კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო”, 3.5 ძრავით, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა მოუმატა ბენზინის წვას. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: ქუთაისის ქუჩაზე მაღაზიებში, სადაც გამართლებაზეა კარგი ხარისხის ნაწილის ყიდვა,  მეორე – „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და მესამე – დაშლილებში, სადაც ასევე გამართლებაზეა, იქნება საერთოდ ეს ნაწილი და ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და ბევრ ხელოსანს შეუძლია, მაგრამ უმჯობესია, ისეთ ადგილას შეცვალოთ, სადაც ახლოსვე იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.  

კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავით. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორია ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს, თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით კარგი მანევრი აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე გაყიდვადია ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მომთხოვნი და პრეტენზიულია მანქანის მიმართ. ეს მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული „გამომდგარი” ძრავაა. 

კითხვა: მყავს „აუდი”, 2003 წლის, 3.0 ძრავით, მექანიკა, კვადრო. შეიძლება, თუ არა ამ ავტომობილზე კომპრესორის დამონტაჟება და თუ მოამატებინებს ეს ავტომობილს წვას? რა დაჯდება ამის გაკეთება?

პასუხი: შეუძლებელი არაფერია. მაგრამ, კომპრესორის დამონტაჟება საკმაოდ რთული თემაა კონკრეტულ მოდელზე საქართველოში. გარდა იმისა, რომ ბევრი წვრილმანი დეტალია საჭირო: სამაგრები, გადამყვანები და სხვა, შემდგომში მას უკვე კომპიუტერული ჩარევა სჭირდება. ამისთვის საჭიროა ან სპეციალური კომპიუტერი, რომლითაც თქვენს კომპიუტერს ჩაანაცვლებთ ან, როგორც მინიმუმ – ჩიპი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული ამ ტიპის ინსტალაციისთვის. ეს რომ ისეთი მოდელი იყოს, რომელიც კომპრესორით ქარხნულად არის აღჭურვილი და დაშლილებში იოლად მოიძებნება, პირდაპირ აიღებდით ყველა საჭირო დეტალს, კომპიუტერის ჩათვლით და დაამონტაჟებდით. „აუდის” შემთხვევაში, საქმე გაცილებით რთულადაა. პირველი – გაგიჭირდებათ ხელოსნის პოვნა, ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს და თუ მისი შესრულება საკუთარ თავზე აიღო, დროშიც ძალიან გაიწელება და ძალიან ძვირიც დაჯდება. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, გაიზრდება საწვავის ხარჯი. ამას მარტივი ახსნა აქვს – დამატებითი ჰაერი, რომელიც კომპრესორმა ჩატუმბა, საჭიროებს დამატებით საწვავს მის ფეთქებად მასად გადაქცევისთვის. ეს კი ისე ძვირია, რომ უმჯობესია, ავტომობილი შეცვალოთ და ის მოდელი შეიძინოთ, რომელსაც სასურველი სიმძლავრე აქვს.  

 

скачать dle 11.3