ქათამი აზიურად
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 500 გრამი ქათმის ფილე, 4 კბილი ნიორი, 400 გრამი ბრინჯი, მარილი, შავი პილპილი, ხმელი სუნელი, ზეთი.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე, ფილე დაჭერით კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი (ბევრი არა). მოშუშეთ მასში ხახვი. დაუმატეთ სტაფილო და ცოტა მოხრაკეთ. შემდეგ დაუმატეთ ფილე და კარგად დაბრაწეთ 10 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ ნიორი. აურიეთ კარგად და გადმოდგით ცეცხლიდან. გადაიტანეთ გამოსაცხობ ღრმა ტაფაზე. გააცხელეთ აირღუმელი 180 გრადუსზე. ტაფაზე მოთავსებულ მასას ჩაუმატეთ ბრინჯი და ზედაპირი ცოტა მოასწორეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ხმელი სუნელი. დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ ბრინჯი 2-3 სანტიმეტრზე დაიფაროს. მოათავსეთ აირღუმელში და გამოაცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში. თუ წყალი ცოტა აღმოჩნდება, დაამატეთ. საკმაოდ ორიგინალური და გემრიელია.