რა მოხდა ამ დღეს
17 თებერვალი
1876 – ჯულიუს ვოლფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამზადა თევზის კონსერვი (სარდინები).
1947 – რადიოარხმა „ამერიკის ხმამ“ დაიწყო ტრანსლირება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
18 თებერვალი
1825 – იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გაბედავდა და იაპონიის ნაპირზე შედგამდა ფეხს.
1918 – ინგლისელმა რადიოქიმიკოსმა ფრედერიკ სოდიმ შემოიღო ტერმინი „იზოტოპი“ – ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის სხვადასხვა მასის მქონე ატომების აღსანიშნავად.
1930 – ასტრონომმა კლოდ ტომბომ აღმოაჩინა მზის სისტემის მეცხრე პლანეტა – პლუტონი.
19 თებერვალი
1878 – ტომას ალვა ედისონმა დააპატენტა ფონოგრაფი – ხმის ჩამწერი პირველი მოწყობილობა.
1986 – მსოფლიოს მასშტაბით აიკრძალა ვეშაპებზე ნადირობა.
20 თებერვალი
1872 – ნიუ-იორკში გაიხსნა „მეტროპოლიტენ მუზეუმი.”
1937 – ამერიკელმა ინჟინერმა უოლდო უატერმანმა წარადგინა თავისი გამოგონება – მანქანა, რომელსაც ფრენა შეეძლო (ან, თვითმფრინავი, რომელსაც გზებზე მოძრაობა შეეძლო).
1940 – პირველად ეკრანებზე, მულტფილმში ერთად გამოჩნდნენ კატა ტომი და თაგუნა ჯერი.
1988 – შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი მთიან ყარაბახში.
21 თებერვალი
1858 – ბოსტონელმა ედვინ ჰოლმსმა პირველმა დააყენა სახლში ელექტროსიგნალიზაცია.
1885 – ვაშინგტონში გაიხსნა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი (ყველაზე მაღალი ძეგლი მსოფლიოში – 169,3 მეტრი სიმაღლის).
1947 – ედვინ ლენდამ წარადგინა თავისი გამოგონება – ფოტოაპარატი „პოლაროიდი“.
1953 – უოტსონმა და კრიკმა გამოაქვეყნეს მათ მიერ გაშიფრული დნმ-ის ფორმულა (ორმაგი სპირალი).
22 თებერვალი
1635 – კარდინალ რიშელიეს ინიციატივით დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
1828 – ერევანი და ნახჭევანი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
1848 – საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისი.
1935 – თვითმფრინავებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის (თეთრი სახლის) თავზე გადაფრენა.
23 თებერვალი
1874 – ინგლისელმა მაიორმა უოლტერ უინგფილდმა გამოიგონა თამაში – ტენისი.
1893 – რუდოლფ დიზელმა მიიღო პატენტი ახალი შიდაწვის ძრავაზე (დიზელის ძრავა).
1915 – ცნობილ ფრანგ მსახიობ ქალს, სარა ბერნარს გაუკეთეს ფეხის ამპუტაცია, ნოემბერში კი იგი ისევ სცენაზე იდგა.
1997 – დაიბადა პირველი კლონირებული ცხოველი – ცხვარი „დოლი“.