კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიქრობს თუ არა ქალი სხვა მამაკაცზე, როცა ქმარი უყვარს

შეიძლება თუ არა, დაიბრუნო ძველი სიყვარული, განიცადო ერთხელ განცდილი გრძნობა ხელმეორედ და, თანაც, იყო ბედნიერი?! ალბათ, შეიძლება. ჩვენ ხომ ინდივიდები ვართ და საკუთარ ცხოვრებასაც ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვალაგებთ. თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წარსულისკენ შებრუნება და მისი რეალობაში ნოსტალგიურად გადმოტანა, უფრო ხშირად, საკმაოდ ნეგატიური შედეგებით მთავრდება.

რატომ ნანობს ზოგიერთი ქალი წარსულის დაბრუნების მცდელობას და აქვს თუ არა სუსტი წერტილი სუსტ სქესს?

 

მირანდა (37 წლის): შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ პრობლემა თავადვე შევუქმენი საკუთარ თავს. პრინციპში, ასეც არის, მაგრამ, რაც მოხდა, საერთოდ გაუცნობიერებლად ჩავიდინე. ახლა ძალიან მიკვირს, ეს როგორ და რანაირად დავუშვი-მეთქი, თუმცა, უკვე ძალიან გვიანაა. გულზევე ვარ შემომწყრალი. მას ვადანაშაულებ მომხდარში. რამდენჯერ მომისმენია, უთქვამთ: ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და მეღიმებოდა ხოლმე. შეიძლება, იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი ამ სიტყვების აზრს, სანამ მე არ დამემართა და არ მივხვდი საკუთარ მაგალითზე. დღეს დამრჩა დიდი ტკივილი, რომელსაც ვეღარაფერს ვუშველი. იცით, როგორ იყო საქმე? ახლა ყველაფერს დეტალურად ვიხსენებ და ვაცნობიერებ იმას, რომ ძალიან, ძალიან დავაშავე. კოშმარია საკუთარი დანაშაულის განცდასთან შეგუება. მიჭირს ასე ცხოვრება იმ ტვირთის ქვეშ, რომელიც, ერთხელაც იქნება, გამსრესს… ჩვეულებრივი დილა იყო, არაფრით გამორჩეული… საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მალე ჩემი მშვიდი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა და თავდაყირა დადგებოდა. სამსახურში მეჩქარებოდა. ქმარი ვასაუზმე და გავუშვი თავის საქმეებზე. იმ წუთში რომ გეკითხათ, მე მასზე ძვირფასი არავინ მყავდა და რეალურად ასეც არის.

გამოვედი ქუჩაში და პირისპირ შევეჩეხე მამაკაცს, რომლის არსებობაზეც დიდი ხანია, აღარ ვფიქრობდი, თუმცა, იყო დრო, როცა არანორმალურად, ჭკუიდან შეშლამდე მიყვარდა. მტანჯავდა კიდეც მისი სიყვარული.

– რამდენი წელი იყო გასული, რაც არ გენახათ?

– თორმეტი წელი. ძალიან ბევრია, ხომ? თურმე, ასეთი ხანგრძლივი განშორება ყოფილ შეყვარებულთან გაცილებით მძიმე ყოფილა.

– რას გულისხმობთ?

– გიყვებით ჩემს ამბავს, დასკვნები კი თავად გააკეთეთ. მოკლედ, შევხვდი და ამ ფაქტს უკვე ვერაფერს მოვუხერხებდი. გულახდილად გეტყვით, იმდენად მოულოდნელი იყო მისი დანახვა, რომ, არ ვიცი, რა ვიგრძენი. მგონი, საერთოდ არაფერი. იდგა და მათვალიერებდა: შენ საერთოდ არ შეცვლილხარ… არა, შეიცვალე, ოღონდ, უკეთესობისკენო. თვალები უცნაურად აუბრჭყვიალდა და უცებ ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა – ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა, ჩვენი ურთიერთობის ყველა დეტალი თუ ეპიზოდი. კადრები ისე სწრაფად იცვლებოდა და ისე ცხადად ვხედავდი ამ წარსულის კინოფილმს, რომ ლამის ცუდად გავხდი. მუხლები ამიკანკალდა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი. იცით, რა მოხდა? – რაღაც ჯადოსნური ფანტასმაგორია, გარდასახვა, რომელმაც მთლიანად შთანმთქა. თავი ისევ პატარა გოგოდ ვიგრძენი – ცელქ, თავისუფალ, შეყვარებულ გოგონად, რომელიც, შეიძლება, ლამაზი არ იყო, მაგრამ, შინაგანი შუქითა და სიყვარულით ისე ანათებდა, ყველას აჯადოებდა თავის გარშემო.

