კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შერაცხა წმიდანად ქვრივ-ობოლთა მოწყალე და ტაძრების მაშენებელი ბაგრატ მესამე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ

საქართველოს გაერთიანება დაკავშირებულია ბაგრატ მესამის სახელთან. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მონარქი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი საქმეები აკეთა, მაინც არ მოიხსენიება დღეს საქართველოს წმიდა მეფეებს შორის. თუ რა არ აპატიეს მას და რა დაღი დაასვა მისმა ხასიათმა ამ მონარქის ბიოგრაფიას, ამის შესახებ, დღევანდელ სტატიაში ისტორიკოს ჯაბა სამუშიას მასალებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ. 

ბაგრატ მესამე გახლდათ ამიერ ტაოს ბაგრატიონთა შთამომავალი, ბაგრატ მეორე რეგვენის – შვილიშვილი და გურგენ მეფის შვილი. ჯერ კიდევ, მცირეწლოვანი ბაგრატი იშვილა, იმიერ ტაოს მეფემ და ბაგრატის მამის, გურგენის ბიძაშვილმა – დავით კურაპალატმა, რომელიც უმემკვიდრეოდ იყო. ამის შემდეგ, ბაგრატ მესამე, უკვე, ორი ტახტის გამაერთიანებლად ითვლებოდა. მართალია, ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი, ვერ მოხდებოდა, ან საკმაოდ დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არ ყოფილიყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი...  ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ამიერ ტაოს ბაგრატიონთა შთამომავალი ბაგრატ მესამე სამი ტახტის მემკვიდრე გახდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილის ერთიანობას. საქმე ისაა, რომ ბაგრატი დედის მხრიდან ენათესავებოდა აფხაზეთის მეფეებს. მისი დედა გურანდუხტი, აფხაზთა მეფის, გიორგი მეორის ასული და იმ დროს მოქმედი მეფის, თეოდოს მესამის და გახლდათ. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო ბაგრატი, როდესაც გურანდუხტის სამივე ძმა ერთმანეთს დაერია ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამ ბრძოლის დროს, აფხაზთა მეფე დემეტრემ ფიცით მიინდო საკუთარი ძმა – თეოდოსი, მაგრამ მოგვიანებით, ის დააბრმავა. დემეტრე უშვილოდ გარდაიცვალა და მის შემდეგ ტახტი უსინათლო თეოდოს მესამემ დაიკავა. მისი მეფობის დროს ქვეყანაში არ წყდებოდა ფეოდალთა გამოსვლები. აფხაზთა სამეფო მნიშვნელოვნად დასუსტდა.  სწორედ ამ დროს, აფხაზეთის სამეფოს ერისთავმა, იოანე მარუშისძემ, რომელიც იმხანად შიდა ქართლს მართავდა და იყო შიდა ქართლის ერისთავიც,  მიიღო საკმაოდ ჭვიანური გადაწყვეტილება. ის ეახლა დავით კურაპალატს და მისი აღზრდილი ბაგრატ მესამე ითხოვა აფხაზეთის მეფედ. ბაგრატი მაშინვე მეფედ არ დაუსვამთ. 

საქმე ის გახლავთ, რომ ამ პერიოდისთვის აფხაზთა სამეფოში ტახტის მონაცვლეობის წესი არსებობდა, რომლის მიხედვით, აფხაზთა უფლისწული, აუცილებლად შიდა ქართლის ერისთავი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა ის ტახტის მფლობელი. აფხაზთა მეფის, გიორგი მეორის დროს (922-957) შიდა ქართლს მის ვაჟი, კონსტანტინე განაგებდა, რომელიც მამას აუჯანყდა. გიორგიმ შვილი შეიპყრო და დასაჯა. ამის შემდეგ შიდა ქართლში მის თანამდებობას იკავებს გიორგი მეორის შვილი ლეონი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა მეფე ხდება. არც ლეონს და არც მის ძმებს – დემეტრესა და თეოდოსს მემკვიდრე არ ჰყოლიათ, რის გამოც შიდა ქართლის ერისთაობა სამეფო კართან ყველაზე დაახლოებულ პირს გადაეცა.  ეს გახლდათ იოვანე მარუშისძე. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფოს წარმომადგენელთა ნათესავიც შეიძლება, ყოფილიყო. მან საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავისივე ნებით დათმო შიდა ქართლის ერისთაობა და ერისთავად უფლისწული ბაგრატი აიყვანა. ეს იყო ერთგავრი ნიშანი იმისა, რომ ხვალ-ზეგ ბაგრატი უნდა გადასულიყო და ქუთაისში დაეკავებინა აფხაზ მეფეთა ტახტი. ეს იყო ბაგრატის ლეგიტიმაციისკენ გადაგდგმული ნაბიჯი, რაც გამართლდა კიდეც. ბაგრატ მესამე შიდა ქართლის ერისთავად დაინიშნა  975 წელს. 3 წლის შემდეგ, კი ის გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ისევ და ისევ მარუშისძის დახმარებით და იქ იკურთხა მეფედ. ამის შემდეგ, აფხაზთა ტახტზე ერთდროულად ორი მეფე აღმოჩნდა თეოდოსი და ბაგრატი. მცირე ხნის შემდეგ, თეოდოსი საკმაოდ წყნარად, ყოველგვარი ხმაურისა და დაპირისპირებების გარეშე, ჩამოაშორეს ხელისუფლებას. ის დავით კურაპალატთან გაამგზავრეს. ბაგრატმა მიაღწია ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას აფხაზთა სამეფოში. 

