კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მალავდა თამთა შედანია 8 თვის განმავლობაში ორსულობას და ვინ გახდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმული

წარმატებული მოდელი და „მის საქართველო” თამთა შედანია დაახლოებით ერთ თვეში გოგონას დედა გახდება. ბავშვის მამა თამთას შეყვარებული ერეკლე მანგოშვილია, რომელთანაც თამთას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ თამთას ფეხმძიმობის შემსახებ დიდი ხანია ვიცი, თითქმის იმ დროიდან, როცა თამთამ ეს არაჩვეულებრივი ამბავი გაიგო, მისი თხოვნა გავითვალისწინე, არაფერი დავწერე და ამის შესახებ ჩვენს მკითხველს მხოლოდ ახლა ვესაუბრებით. 

 

თამთა შედანია: „მის საქართველოს” ისტორიის განმავლობაში მე ვიყავი ყველაზე გრძელვადიანი „მის საქართველო” – ორი წელი მომიწია ამ ტიტულისა და გვირგვინის ტარება, რადგან, ცოტა გვიან ჩატარდა კონკურსი. ახლა, სცენაზე  რომ ავედი, საოცარი გრძნობა დამეუფლა, დავიბენი კიდეც, ისე ვნერვიულობდი, თითქოს ჩემთვის უნდა დაედგათ თავზე ხელმეორედ გვირგვინი. ახალი „მის საქართველო” გამორჩეული და ღირსეული კანდიდატია, ჩემი ფავორიტი იყო. 

– როგორი იყო ეს ორი წელი შენთვის? 

– ორ კონკურსზე მომიწია გამგზავრება, როგორც „მის მსოფლიოზე”, ასევე, „მის სამყაროზე,” ლას-ვეგასში, სადაც ვერ მივაღწიე წარმატებას, მაგრამ, დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი მეგობარი შევიძინე. მიხარია, რომ მომეცა შანსი სილამაზის ორ უდიდეს საერთაშორისო კონკურსზე წავსულიყავი და მენახა ორი ულამაზესი ადგილი: ლას-ვეგასი და ბალი. 

– ბალიზე ყოფნისას უკვე ფეხმძიმედ იყავი? 

– დიახ, თუმცა, მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რომ ჩამოვედი, მერე გავიგე. სხვათა შორის, სილამაზის კონკურსების ისტორიაში ასეთი ფაქტი მოხდა: 1984 წელს „მის მსოფლიოზე” გამოდიოდა კონკურსანტი, რომელიც ფეხმძიმედ იყო და მალავდა. საბოლოოდ ის მეოთხე ადგილზე გავიდა. გავიდა 20 წელი, მისი გოგონა, რომელზეც იმ დროს ფეხმძიმედ იყო, გახდა „მის მსოფლიო” და სწორედ მაშინ გაჟღერდა ეს ინფორმაცია. 

– შენი შვილიც არ გახდეს „მის მსოფლიო”! 

– შეიძლება. ვნახოთ, რა იქნება. იმ გოგონასგან განსხვავებით, მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ამის არანაირი სიმპტომი არ მქონია. თან, 40 საათის განმავლობაში მომიწია ფრენა, მერე ბალიზე 39 გრადუსი სითბო დამხვდა. თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში ვერაფერს ვჭამდი, რადგან, ძალიან ცხარე კერძები ჰქონდათ და პირს ვერ ვაკარებდი, მხოლოდ ხილითა და სალათის ფოთლებით ვიკვებებოდი. სულ ვამბობ: იმდენი რაღაც გადაიტანა ჩემმა შვილმა, გამძლე და ყოჩაღი გოგონა იქნება-მეთქი.  

– დიდი ხანია შენ და ერეკლე შეყვარებულები იყავით, ერთად ცხოვრობდით. გეგმაში გქონდათ ბავშვის გაჩენა თუ ეს თქვენთვისაც სიურპრიზი იყო? 

– მე და ერეკლეს დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვგეგმავდით იმას, რომ ჩვენს ურთიერთობაში მესამე ადამიანი შემოსულიყო. მესამე თვე რომ მთავრდებოდა, მაშინ გავიგე, ორსულად რომ ვიყავი. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აბორტების, ყველაფერი ღმერთის ნება იყო. დიდი სიხარულით ველოდები, როდის დაიბადება. 

