კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზეც არ ლაპარაკობენ

რაზეც არ ლაპარაკობენ

 

ლაპარაკობენ კიდეც და ცრემლებსაც ღვრიან. ერთმანეთს უყვებიან ქალები – როგორ მიატოვეს ისინი მამაკაცებმა; როგორ ატკინეს გული და უსინდისოდ მოექცნენ, თანაც, ვიღაც საზიზღარი გომბიოს გამო… ღირდეს მაინც ის საშინელი ქალი ამხელა ტრაგედიად! რა შეგიძლია, ურჩიო სიყვარულში ხელმოცარულ ქალს?! – ანუგეშო და მოუფიქრო საზიზღარი ეპითეტები იმ ქალის „შესამკობად“, რომელმაც წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინა და შეყვარებულ გულებს შორის ჩადგა?!

მთავარია, არ შეიცოდო და მასთან ერთად არ აღვარღვარო მწარე ცრემლები. არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა ფაქიზი და მგრძნობიარე თემაა, განსაკუთრებულად ინდივიდუალური და სპეციფიკური; ერთად ცხოვრებას კი თავისი რთული ნიუანსები ახლავს. ურთიერთობის დანგრევის მიზეზი, შეიძლება, ერთი შეხედვით, ძალიან სასაცილო ინციდენტი გახდეს. გარეშე თვალისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, რა აკავშირებს წყვილს. ერთი შეხედვით, ისინი, თითქოს, ერთად არ უნდა იყვნენ... მაგრამ, ადამიანები ასეთ წვრილმანებზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ ზოგჯერ თავადაც არ ესმით ურთიერთობის არსი, ისე, მექანიკურად მიჰყვებიან დინებას და, როცა ყველაფერი მთავრდება, მხოლოდ მერე იწყებენ შფოთვას და იმის გაანალიზებას, რამ მიიყვანა მათი ურთიერთობა კრიტიკულ სიტუაციამდე. ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდოდა, რომ, ურთიერთობაზე საუბარი, თანაც, წყვილს შორის, მანამდეა აუცილებელი, სანამ მთავარი, დამაკავშირებელი ძაფი ხელიდან გაგისხლტება…

 

„უწყინარი“ რჩევები…

 

ადამიანის გულის მოგება და მისი თქვენდამი კეთილად განწყობა რთული არ არის. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთს ეს ძალიან კარგად გამოსდის, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს მათთვის ურთულესი ამოცანაა.

არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, ისწავლით სწორად მოქმედება ურთიერთობაში, პრობლემების ჯერ დანახვა და მერე მათი აღმოფხვრა.

დავიწყოთ ნდობის მოპოვებით. როცა თქვენთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანს ესაუბრებით, შეეცადეთ, თვალებში უყუროთ მას. ეს იმის ნიშანია, რომ არ ატყუებთ, პატივს სცემთ და, მზად ხართ, მოინანიოთ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა მასთან მიმართებაში.

 იმის შანსი, რომ ყურადღებით მოგისმენენ, თითქმის ორმაგდება: თუ ახალბედა ადამიანს მიმართავთ, მაშინ, თამამად მოჰკიდეთ ხელი და ოდნავ გაუღიმეთ. ეს ჟესტი ძალიან პოზიტიურად აისახება კონტაქტსა და ემოციებზე.

ყოველთვის იყავით ის, რაც ხართ. უბრალოება, თუმცა, ბუნებრივი და არა გამოგონილი, ყოველთვის ჭრის და თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. თავს ნუ გამოიდებთ – ამან, შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს. საუბრის დაწყების წინ ხანგრძლივი შესავალი საჭირო არ არის, წინასწარ ნუ დაღლით ადამიანს. ყოველთვის იყავით სიტუაციის ადეკვატური. არ „ამოვარდეთ“ კონტექსტიდან, ყურადღება მიაქციეთ იმ „სიგნალებს“, რომლებსაც ირგვლივ გზავნით, რადგან, ვერც სიტყვას დააბრუნებთ უკან და ვერც გაფუჭებულ ურთიერთობას გამოასწორებთ. პატიების თხოვნა შეგიძლიათ, მაგრამ რამდენჯერ?!

 

სად მთავრდება „მე“

 

