კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

პატერიკი ჯადოქრობის შესახებ

ერთი თავზეხელაღებული და გარყვნილი ეგვიპტელი კეთილშობილი, მეოჯახე ქალისადმი ვნებით აღეგზნო. მანდილოსანი ქმრის ერთგული იყო, და როცა ვერანაირი დაპირებით ქალის დაყოლიება ვერ შესძლო, უსირცხვილო კაცმა გადაწყვიტა, დასახმარებლად ჯადოქრისთვის მიემართა. მან გრძნეულს უთხრა: „ისე გააკეთე, რომ ან შევუყვარდე, ან კიდევ ქმარმა მიატოვოს“. ჯადოქარმა ავხორცი კაცისგან შესაფერისი გასამრჯელო მიიღო და საქმეს შეუდგა. როდესაც გრძნეული უძლური აღმოჩნდა, ქალის გულში გარყვნილი კაცისადმი სიყვარული გაეღვიძებინა, გადაწყვიტა, სხვა ხერხისთვის მიემართა და იმას მიაღწია, ვინც ამ მანდილოსანს შეხედავდა, ყველას ცხენად ეჩვენებოდა. საღამოს ოჯახში დაბრუნებულმა ქმარმა ცოლი ცხენის პირისახით რომ დაინახა, მოჯადოებული ქალი წმიდა მაკარ ეგვიპტელს მიჰგვარა. წმინდა მამამ წყალი აკურთხა და ქალს თავზე გადაასხა: ილოცა, რომ ყველას უწინდელი სახით ეხილა. ქრისტესმიერმა მონამ კი გამომშვიდობებისას შემდეგნაირად დაარიგა ქალბატონი: არასოდეს შეწყვიტო ეკლესიაში სიარული, არ შეწყვიტო ქრისტეს წმიდათა საიდუმლოთა ზიარება. უბედურება თავს იმიტომ დაგატყდა, რომ უკვე ხუთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ეზიარე ქრისტეს წმიდა ხორცსა და წმინდა სისხლსო.

ღვთივსათნო და ღმრთისმოყვარე ადამიანზე ჯადო არ ჭრის

ერთ ძმას ეშმაკის შემასმენლობით ღირსი მამა ათანასე ათონელისადმი ზიზღი აღძვროდა და მისი მოკვლა განეზრახა, მაგრამ არ იცოდა, მზაკვრული გეგმა როგორ განეხორციელებინა. გადაწყვიტა, ჯადოქრობისთვის მიემართა, მაგრამ ბოროტი ძალა ღირსი მამის წინაშე უძლური ხდებოდა და წმიდა ათანასე ყოველთვის უვნებელი რჩებოდა. უბედური, შურით აღვსილი ბერი ერთხელ ერთ-ერთ ძმას შეეკითხა: „ადამიანებზე ჯადოს ზემოქმედების ძალა აქვს თუ არა?“ ძმამ უპასუხა: „კეთილშობილი და ღმრთისმოყვარე კაცის მიმართ ყველა სახის ჯადოქრული ქმედება უძლურია“. ამ სიტყვების გაგონებისთანავე, სიბოროტით შეპყრობილი ბერი გონს მოეგო. მას გაგონილი ჰქონდა, წმიდა მამის შემწყნარებელი და უბოროტო ხასიათის შესახებ. მისკენ გაეშურა, ფეხებში ჩაუვარდა, ცოდვა აღიარა და პატიება შესთხოვა, რაც მიიღო კიდეც. წმიდა მამა ათანასე ათონელიც მიმტევებელი იყო ყველას მიმართ, როგორც სამყაროს კეთილდღეობისთვის ჯვარცმული მაცხოვარი.

 

скачать dle 11.3