კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმარი სულ მღალატობს, მაგრამ, ვერ ვეყრები

ვიცი, რომ ქმარი მღალატობს, მაგრამ, მაინც ვერ ვაიძულე თავი, რომ გავეყარო, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარს. შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს, ამას რომ ვამბობ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არავისი აზრი არ მაინტერესებს. მთელი ჩემი სადაქალოსა და სანათესაოს განხილვის საგანია აჩიკოს „თავგადასავლები“ (მე არავისთვის მომიყოლია, აჩიკოს თვითონვე არასდროს უცდია, რომ თავისი სასიყვარულო ისტორიები დაემალა ცნობისმოყვარეთა თვალთაგან). სულ იმას ეჩურჩულებიან ერთმანეთს (და მეც ხშირად მეუბნებიან): გუშინ იმ ქალთან ერთად დავინახე… ერთი კვირის წინ სხვა ქალი ეჯდა მანქანაში… ამ დილას ვიღაც ბანძ გოგოს თაიგული მიუტანა სამსახურში… მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ჩემი ქმრის საქციელს, მაგრამ, სხვებზე ჭორაობას, ის ურჩევნიათ, თავიანთ ქმრებს მიხედონ. ჯერ ერთი, ვერც ერთი ქალი ვერ დამარწმუნებს, რომ მის ქმარს ერთხელ მაინც არ გაუხედავს სხვა ქალებისკენ („გახედვაში“ ცოტა უფრო სხვა რამეს ვგულისხმობ), რადგან, ასეთი კაცი ბუნებაში არ არსებობს. კაცი თავისი არსით არის მოღალატე (მაპატიონ იმ მამაკაცებმა, ვისაც თავი ერთგული და პატიოსანი ჰგონიათ), ამიტომ, როგორი ლამაზი, ჭკვიანი და ერთგული ცოლიც არ უნდა ჰყავდეს და როგორც არ უნდა გიჟდებოდეს მასზე, მაინც, ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობს, „გაძვრეს-გამოძვრეს“ და მერე ძმაკაცებში იტრაბახოს, რამდენი ქალისთვის „განუგმირავს“ გული. საერთოდ, ქართველი კაცები ძირითადად სამი რამის გამო ტრაბახობენ: რამდენი დალიეს, როგორ ყოჩაღად იჩხუბეს და რამდენ ქალთან უღალატეს ცოლს და, შესაბამისად, რომელ ქალს რამდენი დაახარჯეს. აი, ის კი არასდროს აქვთ სატრაბახოდ ქცეული, ცოლს რა უყიდეს, რითი გაახარეს და გაანებივრეს – ეს ხომ ქართველი კაცისთვის სამარცხვინო და დამამცირებელია! რა, ქალაჩუნა და დედიკოს ბიჭი ხომ არ არის, რომ ცოლზე იზრუნოს და მისთვის ზედმეტი კაპიკი დახარჯოს?! მერე, თავისი „ვაჟკაცი“ ძმაკაცები რას იტყვიან! ის ძმაკაცები, რომლებიც სუფრაზე განსხვავებული სასმისით სვამენ ქართველი ქალის, კერძოდ, ცოლის სადღეგრძელოს, ლექსებს უძღვნიან და ათასნაირი დითირამბებით ამკობენ, სახლში კი მათთვის მხოლოდ ღრენა და გინება ემეტებათ (ზოგჯერ – უფრო მეტიც).

ცოტა გამიგრძელდა წერილი, მაგრამ, ამ ყველაფერს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ, ყველას, ვინც ზურგსუკან ჩემზე და ჩემს ქმარზე ჭორაობს, სწორედ ასეთი „ვაჟკაცი ქართველი“ ქმარი ჰყავს სახლში, მაგრამ, ყველაფერს პატიობენ, ან – უძლებენ, რადგან, ან სხვა გამოსავალი არ აქვთ, ან – უკვე ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი და „ატარებენ“. მე ის მაინც მაქვს სათქმელი, რომ ქმარი ცუდად არ მექცევა – არც მეჩხუბება და არც მაგინებს; თან, ოჯახსაც თვითონ ინახავს და ჩაცმა-დახურვაზეც არ მეუბნება უარს. დარწმუნებული ვარ, რომ თავისებურად ვუყვარვარ კიდეც (ეს თვითონაც მითხრა), მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მრუშია და ამას ვერ ერევა, თორემ, მთელი დედამიწის ქალებს მე ვურჩევნივარ. თქვენ წარმოიდგინეთ, მჯერა მისი სიტყვების, თუმცა, მაინც ძალიან მიჭირს მისი აღვირახსნილობის გაძლება. ჯერჯერობით მაინც ვითმენ, რადგან, როგორც უკვე გითხარით,  ჯერ ისევ მიყვარს, მაგრამ, ვშიშობ, რომ, ერთ დღესაც, ეს ჩემი სიყვარული გაქრება და, მერე, ალბათ, ვეღარც მოვითმენ და ვეღარც ვაპატიებ, მით უმეტეს, რომ პატარა გოგო აღარ ვარ, აღარც თვითონ არის ჭაბუკობის ასაკში და, აქამდე თუ არ მოეგო გონს და არ დადინჯდა, ვითომ, ათი და ოცი წლის შემდეგ მოვა ჭკუაზე?! ასეც რომ მოხდეს, რაღაში მჭირდება ბებერი, მაგრამ, „დაჭკვიანებული“ ქმარი, როცა მთელი ახალგაზრდობა სტრესებში გამატარებინა? მარტო იმისთვის, რომ მოვუარო და საფენები ვუცვალო?!

ელენე, 36 წლის.

скачать dle 11.3