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს, სად მთავრდება მისი „მე“, ანუ მისი პირადი სივრცე. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორად დაალაგოს ურთიერთობები და ჰქონდეს მოწესრიგებული პირადი ცხოვრება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ საზღვრის გავლება აუცილებელია, რათა არ შეგვექმნას სერიოზული პრობლემები. ანუ, ამ გზით თავსაც დავიცავთ და არც სხვებს შევუშლით ხელს ნორმალურ არსებობაში. აბსოლუტურად „საზოგადოებრივი“ ვერ იქნებით და არც უნდა იყოთ, მაგრამ მთლიანად საკუთარ „მეზე“ ორიენტირება იწვევს ნარცისიზმს და ააქტიურებს ეგოიზმს, რომელმაც, შესაძლოა, ძალიან საშიში ფორმებიც მიიღოს. ძველი ბერძნები, მაგალითად, არ ცნობდნენ არაფერ პირადულს. არც ზრუნავდნენ სახლებზე და ის მათთვის მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი იყო. ტაძრებშიც კი ხმამაღლა ეუბნებოდნენ საკუთარ სურვილებს ღვთაებებს, საჯაროდ, ყველას გასაგონად. ნელ-ნელა ეს საჯაროობა გაქრა. ადამიანებმა ერთმანეთის პირად ცხოვრებაში დაიწყეს ცხვირის ჩაყოფა და „ჩაკეტეს“ თავისი პირადი. განისაზღვრა პირადი პასუხისმგებლობის არეალიც. საზღვარი უკვე დადგენილია. ანუ, იმის იქით, ჩემი აღარ არის და მორჩა. თუმცა, ჩვენ ხშირად ან მეტისმეტად ვიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, ან ზომაზე მეტად ვიხსნებით და ვიშიფრებით. ერთიც ცუდია და მეორეც. მეორე ადამიანი, რაღაც დოზით, აუცილებლად უნდა შემოუშვა შენს ცხოვრებაში და დაიტოვო ცოტა იდუმალებაც, რათა საპირისპირო სქესისთვის საინტერესო და სასურველი გახდე.

 

სასწაულის უნდა გჯეროდეს

 

გჯეროდეს და სასწაულიც აუცილებლად მოხდება. რაც უნდა ინატრო, თუკი გულით მოინდომებ და ისურვებ, მოხდება წარმოუდგენელი რამ – სურვილი აგისრულდება. ბავშვებს დააკვირდით და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ბავშვებს ხომ მთელი გულით სჯერათ სასწაულებისა და ჯადოქრობის. უყვართ ზღაპრები და ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზღაპრების რეალობად გადაქცევა შესაძლებელია. პრაქტიკულები და კატეგორიულები ვხდებით თუ არა, სასწაულებიც ქრება. ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ არაფერი არსებობს, არც კეთილი მაგია, არც ჯადოსნობა, არც თოვლის ბაბუა და საერთოდ არაფერი, გარდა მოსაწყენი ერთფეროვნებისა და თავდაუზოგავი შრომისა. წარმოიდგინეთ, რა დათვურ სამსახურს ვუწევთ საკუთარ თავს. ფაქტობრივად, ყველა შანსს ვუსპობთ, გვქონდეს სულ ცოტა სიხარული მაინც... დაუგეგმავი და ტანჯვის გარეშე მოპოვებული.

პრაგმატიზმში ცუდი არაფერია, მაგრამ ზომაზე მეტი არაფერი ვარგა... საქმოსანი ადამიანების რიცხვი მატულობს, რომანტიკოსი ბედნიერებისა კი დღითი დღე იკლებს.

არასოდეს გიფიქრიათ, რომ ჩვენი ცხოვრება უკვე სასწაულია?! ყოველდღე ხდება პატარ-პატარა სასწაულები, რომელსაც ვერც ვამჩნევთ... წარმატებული დღეები... ბედნიერი და მოულოდნელი შეხვედრები... ნურასოდეს შეწყვეტთ ოცნებას. სასწაულისაც უნდა გვჯეროდეს და ის აუცილებლად მოხდება!

 

ისე, როგორც ჰიპნოზში

 

შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ ქალებს დაბადებიდან აქვთ ჰიპნოზის უნარი. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან ამის შესახებ და შესაბამისად, ვერ იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ხოლო ის, ვისთვისაც ამ ნიჭის შესახებ ცნობილია, საკმაოდ ოსტატურად ახერხებს პარტნიორი ჰიპნოზის ტყვეობაში ჰყავდეს. მაგალითად, ფაქტია, რომ ქალს მამაკაცზე მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვს და გამომგონებლობაშიც ბადალი არ ჰყავს. ქალი კაცზე კომპეტენტურად და ნიჭიერად ტყუის – ესეც ფაქტია. მოღალატე ცოლის ფაქტზე გამოჭერა კაცისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ ისევ ქალმა არ გამოააშკარავა თავი. ტყუილს ისეთს ამბობს, თავადაც კი სჯერა. დროულად სპობს ნივთმტკიცებებს და ყოველგვარ კვალს პირწმინდად შლის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპნოზის ნიჭი აუცილებლად ქმრის მოსატყუებლად გამოიყენოთ. უბრალოდ, თუ მოინდომებთ, აუცილებლად მოახერხებთ პარტნიორის მოხიბვლას და სასიამოვნო ჰიპნოზის გავლენის ქვეშ ის თავს ბედნიერად იგრძნობს. ჩხუბი, საყვედურები, ირონია, ცინიზმი ამ საქმეში ძალიან შეგიშლით ხელს. ჰიპნოზი სიყვარულისა და ყურადღების კონცენტრაციაა. დაგვიჯერეთ და იმოქმედეთ!

скачать dle 11.3