– ქმარი საერთოდ არ გაგახსენდათ?

– როგორ არ გამახსენდა! გამოფხიზლების ხანმოკლე პერიოდი მქონდა და გამიკვირდა კიდეც: რა ხდება? მე ხომ ქმარი მყავს, რომელიც მიყვარს? ორ შვილს ვზრდით, ბედნიერები ვართ… რა მინდა ამ კაცთან, რატომ მიზიდავს, ხომ ყველაფერი მორჩა და ეს ემოციები საიდან მოვიდა-მეთქი.

მაგრამ… რა დავარქვა ამას, არ ვიცი… ისიც დამნაშავეა – ამჩატდა და მაქსიმალურად გამოხატა ის, რომ ამ შეხვედრამ გულგრილი არ დატოვა. თუმცა, მას დასაკარგავიც იმდენი არ ჰქონდა, რამდენიც მე. ხომ იცით, კაცების შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივად არის ხოლმე. ეგრევე დამიწყო ხვეწნა, კიდევ შევხვდეთო. ჩვენ ხომ ახლა უბრალო მეგობრები ვართ, უბრალოდ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთო. ქალს არ აქვს უფლება, იყოს სუსტი და ემოციებს, ვნებას აყოლილი. შეიძლება, ვიღაც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ, იმათ ცხოვრების სხვა წესი და სხვა მენტალიტეტი აქვთ.

– ქმარი ხომ გიყვარდათ?

– რა თქმა უნდა, მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. ეს სულ სხვა რამეა, აბსოლუტურად სხვაა იმასთან შედარებით, რაც ჩემს ყოფილ შეყვარებულთან განვიცადე და, მიმაჩნია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ვნებას არანაირი კავშირი არა აქვს სიყვარულთან.

– ანუ, სიყვარული ვნებას არ გულისხმობს?

– სიყვარული კი გულისხმობს ვნებას, მაგრამ, ვნება არ გულისხმობს სიყვარულს. რამე გაუგებრად ვთქვი? გონების თვალით რომ უყურებ ამ ყველაფერს, გაცილებით მარტივია და გასაგები. თავს დღემდე ვკიცხავ – რატომ დავთანხმდი შეხვედრაზე-მეთქი. ისევ დავივიწყებდი და ის იქნებოდა. მართალია, შეიძლება, ცოტა გავწვალებულიყავი, რადგან, წარსულის გაცოცხლებამ ძალიან ამაფორიაქა, მაგრამ, ჩემს ახლანდელ მდგომარეობასთან შედარებაც არ შეიძლება. იმავე დღეს, სამსახურის შემდეგ შევხვდით. ქმარს დავურეკე და პირველად მოვატყუე – მნიშვნელოვანი შეხვედრა დაიგეგმა და აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. ეჭვიც არ შეჰპარვია.

– რატომ სიმართლე არ უთხარით, უკვე გრძნობდით, რომ აშავებდით?

– არა, ასე ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა მეთქვა ქმრისთვის, ძველ შეყვარებულს ვხვდები-მეთქი. უცებ ვიფიქრე, მე რას ვიზამდი, იგივე რომ ეთქვა თვითონ – გადავირეოდი ნამდვილად. ამიტომ, უაზრო უსიამოვნებას მოვერიდე. თუმცა, ვაღიარებ იმასაც, რომ, შეიძლება, ქვეცნობიერში მაინც იყო დანაშაულის განცდა. ვაიმე, როგორი რთულია ეს ყველაფერი! ძალიან მიჭირს საუბარი. დამნაშავე ვარ, არ უნდა მიმეხედა უკან და არ უნდა მოვპოტინებოდი არარსებულს. ილუზიებზე და აჩრდილებზე გამოკიდებას ყოველთვის მძიმე შედეგებამდე მივყავართ. საბედისწერო ვნებას ავყევი – სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. სულ ვეკითხები საკუთარ თავს: რა მაკლდა ქმართან ურთიერთობაში, რომ ასე ადვილად ვუღალატე? პასუხი არ მაქვს. თუმცა, ეს უფრო საკუთარი თავის ღალატი იყო, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია.

– თქვენი სიყვარული რატომ არ შედგა? წლების წინ რატომ დაშორდით?

