასიური კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთს ჯერ რუსეთში დაეტაკნენ და იქ სისხლის ზღვა დააყენეს, შემდეგ ეს ომი ევროპაშიც გაგრძელდა. ამასობაში კი მრავალი მათი მეთაური დაქირავებული მკვლელის ტყვიას შეეწირა და პოსტსაბჭოთა კრიმინალური სამყარო მეოცე საუკუნის ოციანი წლების ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს დაემსგავსა.

დღესდღეობით, სიტუაცია ბევრად სტაბილურია და ნაკლები სისხლიც იღვრება, მაგრამ დაჯგუფების ლიდერებს დღესაც ხოცავენ და მართალია, გავლენების ძირითადი სფეროები უკვე მყარადაა გადანაწილებული, მაგრამ კრიმინალური სამყარო მაფიოზური კანონებით ცხოვრობს და ამას ყოველთვის სისხლი ახლავს თან. მართალია, საბჭოთა პერიოდშიც იღვრებოდა სისხლი, მაშინაც კლავდნენ ხალხს, მათ შორის ქურდებსაც, მაგრამ მაშინ ქურდს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ამ სამყაროში, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა და ბევრად სტაბილური და სამართლიანი გარემო სუფევდა. მაშინ, ყველაფერს ქურდული სხოდკა წყვეტდა, რომლის გადაწყვეტილებასაც წყალი არ გაუვიდოდა და აუცილებლად შესრულდებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო იყო დარჩენილი, როდესაც მოსკოვში გრანდიოზული ქურდული სხოდკა შეიკრიბა.

სხოდკას სამასი ქურდი ესწრებოდა. ჩვენ მუსიკალური სკოლის კლუბში შევიკრიბეთ და ორი დღის განმავლობაში ვბჭობდით იმის შესახებ, აგვებუნტებინა თუ არა საბჭოთა პატიმრები. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბერინგის ზღვაში, ერთ-ერთ კუნძულზე ქურდებისთვის სპეციალური კოლონიის აშენებას გეგმავდნენ, სადაც ყველა კანონიერი ქურდი უნდა შეეყარათ და ამგვარად მიეღოთ ჩვენთვის ბოლო. ეს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული პირველი პროექტი არ ყოფილა, თუმცა, ყველაზე სასტიკი და საშინელი, რადგან, ეს ადგილი ყველასა და ყველაფერს მოშორებულია და ისე მოგვიღებდნენ ბოლოს, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. სხოდკა ვასია ბრილიანტს მიჰყავდა. იმ პერიოდში ის სვაბოდაზე იმყოფებოდა და მასზე უკეთესად, აბა, ვინ გაუძღვებოდა ქურდების მთავარ ფორუმს. ძია ვასია, ამ ეტაპზე რადიკალური ზომების მოწინააღმდეგე იყო და შემოგვთავაზა:

– ძმებო! ბუნტი ყოველთვის ზღვა სისხლით მთავრდება და თუკი სხვა გზა არ მოინახა, მაშინ არც ამაზე დავიხევთ უკან. ახლა კი გთავაზობთ, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ სამდღიანი დაუმორჩილებლობით შემოვიფარგლოთ, თანაც მსუბუქ ფორმებში. როდესაც ექვსი მილიონი პატიმრიდან ერთი კაციც არ გავა სამუშაოდ და ამით სახელმწიფოს დიდი ფინანსური ზიანი მიადგება, ვფიქრობ, გადაიფიქრებენ ჩვენს ერთბაშად მოსპობას. წინააღმდეგ შემთხვეაში, ექვს მილიონ ადამიანს ავაბუნტებთ, ციხეს შიგნიდან  გავტეხთ და ჩვენს ძალას სრულად ვუჩვენებთ.

