კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერები და მათი მეუღლეები

2014 წლის იანვარში მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ამერიკელმა ბილ გეითსმა, დაქორწინებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა. 1994 წლის იანვარში იგი მელინდა ფინჩზე დაქორწინდა, არცთუ მომხიბლავ და შეუმჩნეველ გოგოზე, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. გეითსის მსგავსად, ცოლად არამოდელები და არც ლამაზმანები კიდევ რამდენიმე ცნობილ მილიარდერს ჰყავს, რომელთა ოჯახურ წყვილებზეც გაგაცნობთ საინტერესო ამბებს.

კარლოს სლიმ ელუ და იორდანიის დედოფალი

70 წლის კარლოს სლიმ ელუ, მექსიკელი მედიამაგნატი, ბილ გეითსამდე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს ატარებდა. ის ჩართულია მედიაბიზნესში და, ასევე, ფლობს აქტივებს სამრეწველო და საბანკო სექტორებში. ოფიციალურად, კარლოსი არ არის დაქორწინებული, თუმცა, ბოლო 4 წელია, ის იორდანიის დედოფალ ნურის ხვდება. 1999 წელს დედოფალს მეუღლე გარდაეცვალა და იგი, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია ქვეყნის მართვას – 58 წლის მონარქი ამჟამად ძირითადად ქველმოქმედებით არის დაკავებული.

ამანსიო ორტეგა და ფლორა პერეს მარკოტა

ბრენდ „ზარას” დამაარსებელმა და პლანეტის მესამე მილიარდერმა, ამანსიო ორტეგამ, მეუღლე როზალია მერასთან ერთად დაიწყო საქმე ნულიდან – პირველ ნივთებს თავიანთ მისაღებ ოთახში თავად კერავდნენ. 1986 წელს ისინი გაშორდნენ და ამანსიო ორტეგა მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაქორწინდა მეორედ. ფლორა პერეს მარკეტას შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს: ცნობილია, რომ ის ორტეგას ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი იყო, ამჟამად კი ამანსიოს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის ვიცე-პრეზიდენტია.

ალიშერ უსმანოვი და ირინა ვინერი

 რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა, ალიშერ უსმანოვმა, თავისი მომავალი მეუღლე ტაშკენტის სპორტის სასახლეში ნახა პირველად – ალიშერი ფარიკაობაში ვარჯიშობდა, ირინა კი მხატვრული ტანვარჯიშით იყო დაკავებული. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, სანამ ისინი მეორედ შეხვდებოდნენ. ალიშერი უკვე საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო, ხოლო ირინა კი მწვრთნელად მუშაობდა. ირინამ რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი გაუზარდა რუსეთს და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სპორტულ მეცნიერებაში. 

სერგეი ბრინი და ენი ვაჩოვსკი

„გუგლის” ერთ-ერთი დამაარსებლის, სერგეი ბრინის მეუღლე პროფესიით ბიოლოგია. სერგეისა და ენი ვაჩოვსკის გაცნობის ისტორია უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ენის და, სიუზენი, „გუგლში” ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და მან იზრუნა სერგეისა და ენის პირველი შეხვედრის ორგანიზებაზე. ენი და სერგეი საერთო პროექტებზე მუშაობენ. ენი გენეტიკური პრობლემების შესწავლით არის დაკავებული და მისი მთავარი დამფინანსებელი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მეუღლეა.

 

скачать dle 11.3