– რომ გითხრათ, პატარები ვიყავით-მეთქი, ძალიან სასაცილო ვიქნები, იმიტომ რომ, 25 წელი არ არის ის ასაკი, როცა პასუხისმგელობა გაცნობიერებული არ გაქვს. ისედაც, ნებისმიერ ასაკში, ადამიანმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ საქციელზე. მოკლედ, არ აეწყო, სადღაც ავცდით ერთმანეთს. მეტისმეტად პრეტენზიული და ზოგჯერ აგრესიულიც იყო. ეჭვიანობდა, თვითონ კი სადაც უნდოდა, იქ დადიოდა…

– ეს ყველაფერი არ გაგახსენდათ, როცა მას შეხვდით? რატომ გაააქტიურეთ მხოლოდ პოზიტიური მოგონებები?

– არ ვიცი. მეც ამას ვეკითხები საკუთარ თავს: რატომ მოხდა ასე? რამ ამამჩატა და გამასულელა? თეთრი ვარდების თაიგულით გამომეცხადა და ძვირად ღირებულ კაფეში დამპატიჟა. ვერ ვიტყვი, რომ ქმარი არ მიყიდდა ყვავილებს ან კაფეში არ წამიყვანდა, რომ მეთხოვა… მაგრამ, უნდა მეთქვა და შემეხსენებინა, რომ მე მარტო ცოლი კი არა, ქალიც ვარ, რომლისთვისაც ასეთი რომანტიკა სასიცოცხლოდ აუცილებელია. შეიძლება, სისულელეს ვამბობ, მაგრამ, ერთი და იგივე მამაკაცი განსხვავებულად ექცევა ერთსა და იმავე ქალს – ჯერ შეყვარებულის, მერე კი ცოლის ამპლუაში მყოფს. დამეთანხმეთ, რომ ასეა. თუმცა, მე ეს მაინც არ მამართლებს, არც ის მამართლებს, რომ ცოტა კონიაკი დავლიე… ის არ ჩუმდებოდა, დაუსრულებლად იხსენებდა ჩვენი ერთად ყოფნის საუკეთესო ეპიზოდებსა და მომენტებს. გამაბრუა – ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას სხვა სახელს ვერ ვუწოდებ. მერე ჩემკან დაიხარა და უცებ ტუჩებით შემეხო… მაშინ რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ არავინ არასდროს მყვარებია ამ მამაკაცის მეტი-მეთქი.

–– თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

– არ ვიცი. გულწრფელად გელაპარაკებით. მართლა არ ვიცი. შოკირებული და გაოგნებული ვარ. ვნებამ მთლიანად „გადამყლაპა“. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საკუთარ პატიოსნებაში და, უცებ, აბსოლუტურად გამაოგნებელი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. ისე გამიტაცა ამ ვნებამ, რომ კინაღამ ოჯახის დანგრევა მაფიქრებინა. სიზმარში მყოფივით ვმოქმედებდი. ვეღარ აღვიქვამდი რეალობას. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს კაცი ბედისწერა იყო ჩემი და, იმიტომ დაბრუნდა, რომ უკვე სამუდამოდ ერთად ვყოფილიყავით.

– ანუ, აპირებდით ქმრისთვის ყველაფრის თქმას?

– დიახ და, კიდევ კარგი, რომ ვერ მოვასწარი – ამით ცხოვრებას დავინგრევდი და ჩემს შვილებს საშინელ მდგომარეობაში ჩავაყენებდი. როგორ შემეძლო, დამევიწყებინა, რა ბედნიერი ვიყავი ქმართან ამ თორმეტი წლის განმავლობაში და როგორი შეკრული, მეგობრული ოჯახი მქონდა.

ერთბაშად გაირკვა, რომ მას ცოლი ჰყავდა, თანაც მესამე და მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა ჩემთან სერიოზული ურთიერთობა. ძლივს ავაწყვე ცხოვრება. ჩემს ახლანდელ ცოლს ბევრი ფული აქვს. სახლიც მისია და მანქანაც. სულელი ვიქნები, ამ ყველაფერზე უარს თუ ვიტყვიო. ეგრევე გემოვფხიზლდი და მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი ქმარი მიყვარდა, მხოლოდ მასთან ვიქნებოდი ბედნიერი. ახლა თავს მოღალატედ ვგრძნობ და მძულს ჩემი სულელი „მე“. ვეტყვი თუ არა ჩემს ქმარს ამას? – ალბათ, ვერა. ვერასოდეს და, სიცოცხლის ბოლომდე ასე დამძიმებული სინდისით მომიწევს ცხოვრება.

 

скачать dle 11.3