კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეხვეწებოდა გიორგი ცაავა კრისტი ყიფშიძეს, სასწრაფოდ შვილი გააჩინეო

კრისტი ყიფშიძე ბევრი დამწყები ხელოვანისთვის აღმოჩნდა გზის გამკვლევი შოუ-ბიზნესში. რატომღაც, ისე ხდება, რომ, ვისთანაც ის საქმიან ურთიერთობას დაიწყებს ან ვისაც შეაქებს, ის ადამიანი საკმაოდ დიდი წრისთვის ხდება მისაღები. დარწმუნებული ვარ, ფოტოგრაფი გიორგი ცაავა აუცილებლად იპოვიდა საკუთარ გზას და თავის შემოქმედებას გააცნობდა ფართო საზოგადოებას, თუმცა, კრისტი ყიფშიძემ ეს პროცესი დააჩქარა და ის მოკლე დროში გახდა „ვარსკვლავების” ფოტოგრაფი.

 

 კრისტი ყიფშიძე: ჩემთვის ფოტოგრაფია და ფოტოობიექტივი საერთოდ რას ნიშნავს, ხომ იცი?! კარგი ფოტოგრაფობა კარგ ხედვას, კარგ კამერას არ ნიშნავს. მთავარი ადამიანია, ფოტოს გადაღებამდე და მას შემდეგ მასთან ურთიერთობა. მისი დამოკიდებულება საქმისადმი, ენერგეტიკა აუცილებლად გადადის ფოტოზე. როდესაც მუშაობას ვიწყებ, მავიწყდება აბსოლუტურად ყველა პრობლემა, განწყობა, რა მაწუხებს ან მტკივა იმ მომენტში, რა ამინდია... გიორგი სწორედ ის ფოტოგრაფია, ვისთან მუშაობაც ძალიან მიყვარს. ის დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიცანი – ერთ სააგენტოში დავდიოდით, მე რაღაცეებს ვასწავლიდი, გიორგი ფოტოებს იღებდა. მერე, რაღაც პერიოდი, ჩემი ხედვის არედან დაიკარგა, მხოლოდ „ფეისბუქით” თუ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ისიც იშვიათად. ერთმანეთს „ცეკვავენ ვარსკვლავების” პერიოდში დავუახლოვდით, უფრო სწორად შოუს პრომოს გადაღებისას. ტაბიძეზე „დაუნთაუნში” ვიყავით. მე რაღაც ბრჭყვიალა, რეტრო სტილის კაბა მეცვა, აჩიკო მეფარიძე დიდი შლაპით იყო და რეტრო ფოტოები გადავიღეთ. ჩვენი ვარსკვლავები სულ ეჩხუბებოდნენ: გაწიე კამერა, ნუ მიღებ, ახლა ცუდ ფორმაში ვარო, არადა, გიორგი თავის საქმეს აკეთებდა. მე კიდევ, ხომ იცი, როგორ ვარ – ოღონდ აპარატი დავინახო და მართლა ყველაფერი მავიწყდება. 

გიორგი ცაავა: იმდენ ხანს ვიღებდით, რეჟისორი კიოდა, კრისტი სად არისო.

კრისტი: გადავიღეთ და, ფოტოები სოციალურ ქსელში რომ დავდე, რამდენიმე წუთში გიორგი „ფეისბუქზე” ყველამ დაიმატა მეგობრებში. შემდეგ უკვე დაიწყო კონცერტები, სადაც აღმოვაჩინე, რომ მწვანე ოთახში ძალიან მაგარი განათება იყო, გაჩახჩახებული იყო მთელი ოთახი, თან, ლამაზი კლასიკური ავეჯი, არაჩვეულებრივი რეკვიზიტები გადაღებისთვის. მოვკიდე გიორგის ხელი და დავიწყეთ გადაღება. სულ დამავიწყდა რომ ცეკვა მაქვს, ლაივია (იცინიან)... მერე,  უკვე ინტერნეტში რომ დაიდო ეს ფოტოები   და ატყდა ამბავი, იმის შემდეგ აღარ ჩამცხრალა. „ფეისბუქზე” ცალკე ალბომი მაქვს გაკეთებული – „გიორგი ცაავა დენსინგ ვიზ ზი სტარს”. ყველა ლაივზე, ყველა თემაზე, ყველა კაბაში ზუსტად იმ სახესა და ხასიათს იჭერდა, რაც ჩაფიქრებული იყო. სერიოზული ფოტოსესიები გვაქვს გადაღებული, თან, უსწრაფესად. სულ „კრისტის” ყვიროდნენ, სულ გვეძებდნენ.