ბაგრატ მესამემ საკმაოდ ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ის გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ამ დროისთვის გარკვეული ფეოდალური კლანი არსებობს, ქართლის აზნაურ ქავთარ ტბელის მეთაურობით. მეფე ფეოდალურ ოპოზიციას შეებრძოლა მოღრისთან ახლოს, გაიმარჯვა და უფლისციხესაც დაეუფლა.

შიდა ქართლის დამორჩილების შემდეგ, ბაგრატმა გადაწყვიტა, დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი – რატი ბაღვაში. ბაღვაშები იყვნენ დასავლეთ საქართველოდან, ისტორიული არგვეთიდან, სადაც მათ კაცხის მამული ეკავათ. ბაგრატმა თამამი ნაბიჯი გადადგა რატი ბაღვაშის დასამორჩილებლად და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. პასუხად კი რატი  ბაღვაში დავით კურაპალატს ეახლა და მოახერხა დაერწმუნებინა იმიერ ტაოს ძლევამოსილი მეფე, რომ ბაგრატ მესამე სწორედ მის წინააღმდეგ მოდიოდა სალაშქროდ.  მისი ენის წყალობით, კურაპალატი და ბაგრატი ერთმანეთს გადაეკიდნენ. იმდენად დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, რომ კინაღამ ბრძოლაც გაჩაღდა, თუმცა ბაგრატმა დათმო, ეახლა დავით კურაპალატს და უთხრა: მე შენს წინააღმდეგ წამოსვლა არც მიფიქრია, რატის დასამორჩილებლად მოვედიო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამხედრო კამპანის დროს ვერ მოახერხა ბაგრატმა  რატი ბაღვაშის დამორჩილება, ის დაიცვა დავით კურაპალატმა. თუმცა, როგორც კი დავით კურაპალატს აერია ურთიერთობა ბიზანტიასთან და ყურადღება მოადუნა, ბაგრატმა იხელთა დრო, მაშინვე მიიტანა იერიში რატი ბაღვაშზე და დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი. 

სამწუხაროდ, ამ ფაქტმა ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინა კურაპალატსა და ბაგრატს შორის. ამ ინცინდენტის შემდეგ მათი გზები გაიყო.  მეტსაც გეტყვით, საქმე იქამდე მივიდა, დავით კურაპალატი აღარც ფიქრობდა, რომ ბაგრატისთვის გადაეცა საკუთარი ტახტი. საბოლოოდ, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო – იმიერ ტაო, საერთოდ ბიზანტიას დაუთმო. ეს ნაბიჯი მან ბიზანტიის მხრიდან, ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერების მიზნით გადადგა.  მოგვიანებით, ქართველობამ დავით კურაპალატის იმიერ ტაოს სამეფოსათვის 3 დიდი ბრძოლა გადაიხადა, თუმცა საბოლოოდ, მისი შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო.. 