ვასია ბრილიანტს ყველანი დავეთანხმეთ. მეორე დღეს კი, დედამიწის ერთ მეექვსედზე მდებარე ყველა საპყრობილის ექვს მილიონზე მეტი პატიმარი ერთბაშად გაიფიცა და სამუშაოდ არავინ გასულა სამი დღის განმავლობაში. როგორც შემდეგ თქვეს, ამ სამდღიანმა პროტესტმა საბჭოთა ეკონომიკა თითქმის ოთხი მილიარდი მანეთით დააზარალა. თანაც, ყველამ დაინახა, თუ რა ძალა გვქონდა ქურდებს და კუნძულზე აშენებულ ზონაში სამხედრო ნაწილი განათავსეს. ჩვენს იქ შეყრასა და განადგურებაზე კი ხელი აიღეს. ამით მე იმას არ ვამბობ, რომ საბჭოთა მთავრობა შევაშინეთ. არა, უბრალოდ, მათ გონება გავულღვეთ, საღი აზრი გავუღვივეთ და სწორი გადაწყვეტილება მივაღებინეთ. მართალია, საბოლოო ჯამში, გავიმარჯვეთ, მაგრამ მთავრობამ სამაგიეროს გადახდა სცადა და ვასია ბრილიანტი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. თანაც, ძია ვასიას სველი იარაღი ჩაუდეს… სველი იარაღი ისეთ იარაღს ნიშნავს, რომლითაც მკვლელობაა ჩადენილი. ასეთი საქმის შეკერვით კი, ძია ვასიას მინიმუმ თხუთმეტი წლით მოაყუჩებდნენ. მილიციის ეს ნაბიჯიც უხეში შეცდომა იყო და არც ჩვენმა რეაქციამ დააყოვნა. ბრილიანტის აგდებიდან, სულ რაღაც თორმეტი საათის შემდეგ, მთელი ექვს მილიონიანი საბჭოთა საპყრობილე ერთდროულად გაიფიცა და ძია ვასიას გათავისუფლება მოითხოვეს. თან, ყველა საპყრობილის ყველა პატიმარი ერთბაშად, ერთ ხმაში ყვიროდა: „ბრი-ლი-ანტი გამ-მო-უშ-ვით“… როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ბრილიანტის დაპატიმრების ინიციატორი, მილიციის მაღალჩინოსანი გენერალი სამსახურიდან უპირობოდ გააგდეს, ძია ვასია კი, რა თქმა უნდა, გაათავისუფლეს…

მე, ბერძენა და კიდევ სამი ქურდი, მეორე დღესვე როსტოვში ჩავედით ძია ვასიას მოსანახულებლად. მან სათითაოდ გადაგვკოცნა, თავი გააქნია და გვითხრა:

– პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვიტყვი, რომ დღევანდელი საბჭოთა მთავრობა ახლოც კი ვერ მოვა სტალინის დროინდელ მმართველობასთან. ჯერ ერთი, რომ ჩვენთვის სასიკვდილო კუნძულის აშენება იყო შეცდომა. მერე კი, ჩემი ტუფტაზე დაპატიმრება.

ამ შემთხვევიდან მრავალი წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საარჩვევნო სისტემა ყალიბდებოდა, ძია ვასიას საპყრობილეში ერთი, ამჟამად რუსეთში ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, ვლადიმირის ცენტრალში გრევით ეწვია და უთხრა:

– ძია ვასია, დიდი ხანია, შენი პირადად გაცნობა მინდოდა და აი, სურვილიც ავისრულე.

ბრილიანტმა ახალმოსული ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ დიდ ყუთს დახედა და ჰკითხა:

 – ეს რა არის?

– გრევია, ძია ვასია. სიგარეტები, ჩაი, არაყი და ცოტა მოსაწევიც კი, – მიუგო ბრილიანტს ვიზიტიორმა.

– უბრალო კაცი არ ჩანხარ, რადგან ვლადიმირის ცენტრალში ჩემთან შეხვედრა მოახერხე, თანაც ასეთი გრევი მოიტანე.

– მართალი ხარ. უბრალო კაცი ნამდვილად არ ვარ, – თვითკმაყოფილებით მიუგო ძია ვასიას მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა, დამწყებმა პოლიტიკოსმა.

– მხოლოდ ჩემს გასაცნობად არ მოხვიდოდი აქ და რაღაც თხოვნა გექნება ჩემთან.

– ესეც მართალია.

– დამწყები პოლიტიკოსი ხარ?

– აბსოლუტურ სიმართლეს ამბობ, – გაეცინა ვიზიტიორს. ძია ვასიასაც გაეღიმა, სტუმარი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და უთხრა:

– გინდა, ვცადო, უფრო მეტის გაგება შენზე?

