კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც ადამიანი წყალობას გაიღებს, თუ არსებობს რაიმე საზომი მისი მოქმედების აღსარიცხავად?

პასუხი: ამის პასუხად სქუმიღუმენი საბა შეგვაგონებს: „ვინც მცირედს შესწირავს, ის მცირედსავე იძენს სულიერად“. თუკი ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპით: იოლად გავაჩუქოთ ის, რაც ჩვენ არ გვჭირდება, მაშინ, როგორღა უნდა გვქონდეს უფლის უსაზღვრო მოწყალების იმედი?

კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიაში შესვლისას სანთლის ანთება?

პასუხი: სანთელი ლოცვის სიმბოლოა. ამავე დროს, ის არის გარკვეული შესაწირავი ტაძრისთვის, თუმცა, ტაძარში სტუმრობა ადამიანისთვის არ უნდა იყოს განპირობებული სანთლის შეძენის აუცილებლობით.

კითხვა: არის ტაძრები, სადაც შეუფერებლად ჩაცმული, მაგალითად, მოკლე კაბით, გოგონებს არ უშვებენ. სწორია თუ არა ასეთი საქციელი?

პასუხი: როდესაც ადამიანი ღმერთის სალოცავში შედის, შესაფერისი სამოსი უნდა ეცვას. ზედმეტად ექსტრავაგანტური ან შილიფი ჩაცმულობა შეურაცხმყოფელია ეკლესიისთვის. ტაძარში ადამიანი თავისდა უნებურად არ უნდა გახდეს უკეთურ ზრახვათა საცთური სხვებისთვის. ეს ყველა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს.

კითხვა: ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს, მოსთხოვოს სხვას სიმართლის დასამტკიცებლად დაფიცება?

პასუხი: რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი ცოდვაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ის, რომ თვითონ დაიფიცოს. როგორც მაცხოვარი გვმოძღვრავს: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო – ჰო, არა  – არა“ (მათე 5.37).

скачать dle 11.3