ბაგრატი არის პირველი მეფე, რომელმაც შეძლო სამეფო სამთავროებად დანაწილებული ქართული მიწების გაერთიანება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად ის არ თაკილობდა უკიდურესი ნაბიჯების გადადგმასაც კი. მაგალითად: დაახლოებით 1110-1112 წლებში ბაგრატმა, თავისი მამიდაშვილები, კლარჯი ხელმწიფეები მიიწვია სტუმრად ფანასკერტის ციხეში პურობაზე. კლარჯ ხელმწიფეებს უწოდებდნენ ბაგრატიონთა იმ შტოს, რომლებიც კლარჯეთში არტანუჯის ციხეს ფლობდნენ. მოგეხსენებათ, აშოტ კურაპალატის შემდეგ ბაგრატიონთა სამეფო შტო სხვადასხვა განშტოებებდ დაიშალა. ტაოს შტოს მემკვიდრეები იყნენ ბაგრატ მესამე და დავით კურაპალატი, ხოლო კლარჯეთის შტოს ეკუთვნოდა კლარჯი ხელმწიფეები, რომელთა  შორის იგულისხმებოდნენ ბაგრატიონთა ის  ნაწილი, არტანუჯის ციხეს რომ განაგებდნენ. ზუსტად მათი წარმომადგენელნი იყვნენ სუმბატი და გურგენი, რომლებიც ფანასკერტის ციხეში ეწვივნენ მეფეს. ფანასკერტის ციხე ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. კერძოდ, ამიერტაოში, საკმაოდ საინტერესო ადგილას. ეს არის ხეობა, რომლის ბოლოშიც დიდი ოაზისია. თვითონ ციხე მაღალ გორაკზე მდებარეობს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს მისასვლელი, მეორე მხარეს სალი კლდე ჩამოუყვება. თავისი კონფიგურაციით, ციხე საკმაოდ მოზრდილია. ეს ციხე იყო ცენტრი ამიერტაოს მეფეებისა. სწორედ აქ შეხვდა მეფე პურობაზე მამიდაშვილებს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ისინი დააპატიმრა. სასწრაფოდ თმოგვში გამოაგზავნა და შინაპატიმრობაში გამოამწყვდია.

მიზეზი ამ დაპატიმრებისა ის გახლდათ, რომ ბაგრატს უკვე კლარჯეთის, ანუ იმიერტაოს შემოერთება ჰქონდა მიზნად დასახული, რითაც სამხრეთ საქართველო მთლიანად მის მმართველობაში ექცეოდა. ერთადერთი ადგილი, რომელიც სხვა სამთავრო სტატუსით სარგებლობდა, იყო კლარჯეთი და ამიტომაც, განიზრახა მეფემ მისი გაუქმება და შემოერთება. მხოლოდ და მხოლოდ გურგენისა და სუმბატის შვილები – ბაგრატი და დემეტრე გადაურჩნენ ბაგრატ მესამის რისხვას, რომლებიც კონსტანტინეპოლში გაიქცნენ და ბიზანტიას შეაფარეს თავი.

რაც შეეხებათ თმოგვის ციხეში გამომწყვდეულ მეფის მამიდაშვილებს, სუმბატი და გურგენი თმოგვის ციხეში გარდაიცვალნენ. ამ მოვლენით დასრულდა კლარჯ ხელმწიფეების ბატონობა და ბაგრატმა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი რეგიონიც შემოიერთა.

დღეს, ძნელია იმაზე საუბარი, უღირდა თუ არა, ამ  ფასად არტანუჯის ციხის შემოერთება ბაგრატ მეფეს. ბუნებრივია, გზა საქართველოს გასაერთიანებლად ია-ვარდებით მოფენილი არ იქნებოდა, უამრავი სისხლი დაიღვარა, სამწუხაროდ. მაგრამ, გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატი ითვლება გამორჩეული ქართული ტაძრების – ბაგრატის, ნიკორწმინდის, ბედიის მაშენებლად, მის სახელს თმოგვში გამომწყვდეული ნათესავების აჩრდილი ყოველთვის თან სდევდა. ამიტომაცაა, რომ საქართველოს გამაერთიანებელი, ტაძრების მაშენებელი, ქვრივ ობოლთა მოწყალე მეფე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაინც არ შერაცხა წმიდანად.

რაც შეეხება ბაგრატ მესამის აღსასრულს... ალბათ სიმბოლურია, რომ ბაგრატ მესამემ სული ფანასკერტის ციხეში დალია. იქ, სადაც ძალიან უყვარდა მას ყოფნა და სადაც მან თავის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო. ბაგრატი მისმა ერთგულმა ერისთავმა ზვიადმა გადმოასვენა და დაკრძალა მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში. 

 

скачать dle 11.3