– როგორ მოხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში”?

გიორგი: ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელმაც შემომთავაზა მუშაობა. დიდი მადლობა ნოე სულაბერიძეს, რომ მომცა შანსი და ყველა მის პროექტზე უკვე მე ვმუშაობ. 

– ვარსკვლავები ცუდად იქცეოდნენ, ესე იგი...

კრისტი: არა, რას ამბობ... ფოტოები რომ დავდე, მეორე დღეს რიგი დადგა მწვანე ოთახთან, აღარავის ახსოვდა, რომ ლაივი იყო (იცინის). მხოლოდ მონაწილეები კი არა, მთელი თანამშრომლები, პროდიუსერები, ხმის რეჟისორები, კაცები, ქალები დასდევდნენ გიორგის – გადაგვიღეო. მეორე დღეს „ავატარად” ყველას გიორგის ფოტო ჰქონდა გადაყენებული (იცინის).

გიორგი: თხოვნა როგორი იყო, იცი?! „აუ, კრისტის რომ მაგარ ფოტოებს უღებ, ეგეთი გადაგვიღე, რა!”

კრისტი: „კრისტის რომ ლამაზს აჩენ, ეგეთი მინდა”... 

გიორგი: მერე ვახსენებდი, როგორი იყო, რომ მებრძოდით გადაღების გამო და მაგდებდით-მეთქი. იცის ადამიანმა მუშაობა, უყვარს ფოტოაპარატი და ძალიან მაგარიც გამოდის-მეთქი.

კრისტი: ხალხო, ეს ჩემი საქმეა. არ მაქვს უფლება, რომ ფოტო ცუდი გამოვიდეს და, თუ გამომივა, ესე იგი, ამ საქმეს თავი უნდა დავანებო. 

– მე შენი სახელი ნინი ბადურაშვილის ქორწილის შემდეგ გავიგე. ნინის ქორწილის მიმართ ძალიან დიდი ყურადღება იყო – ვის კაბას ჩაიცვამდა, ფოტოებს ვინ გადაიღებდა...

გიორგი: „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ყოფნისას გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა „ფეისბუქზე” ეგრეთ წოდებული „ლაიქ ფეიჯი”. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ეს საქმე. კრისტის ფოტოებმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ნინი ბადურაშვილის მერე საერთოდ ყველა რეკორდი მოვხსენი. მისი ქორწილის მიმართ ძალიან დიდი იყო საზოგადოების ინტერესი და, როგორც კი ქორწილის ფოტოები დავდე, ლაიქების რაოდენობა უზომოდ გაიზარდა. ქორწილის ფოტოების პოსტს რამდენიმე დღეში 56 ათასი ნახვა ჰქონდა. აქედან დაიწყო უკვე ქორწილის შეკვეთები და ყველა იმას მეუბნებოდა: ის ბიჭი არ ხარ, ნინი ბადურაშვილს რომ გადაუღეო?! 

– დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასევე, შენმა პროექტმა – „ჩემი პირველი ახალი წელი”, სადაც ვარსკვლავების შვილები გყავს გადაღებული.

– ეს სერია ჩემი შვილიდან დაიბადა...

კრისტი: ძალიან მაგარი გადაღებულია. თან, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის გადაღება ურთულესია. 

