კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როჟერიო სენი – „სან-პაულო” (41 წლის)

მსოფლიო ფეხბურთში დიდ დროს უთმობენ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების თამაშების შეფასებას, მათი პლუსებისა და მინუსების განხილვას, მათ ნიჭიერებაზე კამათობენ და  თანხმდებიან, რომ მომავალი ვარსკვლავები უნდა გახდნენ, მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობას გამოცდილი ფეხბურთელები უწევდნენ, რადგან, მათი გამოცდილების გაზიარება აყალიბებს ახალგაზრდა სპორტსმენს პროფესიონალად. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ თანამედროვე ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებს, რომლებიც ჯერაც აქტიურ სპორტში მოღვაწეობენ და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნამდვილი სამაგალითო ადამიანები არიან.

როჟერიო სენი – „სან-პაულო” (41 წლის)

ბრაზილიელი გოლკიპერი-ბომბარდირი დღემდე ითვლება „სან-პაულოს” შეუცვლელ მეკარედ, რომლის საიმედო თამაშზე მთელი გუნდია აწყობილი. სენი, გარდა იმისა, რომ კარგი მეკარეა, ასევე, გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირია, იგი იდეალურად ასრულებს პენალტებსა და საჯარიმო დარტყმებს და მიმდინარე სეზონში უკვე გამოიჩინა თავი გატანილი გოლით. გასული წლის ნოემბერში როჟერიო სენიმ 1 116-ე მატჩი გამართა „სან-პაულოს” მაისურით და ამით გაიმეორა და შემდგომ უკვე მოხსნა პელეს რეკორდი, რომელსაც იმავე რაოდენობის მატჩი ჰქონდა ჩატარებული „სანტოსის” რიგებში.

ზე რობერტო – „გრემიო” (39 წლის)

39 წლის ასაკში ბრაზილიელი ზე რობერტო „გრემიოს” ლიდერად ითვლება. კარიერის განმავლობაში ზე რობერტომ მსოფლიო დონის არაერთ კლუბში იასპარეზა („რეალი”, „ბაიერნი”, „ლევერკუზენი”). ის 1998 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა ბრაზილიის ნაკრების რიგებში და ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელთან ერთად ყოფნა მოედანზე დიდი პლუსია დამწყები ფეხბურთელებისთვის.

ალესანდრო დელ პიერო – „სიდნეი” (39 წლის)

იტალიელი „ტიფოზების” კერპი, „იუვენტუსის” ლეგენდა – პინტურიკიო შორეულ ავსტრალიაში აგორებს ბურთს და ამ საქმეს პროფესიონალურად უდგება. დელ პიერო „სიდნეის” ლიდერი და ბომბარდირია, ის საოცარ სპორტულ ფორმაშია და იტალიაში არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, ჩეზარე პრანდელიმ დელ პიერო ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე „სკუადრა აძურას” შემადგენლობაში შეიყვანოს. ალესანდრო დელ პიერო 39 წლის ასაკში ავსტრალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

რაიან გიგზი – „მანჩესტერ იუნაიტედი” (40 წლის)

წარმოგიდგენიათ „მანჩესტერ იუნაიტედი” უელსელი გარემარბის გარეშე? ეს ხომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რაიან გიგზი წელს „მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც რჩება აქტიურ ფეხბურთელად და უკვე მიდის საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. 

ხავიერ ძანეტი – „ინტერი” (40 წლის)

ფეხბურთის  კიდევ ერთი „უკანასკნელი მოჰიკანი”, ლეგენდარული არგენტინელი ხავიერ ძანეტი, ადამიანი, რომელიც უსერიოზულესი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და „ინტერის” ლიდერობა დაიბრუნა. ძანეტის გარეშე „ინტერის” წარმოდგენა შეუძლებელია. კლუბში იცვლებიან ხელმძღვანელები და ფეხბურთელები, ძანეტი კი ხელშეუხებელია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის მუდმივად იქნება გუნდის შემადგენლობაში.

ფრანჩესკო ტოტი – „რომა” (37 წლის)

ჩესკო „რომას” კაპიტანი და მარადიული ქალაქის გმირია. იგი ფენომენალურ თამაშს აჩვენებს და წელს „რომა” ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიის ჩემპიონატში. ფრანჩესკო ტოტი მეორე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებს შორის – მას მხოლოდ ლეგენდარული სილვიო პიოლა უსწრებს, თუმცა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩესკო 40 წლამდე აპირებს თამაშს და, არაა გამორიცხული, რომ მან მოხსნას პიოლას მრავალწლიანი რეკორდი.

скачать dle 11.3