ღვეზელი ყაბაყით
საჭირო ინგრედიენტები: 600-700 გრამი ყაბაყი (1 დიდი ან ორი ცალი პატარა), 4 კვერცხი, 1 თავი ხახვი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 3 ჩაის კოვზი საფუარი, 200 გრამი მუქი ფერის ძეხვი, 1 კონა კამა, ზეთი, 2-3 კბილი ნიორი.
მომზადების წესი: გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე ყაბაყი, მოაყარეთ მარილი და კარგად დაწურეთ საწურზე 5-10 წუთის განმავლობაში. წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ტაფაზე, ზეთში. დაწურული ყაბაყი გადაიტანეთ ჯამში. მოაყარეთ მოშუშული ხახვი, შეურიეთ კვერცხი და აურიეთ კარგად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, შაქარი და დაჭერით წვრილ კუბიკებად ძეხვი, ძალიან წვრილად – კამა და ნიორი. ჩაუმატეთ ყაბაყიან ცომს. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოაყარეთ ცოტა ფქვილი, ჩადეთ ცომი და გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე. შეგიძლიათ, გამოაცხოთ კექსის ფორმაში.