– როდის დაიწყე იმის გაცნობიერება, რომ შენს სხეულში პატარა არსება ცხოვრობს? 

– თავიდან ცოტა მიჭირდა გაანალიზება. არანაირი ტოქსიკოზი არ მქონია, არაფერზე არ მქონია გართულება, არც ზედმეტი მოთხოვნილებები არ გამჩენია. მეშვიდე თვეს, მუცელი რომ დამეტყო, მაშინ გავაანალიზე ყველაფერი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ბავშვი დაახლოებით 20-21 კვირაში იწყებს მოძრაობას. ჩემი შვილი, თურმე, დიდი ხანია მოძრაობდა, მაგრამ, მეგონა ეს საკვების მიღების შემდეგ გამოწვეული დისკომფორტი იყო. თან, ყველაფერი წაკითხული მქონდა, რაც უნდა იცოდეს მომავალმა დედამ და, მიკვირდა, რატომ არ მოძრაობს-მეთქი. მეექვსე თვის ბოლოს, როდესაც ექოსკოპიაზე მივედი, ჩემს ექიმს ვუთხარი, ვერ ვგრძნობ ბავშვის მოძრაობას-მეთქი. რას ნიშნავს, ვერ გრძნობ, წინა ექოსკოპიაზე მარჯვნივ იყო, ახლა მარცხნივ არისო. მეშვიდე თვეში უკვე აშკარად მომიკაკუნა და იმ დღიდან უფრო მეტად დავიწყე ჩემი მდგომარეობის გაცნობიერება, აშკარად ვგრძნობდი მუცელში ბავშვის გადაადგილებას. 

– როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც ბავშვის სქესი გაიგე? 

– ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ გოგონას ველოდებოდი. სულ მინდოდა, პირველი შვილი გოგონა მყოლოდა, თან, ვიცოდი, რომ აუცილებლად მიას დავარქმევდი. ჩემს ბავშვობაში კოლეჯის გოგონებზე სერიალი გადიოდა და იქ ერთ გოგონას ერქვა მია, ქერა იყო და ცისფერთვალება. ჩემი შვილიც ყოველთვის ქერა და ცისფერთვალება მყავდა წარმოდგენილი. მე, რომ გავჩნდი, ისეთი ქერა იყავი, თავზე თმა რომ მქონდა, საერთოდ არ მემჩნეოდა. ერეკლეც ასეთი ყოფილა. ლოგიკურად, ბავშვი ქერა უნდა იყოს. ოღონდ, თვალის ფერზე სულ ვკამათობთ. ერეკლეს თაფლისფერი თვალები აქვს, მე – ცისფერი და, ძალიან მინდა, ჩემს შვილსაც გამოყვეს ცისფერი თვალები. თუმცა, მთავარია, ჯანმრთელი გაჩნდეს. როდესაც ერეკლემ გაიგო, რომ გოგონას ველოდებოდი, გაშეშდა, ბოლომდე ვერ იაზრებდა. ექოსკოპისტმა შიგნით რომ შემოიყვანა და უთხრა, ქალიშვილს ელოდებითო, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა.. მის სამეგობროში პირველი შვილი ყველას გოგონა ჰყავს და ეუბნებოდნენ, გოგო მამისთვის მაინც სულ სხვაოო. თან, პირველი ბიჭი ჰყავს და, უნდოდა, რომ მეორე გოგონა ჰყოლოდა. 

– ექოსკოპისტები ექოსკოპიის გადაღებისას ხშირად ამბობენ, ბავშვი დედას ჰგავს ან მამასო. შენ რას გეუბნებიან? 

– მხოლოდ ერთხელ, როდესაც ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მაშინ ვნახე ექოსკოპიაზე სახე გამოკვეთილად. მითხრეს, ულამაზესი პროფილი აქვსო. იმის შემდეგ ისე გაიზარდა, ისეთი გრძელი კიდურები აქვს, რომ სულ სახეზე აქვს აფარებული და სახეს ვერ ვხედავთ.

