კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ესაჭიროებათ თუ არა პატარა ტანის ძაღლებს პროფესიონალური გაწვრთნა? 

პასუხი: პატარა ტანის ძაღლებს ხშირ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ პროფესიონალური წვრთნა, მაგრამ, მათი აღზრდის დროს აუცილებელია, გამოუმუშაოთ სერიოზული დისციპლინა. ბევრ დადებით თვისებასთან ერთად, მათ უარყოფითი თვისებებიც აქვთ, მაგალითად, ქუჩაში მასთან ერთად სეირნობისას, სხვა ძაღლებისგან განსხვავებით, ის ყოველთვის თქვენი დასაცავი იქნება. მას მუდმივად ზრუნვა, ყურადღება და დაცვა სჭირდება. ამ ძაღლების რიცხვში შედიან: ჩიხუახუა, პეკინესი, პუდელი, ამერიკული კოკერ-სპანიელი, ტაქსა, მოპსი, მექსიკური შიშველი ძაღლი, ფრანგული ბულდოგი, ჯეკ რასელ ტერიერი, ჩინური ქოჩორა ძაღლი, შიბა, ფოქსტერიერი და ასე შემდეგ.

კითხვა: მყავს პეკინესი, რომელიც, ორი დღეა, გამუდმებით აცემინებს. ეს მას შემდეგ დაეწყო, რაც აბაზანას ვწმენდდი და ისიც იქვე იყო. შეიძლება, ეს იყოს მისი ცემინების მიზეზი?

პასუხი: უმჯობესია, თუ ძაღლს ვეტერინარს მიუყვანთ და საგულდაგულოდ გაასინჯებთ. გასათვალისწინებელია, რომ, ზოგიერთმა საყოფაცხოვრებო საწმენდმა თუ სხვა სახის ქიმიური საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ცხოველს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს ქლორსა და ნაფტალინს. ეს ნივთიერებები კი იწვევს ჰემოლიზურ ანემიებს. ასე რომ, ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

კითხვა: უქმნის თუ არა ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემას ტკბილეულის ჭამა? 

პასუხი: ძაღლისთვის ტკბილეული არ შეიძლება, რადგან, ტბილი საკვები იწვევს მთელ რიგ პათოლოგიებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიადაგზე. აქვე გეტყვით, რომ ძაღლებისათვის არსებობს სპეციალური ტკბილეული, რომლის გარკვეული დოზით მიცემა არ არის მავნებელი ცხოველის ორგანიზმისათვის. ამიტომ, ტკბილეული უნდა ჩაანაცვლოთ ძაღლისათვის განკუთვნილი სპეციალური სასუსნავებით. 

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკშია ლეკვის აყვანა სასურველი?

პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდეგ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, რომ ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. აყვანის შემდეგ კი უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული პერიოდი, როცა ძაღლს გაორმაგებული ყურადღება სჭირდება თქვენგან. მართალია, ლეკვს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ, მაგრამ განსაკუთრებით ეს 4-დან 6 თვის ასაკში სჭირდება, ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს, რაც ერთ-ერთი რთული პროცესია ორგანიზმისთვის. ამ პერიოდში ლეკვს ყველაზე ბევრი ვიტამინის დამატება სჭირდება, რადგან ის იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. 

 

скачать dle 11.3