გიორგი: სულ ვფიქრობდი, რომ შვილების სიყვარულის თემა ცოტა გადაჭარბებული იყო, მაგრამ, როდესაც ჩემი ელენე გაჩნდა, მივხვდი, რომ ცოტაც კია, რასაც შვილის სიყვარულზე ამბობენ. მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ამ ადამიანით ვცხოვრობ, მაგიჟებს. მისი გაჩენის წუთიდან მობილიზებული ვიყავი, რომ ყველა ის განსაკუთრებული წუთი დამეჭირა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ფოტო ისაა, რითაც მის მიმართ სიყვარულს გამოვხატავდი. მთავარი ინსპირაციის წყარო ელენე  გახდა. არც მიფიქრია ამის ინტერნეტში განთავსება, მაგრამ, მოხვდა და ყველას ძალიან მოეწონა. ზოგი წერდა, რომ მთლიანად ფოტოშოპშია აწყობილი. მაგრამ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთი სიტყვით, მოდიოდა ახალი წელი და, გადავწყვიტე, მისი პირველი ახალი წლისთვის ფოტოსესია მიმეძღვნა. მერე ვიფიქრე: რატომ მხოლოდ ელენე, როცა საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ნინის შვილი, ნანკას შვილი?!. მათ საგულდაგულოდ მალავდნენ. ამ ადამიანებთან ვმეგობრობ, დავუკავშირდი მათ და გადავიღეთ. ძალიან კარგად იქცეოდნენ, ეტყობა, აურაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. საერთოდ არ უტირიათ და არ გაუპროტესტებიათ. არ ვჩქარობდი, ველოდებოდი დიდხანს, როდის ჭამდნენ, დაისვენებდნენ... ამის გამო, გადაღება ოთხ-ხუთ საათსაც გრძელდებოდა, მაგრამ, მერჩივნა მეცადა, ვიდრე მათ ენერვიულათ. 

კრისტი: თიკა ფაცაციას ორი დღის ბავშვია გადაღებული (იცინიან). 

გიორგი: კრისტის ვეხვეწებოდი, ასეთ პროექტს ვაპირებ და ბავშვი გააჩინე-მეთქი. (იცინიან). თან რაც მთავარია მამამისიც მეხმარებოდა მაგ ამბავში, კარგი იდეააო, ამბობდა. 

კრისტი: ცხადია, მამაჩემს, როგორც ყველა ბაბუას, ბევრი შვილიშვილი უნდა. ოჯახში გვყავს 12 წლის ნატაშკა და 2 წლის ნიკუშა. ისე ძალიან დიდი სიამოვნებით გავაჩენდი, მაგრამ, საიდან?! (იცინიან) ზოგადად, ძალიან მინდა კიდევ შვილები. 

გიორგი: სანამ შვილს გააჩენს და მას გადავიღებ, მანამდე ერთი ძალიან სარისკო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რომელსაც აუცილებლად ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება. 

– ანუ, ისევ აალაპარაკებთ თბილისს...

კრისტი: ავალაპარაკებთ კი არა, იმხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს, ისეთი ამბავი ატყდება... ზუსტად ვიცი, რომ ასეთი პროექტი საქართველოში არ გაკეთებულა. მე ხომ ვარ ექსპერიმენტების „დედა” და ეს კიდევ ჩემზე უარესი გადარეულია, შესაბამისად, მუშაობა არ გაგვიჭირდება. რომ გითხრა, ადვილად ვთანხმდები ყველაფერს-მეთქი, არა, მაგრამ, თუ იდეამ მომხიბლა და თუ დავიჭირე იქ ინოვაციურობა, საინტერესო თემა, ყველანაირ სიგიჟეზე მივდივარ საქმის გამო. შეიძლება, მინუს 20 გრადუსში მომიწიოს შიშველი ყოფნა ან 40 გრადუს სიცხეში – ბეწვის ქურქით – ეს ჩემთვის დაბრკოლება არ არის და ასეთი რაღაცეები ხშირად გამიკეთებია. ერთი მინიშნება შემიძლია გითხრათ: იდეა, რომელიც მე და გიორგიმ უნდა განვახორციელოთ, საქართველოში არავის გაუკეთებია. ცოტა სარისკო და ექსტრემალურია და მსგავსი საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ კარგ გამოფენას ვგეგმავთ, სადაც თქვენც აუცილებლად იქნებით და იქ უკვე ვრცლად მოვყვებით იმ უამრავ კურიოზზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გადაგვხდება. 

გიორგი: ტესტ-გადაღებები ზაფხულში გვქონდა და უკვე უამრავი რამ გადაგვხდა. წინ კი ბევრი საინტერესო და სახალისო მუშაობა გველის. 

 

скачать dle 11.3