– აბა, მიდი, – აზარტულად მიუგო ვიზიტიორმა.

– შენი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ორმოციოდე წლის ხარ, ნავარჯიშევი და ჩემი აზრით, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდი, უფრო მილიციაში. რადგან აქ ასე იოლად მოახერხე შემოღწევა, თანამდებობის პირი იქნებოდი –  არანაკლები პოლკოვნიკზე, შეიძლება, გენერალიც კი.

ვიზიტიორმა ღიმილით გააქნია თავი და ძია ვასიას უთხრა:

– შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი განყოფილების უფროსად და რუსეთში ყველაზე ახალგაზრდა გენერალი გავხდი. ყოჩაღ, ძია ვასია. შენთან შერლოკ ჰოლმსი ახლოც კი ვერ მოვა.

– რადგან დამწყები პოლიტიკოსი ხარ, ხოლო ექვს თვეში კი არჩევნებია, მე იმისთვის გჭირდები, საარჩვევნო ხმების მოპოვებაში დაგეხმარო. რადგან „ემვედეს“ მაღალჩინოსანი იყავი, ალბათ, იცი, რომ „ზასტოის“ დროს ექვსი მილიონი პატიმრის გაფიცვა შევძელით. მართალია, ამჟამად მხოლოდ რუსეთზეა ლაპარაკი და აქ მხოლოდ ოთხი მილიონი პატიმარია, მაგრამ მათ ხომ უახლოესი ხალხიც ჰყავთ? შენ, ალბათ, ოთხი, როგორც მინიმუმ, ორზე გაამრავლე და რვა, უფრო სწორად რვა მილიონი ხმა ივარაუდე. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ პარლამენტში, ანუ „გოსდუმაში“ მინიმუმ, ოცდახუთი ადამიანი შევიდეს. აი, რისთვის მოხვედი ჩემთან, – თანმიმდევრულად, მშვიდი ტონით უთხრა ბრილიანტმა ვიზიტიორს და „პრიმა“ გააბოლა.

სანამ ძია ვასია ლაპარაკობდა, ვიზიტიორი გასუსული უსმენდა, თვალს არ წყვეტდა და სახეზე უკიდურესი გაოცება აღბეჭდოდა. ბრილიანტი რომ გაჩუმდა, ვიზიტიორი ნახევარი წუთი ხმას არ იღებდა, თითქოს ძალებს იკრებსო. შემდეგ წამოდგა, ხელები გაშალა, მხრები აიჩეჩა და ღიმილით უთხრა:

– შენ ნამდვილი წინასწარმეტყველი ხარ. თანაც, პოლიტიკაში ერკვევი. დიახ. სწორედ ამის გამო მოვედი აქ, ძია ვასია და გთხოვ, დამეხმარო. მე კი, ჩემი მხრივ, გპირდები, აქედან ზუსტად ერთ კვირაში გახვალ და არასდროს დაბრუნდები ციხეში. თანაც, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნები და არაფერი მოგაკლდება.

– არა! – მტკიცედ მიუგო ვიზიტიორს ბრილიანტმა, – მე ქურდი ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. თანაც, არც დროზე ადრე გათავისუფლება მსურს, არც ფუფუნება და კომფორტი.

ვიზიტიორი წამოდგა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, ძია ვასიას უთხრა:

– და, მაინც, იფიქრე ჩემს წინადადებაზე. ერთ კვირაში პასუხს ველოდები. მეტს ვერ მოვიცდი და უარის შემთხვევაში, სხვას მოვძებნი. მართალია, არა შენნაირ დიდ ავტორიტეტს, მაგრამ პარლამენტში შესასვლელად გვეყოფა. ეს გრევი კი კამერაში წაიღე და გამოიყენე. ერთი კვირა არავინ ჩაგიტარებთ შმონს.

ბრილიანტმა ერთი კვირის მერეც იგივე პასუხი შეუთვალა ვიზიტიორს და ვფიქრობ, ამით განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. მართალია, ძია ვასიამ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა, მაგრამ მისი ავტორიტეტი აქედან გამომდინარე კი, მისი არსებობა არც ქურდების ნაწილს აწყობდა და არც პოლიტიკოსების ჯგუფს. ამიტომ, ბრილიანტი „ბელი ლებედში“ გამოამწყვდიეს და თავიდან მოიშორეს… მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, ძია ვასიას შეთქმულება მოუწყვეს და ამით, ძალიან გავლენიანმა ჯგუფებმა ისარგებლეს, რომლებმაც ბრილიანტის ამქვეყნიდან წასვლის მერე, ეს გავლენა უფრო განიმტკიცეს.

