კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მრავალფეროვანი განტვირთვა

ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი და იმავე საკვების მიღება აქვეითებს მადას და აჩქარებს ცხიმების დაწვას, მაგრამ, თუ სისტემატურად არ მიიღებთ სხვადასხვა ვიტამინსა და მიკროელემენტებს, ორგანიზმი იფიტება, სუსტდება და ქვეითდება იმუნიტეტი, შედეგად კი, რამდენიმე კილოგრამის დაკლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემად დაგიჯდებათ როგორც ჯანმრთელობის, ისე გარეგნობის თვალსაზრისით. ეს რომ არ მოხდეს, უნდა შეარჩიოთ ისეთი დიეტა, რომელიც „ორ კურდღელს” ერთად დაგაჭერინებთ: წონაშიც დაიკლებთ და არც ორგანიზმს მოაკლდება აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტები. ამისთვის კი საჭიროა, მოაწყოთ ექვსდღიანი განტვირთვის კვირა, ოღონდ, თითოეულ დღეს უნდა „მიეძღვნას” თითო სახის პროდუქტი, დასაშვებია მხოლოდ 1 ფინჯანი უშაქრო, ნალექიანი ყავის ან 2-3 ჭიქა მწვანე ჩაის დამატება. ჩვეულებრივი სასმელი წყალი – დღეში 2 ლიტრამდე.

პირველი დღე

1 კილოგრამი საქონლის (ან ქათმის) მჭლე ხორცი მოხარშეთ და დაყავით 5 თანაბარ ნაწილად (200-200 გრამი). მიიღეთ დღეში 5-ჯერ.

დილის 9 საათზე დალიეთ ყავა ან მწვანე ჩაი, შემდეგ კი, ყოველ ორ საათში ერთხელ მიირთვით 200 გრამი ხორცი (უმარილოდ).

მეორე დღე

ნახევარი კილოგრამი ყვავილოვანი (ან – ჩვეულებრივი) კომბოსტო და ნახევარი კილოგრამი სტაფილო წვრილად დაჭერით, ოდნავ მოთუთქეთ და მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს კერძიც მიირთვით დღეში 5-ჯერ, 200-200 გრამი. დილით – ყავა ან ჩაი.

მესამე დღე

2 ნახევარლიტრიანი ქილით მაწონი (ნაღები მოხადეთ) და 200 გრამი უცხიმო ხაჭო შეურიეთ ერთმანეთს და გაყავით ხუთ ნაწილად. დანარჩენი – იგივე.

მეოთხე დღე

მთელი დღის განმავლობაში სვით 2 ლიტრი გამოხდილი წყალი (შეიძინეთ აფთიაქში), პატარ-პატარა ყლუპებით, როცა მოგშივდებათ ან მოგწყურდებათ.

მეხუთე დღე

უცხიმოდ და უმარილოდ მოხარშული 2 ჩაის ჭიქა წიწიბურა გაყავით 5 ნაწილად, დანარჩენი – იგივე.

მეექვსე დღე

2 ჩაის ჭიქა „ჰერკულესს” (მოხარშვა რომელსაც არ სჭირდება) დაასხით 4 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20-25 წუთი. შემდეგ ჩაახეხეთ (ან ჩააჭერით) ნახევარი გათლილი ვაშლი, 1 ცალი პატარა ბანანი და 1 ცალი პატარა გრეიპფრუტი და მიღებული მასა გაყავით 5 ნაწილად. დანარჩენი – იგივე.

თუ რომელიმე დღის განმავლობაში ძალიან გაგიჭირდათ, მიირთვით 20-30 გრამი შავი (მწარე) შოკოლადი.

ეცადეთ, ამ დიეტის დაცვის პერიოდში მეტხანს იყოთ წამოწოლილი და გონებრივად ან ფიზიკურად არ გადაიღალოთ.

скачать dle 11.3