კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იბრაჰიმოვიჩი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

იბრაჰიმოვიჩი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემა „უორლდ სოკერმა” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენის” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლიური 14,67 მილიონი ევროთი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. რეიტინგში ასევე მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი”, 14,4 მილიონი ევრო), რადამელ ფალკაო („მონაკო”, 14,15 მილიონი ევრო), ტიაგო სილვა („პსჟ”, 12,15 მილიონი ევრო), ლიონელ მესი („ბარსელონა”, 10,7 მილიონი ევრო), გარეთ ბეილი („რეალი”, 9,46 მილიონი ევრო), ჩავი („ბარსელონა”, 8,07 მილიონი ევრო), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა”, 8,07 მილიონი ევრო) და ნეიმარი („ბარსელონა,” 7,06 მილიონი ევრო).

 

ირინა შეიკის „გულახდილი” ბიუსტჰალტერი

  ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე სოჭში ჩასული მოდელი ირინა შეიკი თაყვანისმცემლებს ორიგინალური და პიკანტური  ფოტოებით ანებივრებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ათავსებს. „ინსტაგრამში” გამოქვეყნებულ ფოტოზე ირინა ოლიმპიური ფორმის აქსესუარებით პოზირებს, ოღონდ, კეპითა და ხელთათმანებით, რომლებიც ბიუსჰალტერად გამოიყენა. პიკანტური გარდერობის კიდევ ერთ აქსესუარად ლამაზმანმა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი თილისმა – ლეოპარდი გამოიყენა. „ჩემი განსაკუთრებული ოლიმპიური საცურაო კოსტიუმი” – ფოტოს სათაურად მიაწერა ირინა შეიკმა. 

 

პაკიაოს საჩვენებელი გამოსვლა

მსუბუქ წონაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ლეგენდარული ფილიპინელი მენი პაკიაო ამერიკულ ტელეარხ „ფოქსზე” გასართობ გადაცემაში მიიწვიეს, სადაც მას ბალიშებით ჩხუბის გამართვა მოუწია „მის ამერიკა 2013-თან,” ერინ ბროდისთან. მოკრივე და ლამაზმანი რინგზე ორრაუნდიან შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქულებით გამარჯვება ერინ ბროდის ხვდა წილად, რომელსაც ჩემპიონის ქამარი გადაეცა. 

 

მარია შარაპოვას ავტომობილი

Porsche Panamera by Maria Sharapova – ასეთი სახელი აქვს ცნობილი ავტომწარმოებლის მიერ გამოშვებულ ავტომობილს, რომელიც მარია შარაპოვას დიზაინით შეიქმნა კლასიკურ თეთრ ფერებში. ავტომობილის პრეზენტაცია სოჭში მოეწყო ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, შარაპოვამ სოჭში ახალ დარგში სცადა ბედი – ის ამერიკულ ტელეარხ NBC-ს ოლიმპიური თამაშების შესახებ სიუჟეტებს უმზადებს და პარალელურად ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება.

скачать dle 11.3