მავანს, შეიძლება, სასაცილოდაც კი არ ეყოს ჩემი სიტყვები და შეთქმულების თეორიით მოწამლული ადამიანიც კი მიწოდოს, მაგრამ სწორედაც რომ, შეთქმულებების ბუმია ამჟამად კრიმინალურ სამყაროში – ერთი ჯგუფი მეორეს უჩალიჩებს და პირიქით. შეთქმულებაა, აბა, რა არის, როდესაც ერთ ავტორიტეტს მანქანაში აფეთქებენ, ან სნაიპერი კლავს, ერთ კვირაში კი მის მიერ კონტროლირებადი ბიზნესი მეორე ავტორიტეტის ხელში გადადის. აი, ამისი ეშინოდა ვასია ბრილიანტს. ამის წინააღმდეგ ილაშქრებდა ის. იმიტომაც, მოუწყვეს შეთქმულება და მოუღეს ბოლო, რომ ქურდების ნაწილის გამაფიოზებას მწვანე შუქი ანთებოდა.

ვასია ბრილიანტს ჩემი ქება არ სჭირდება და მან ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე წარმოაჩინა საკუთარი თავი. მაგრამ, სწორედ ახლა, მისი სიკვდილიდან დიდი ხნის მერე გამოჩნდა, თუ რა ფასი ჰქონდა ამ ადამიანს ჩვენს სამყაროში, რაოდენ საჭიროა ის ახლა ჩვენთვის. ძია ვასია ჩვენი უპირობო ლიდერი, წინამძღოლი იყო და ჩვენი, ქურდების ბრალიცაა, რომ ამ კაცს ვერ გავუფრთხილდით. ახლა რომ ვასია ბრილიანტი ცოცხალი იყოს და ჩემი სიტყვები ესმოდეს, ღიმილით მეტყოდა, შეუცვლელი ხალხი არ არსებობსო, მაგრამ ის მართლაც შეუცვლელი იყო. სწორედ ისეთი შეუცვლელი, როგორიც იყო სტალინი საბჭოეთისთვის. ისევე, როგორც სტალინისნაირი ლიდერი არ არსებობს პოლიტიკაში, ასევეა ქურდულ სამყაროშიც და ამის საშინელი შედეგები სახეზეა.

დღესდღეობით პატიოსანი ქურდი, ისევე, როგორც პატიოსანი პოლიტიკოსი, არავის სჭირდება. აბა, რომელი თანამედროვე კრიმინალური ლიდერი დაიწყებს დღევანდელ დღეს ტრანსპორტში ან საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში ჯიბგირობას, ან თუნდაც ბინის ქურდობას, ან სხვა ქურდულ დანაშაულს? ასეთი რამ ასი პროცენტით გამორიცხულია. ეს ხალხი ამჟამად მრავალრიცხოვანი დაცვითა და დაჯავშნილი „ლიმუზინებით“ დადის და სულაც არ გვანან ქურდებს იმ კლასიკური გაგებით, როგორც ეს მეოცე საუკუნის შუა ხანებში იყო დამკვიდრებული. ახლა რომ ქურდები იკრიბებიან სხოდკებზე და მაგიდებს მიუსხდებიან, იქაურობა ძვირფასი სამოსის, სამკაულების, თამბაქოსა და ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელის გამოფენა გეგონება. „პიერ კარდენზე” ნაკლებს არ იცვამენ, კარატზე ნაკლებს არ იკეთებენ, ძვირფას კუბურ სიგარებზე ნაკლებს არ აბოლებენ და ისეთ ეგზოტიკურ საჭმელ-სასმელს მიირთმევენ, უბრალო მოკვდავს რომ არც დაესიზმრება. ადრე კი ქურდულ სხოდკებზე ჩეფირსა და არაყს სვამდნენ, პრიმას აბოლებდნენ და ძალიან უბრალოდ იყვნენ ჩაცმულები. სამაგიეროდ, ერთმანეთისადმი ბევრად მეტი პატივისცემა და სიყვარული გააჩნდათ და მოსახლეობაც უდიდეს პატივს სცემდა მათ. მაშინ ქურდიც ჩვენი საზოგადოების რიგითი, სრულუფლებიანი წევრი იყო და მართალია, არაორდინარული სტატუსი გააჩნდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა დაუბრკოლებლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყო შესაძლებელი. უბრალოება – აი, რა იყო ქურდის პოპულარობის მთავარი მიზეზი, რადგან ხალხს უყვარს, როცა განსხვავებული სტატუსის ადამიანები მათთან თანასწორად ურთიერთობენ და ასეთი დამოკიდებულება იმ პერიოდში, ყოველთვის ქურდის წისქვილზე ასხამდა წყალს. მრავალი ისეთი შემთხვევა ვიცი, რომ უბრალო, ხშირ შემთხვევაში, უცნობ ადამიანს დიდი დახმარება გაეწიოს მალვაში მყოფი ქურდისთვის, ან, უბრალოდ, შავი სამყაროს წევრისთვის. მსგავსი შემთხვევა მეც მქონია ჩვენს ცხოვრებაში და რომ არა ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, შეიძლება, დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი.