– „მის საქართველოს” ჩატარებამდე არ ამხელდი შენი ორსულობის ამბავს. რატომ მალავდი, ზედმეტ კითხვებს არიდებდი თავს? 

– ეს იმდენად პირადულია, რომ, არ მინდოდა ამით, ანუ, ჩემი ორსულობით გამეკეთებინა პიარი. მუცელი ტოცათი რომ გამეზარდა, დამალვას აღარ ჰქონდა აზრი. მანამდე რატომ უნდა სცოდნოდა ეს მთელ საქართველოს? ამიტომაც ვმალავდი. თან, მუცელი არც მემჩნეოდა და მე ხომ არ დავიწყებდი ლაპარაკს, ორსულად ვარ-მეთქი. თორემ, ვინმეს რომ შეემჩნია და ეკითხა, რა თქმა უნდა, არ დავმალავდი. 

– საერთოდ არ ხარ გასუქებული, ძალიან გიხდება ფეხმძიმობა. 

– მთელმა ორსულობამ ძალიან კარგად, მშვიდად ჩაიარა. ექვს თვემდე სულ გადაღებებზე ვიყავი, გადარბენებზე და, რამდენჯერაც მივედი ექიმთან კონსულტაციაზე, სულ მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი მეცვა. ჩემი ექიმი ამაზე ძალიან ნერვიულობდა: ისეთი დღე არსებობს, რომ სახლში დაისვენოო?! მერე ცოტა გადავიღალე, ტონუსის ნიშნები მქონდა მსუბუქად და, მივხვდი, დასვენება მჭირდებოდა. ამის შემდეგ უფრო დავმშვიდდი, არ გავდიოდი არსად. ფეხით დავდივარ ბევრს. სწორად ვიკვებები, ვიღებ დიდი რაოდენობით თევზს, ბოსტნეულს, წვენებს, მოხარშულ ხორცს; ტკბილეულს და ცომეულს ვერიდები.  ახლა ორსულის ვარჯიშებიც დავიწყე და, იმედია, მშობიარობა არ გამიჭირდება.

– როდის ელოდები შვილს? 

– მარტის 20-იდან, 3 აპრილია მაქსიმუმი. ძალიან მინდა, ბავშვი დაიბადოს 4 აპრილს – 4.04.2014 წელს. ვნახოთ, რა იქნება. ერთი რამ ვიცი: ბავშვი რომ დაიბადება, სამოდელო კარიერას აუცილებლად განვაგრძობ, ამიტომაც, ვცდილობ, ძალიან არ მოვიმატო, რომ მერე ადვილად შევძლო ფორმაში ჩადგომა. ყველაზე მზრუნველი დედა ვიქნები. სხვისი შვილები ისე ძალიან მიყვარს, წარმომიდგენია, ჩემს შვილზე რა დამემართება. სანამ ცოტა არ წამოჩიტდება, მარტოს არ დავტოვებ. ცოტა შიშის გრძნობა მაქვს მშობიარობის, რა მოჰყვება ამას... ბავშვის გაზრდაზე ვფიქრობ ბევრს. დედა აუცილებლად დამეხმარება. მინდა, ავიყვანო ბავშვის მედდა, რომელიც მასწავლის ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს. მაქსიმალურად ვეცდები, ყველაფერი თვითონ გავუკეთო და ავარიდო ძიძა. თუმცა, შეიძლება, დამჭირდეს ძიძის აყვანა, მაგრამ, მინდა მე მოვუარო. რაც შეეხება სამოდელო კარიერას, დღემდე შენარჩუნებული მაქვს სერიოზული კონტაქტები. უბრალოდ, ახლა „ბრეიქ თაიმი” მაქვს აღებული. აუცილებლად ვეცდები, ამ სფეროში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, დიდ წარმატებას მივაღწიო. თან, უკვე სხვა სტიმული მაქვს, სხვანაირად შევხედე ცხოვრებას – ჩემი მიზანი ჩემი შვილი გახდა და, მინდა, მისთვის გავაკეთო ყველაფერი. 

 

скачать dle 11.3