გასული საუკუნის შუა „ზასტოის“ პერიოდია. ჯერ კიდევ არ ვიყავი კანონიერი ქურდი, მაგრამ ერთი მსხვილი საქმის გამო მთელი მილიცია ფეხზე იდგა და გამალებით მეძებდნენ. საქმე ის იყო, რომ მე და ბერძენამ ერთი იატაკქვეშა მილიონერის ბაითი დავბომბეთ, დიდი კუში ავიღეთ და ჩვენს კვალს ვერავინ მიაგნებდა, რომ არა შემთხვევითობა. როდესაც დაბომბილი ბაითიდან მოპარული მანქანით ვტყდებოდით, სრულიად შემთხვევით, ჩემი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა „კუნთგანტელამ“ დამინახა. ის ძველი ნაძაღლარი იყო, ძალიან ცუდი ადამიანი, თანაც პედოფილობაში შემჩნეული და სკოლიდან გაგდებული. სკოლიდან კი ის ნაძირალა, შეიძლება ითქვას, ჩემ გამო გააგდეს. მეათე კლასში ვიყავით, ფიზკულტურის გაკვეთილზე კუნთგანტელამ ერთ რიგში ჩაგვაყენა და ბიჭებს გვითხრა, კალათბურთი ითამაშეთო. გოგოები კი ცალკე გაიყვანა და ვითომდა ტანვარჯიშის ილეთებს ასწავლიდა, სინამდვილეში კი, მათ ხელებს უფათურებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ნაბოზარი ისე ვცემე, მთელი ცხვირ-პირი წითლად ჰქონდა შეღებილი, ფეხზე წამოდგომა უჭირდა და როგორც მოგვიანებით დადგინდა, ტვინის შერყევა ჰქონდა. მაშინ ასეთი რამეები სკოლებში არ ხდებოდა და ეს შემთხვევა განსაკუთრებულზე განსაკუთრებული „ჩეპე“ იყო. კუნთგანტელა სასწრაფოთი წაიყვანეს საავადმყოფოში. დირექტორმა კი მთელი კლასი თავის კაბინეტში შეგვიყვანა, დაგვამწკრივა და იკითხა:

– აბა, თქვით, ვინ და რა ჩაიდინა. მე მჭირდება ზუსტი ინფორმაცია და დამნაშავემ ან დამნაშავეებმა არაფერი დამიმალოთ.

ის-ის იყო მწკრივიდან უნდა გამოვსულიყავი და დირექტორისთვის მეთქვა, ფიზკულტურის მასწავლებელი მე მივმუშტე-მეთქი, რომ ხუჭუჭამ ხელით გამაჩერა, ნაბიჯი წინ წადგა და დირექტორს უთხრა:

– ქალბატონო ქეთევან! საქმე ისაა, რომ ერთადერთი დამნაშავე საავადმყოფოშია და აქაც რომ იყოს, მეეჭვება, თქვენთვის სიმართლე ეთქვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3