კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გააჩნდა კანდელაკების ოჯახს გიორგი კანდელაკის გადეპუტატებამდე არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან გიორგი კანდელაკი  1982 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფაკულტეტი არ არის მითითებული, მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ სპეციალობით ისტორიკოსი და პოლიტოლოგია (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონკრეტულად პოლიტოლოგებს საქართველოს არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამზადებს).  გიორგი კანდელაკის შრომითი ბიოგრაფია 2003 წელს იწყება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში“, სადაც ის არჩევნების მხარდამჭერ პროგრამაში ვებ-საიტის რედაქტორად მუშაობდა. თუმცა იმავე წლის დეკემბერში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარი გახდა და ამ პოზიციაზე 2004 წლის აპრილამდე დაჰყო. იმავდროულად: 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მაისამდე ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთის, „24 საათის“ რედაქტორის მოადგილეც იყო. 2005 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის მთავარ კონსულტანტად მუშაობდა. ხოლო 2005-2008 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩეველი იყო (ამ პოზიციაზე 22 წლის ასაკში დაინიშნა). 2008 წელს, რაკი 25-ის უკვე შესრულდა, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, პარტიული სიით. ტრადიცია არც მერვე მოწვევის პარლამენტში დაურღვევია და ბ-ნი კანდელაკი 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან კვლავაც ხალხის რჩეულია.

შესაბამისად, მის მიერ პირველად შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება (წესით, 2008-შიც უნდა შეევსო), ოჯახის წევრებად კი მითითებულია: მამა – რევაზ კანდელაკი, დედა – ანა კანდელაკი და და – თამარ კანდელაკი. ოჯახი იმხანად არ ფლობდა არანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას. ერთი ისაა, რომ გიორგი კანდელაკს „პროკრედიტბანკში“ გახსნილ შემნახველ ანაბარზე 5 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის ექვსი თვის განმავლობაში გიორგი კანდელაკს, როგორც პარლამენტის წევრს, 27 927 ლარი აუღია; თამარ კანდელაკს, როგორც კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მონიტორინგის სპეციალისტს, 2 560 ლარი, ხოლო მათ დედას, როგორც ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს მედდას – 1 000 ლარი.

2010 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კანდელაკების ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია. ოღონდ გაუჩნდათ კერძო საკუთრება: რევაზ კანდელაკის საკუთრებადაა მითითებული საცხოვრებელი ბინა დიღმის მასივში (70 კვადრატული მეტრი ფართობის). გიორგი კანდელაკის ანაბარის ოდენობა უცვლელია – 5 000 აშშ დოლარი, შემოსავლები კი აშკარად გაზრდილია. კერძოდ, 2009 წლის განმავლობაში, როგორც ხალხის რჩეულს, გიორგი კანდელაკს 44 877 ლარი აუღია. თამარ კანდელაკს სამუშაო ადგილი შეუცვლია და  როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველს, 5 720 ლარიც მიუღია. ქ-ნი ანა კადელაკის მედდის წლიური შემოსავალი იგივე დარჩენილა – 1 000 ლარი.

2011 წელს შევსებულ დეკლარაციაში გიორგი კანდელაკიც ისევ ხალხის რჩეულია და არც მისი ოჯახის წევრთა შემადგენლობა და არც უძრავი ქონების ოდენობა შეცვლილა. ერთი ისაა, რომ ანაბარზე კანონმდებელი მაშინ უკვე 12 000 აშშ დოლარს ინახავდა. დეკლარაციის მიხედვით, დასაქმებული მხოლოდ გიორგი კანდელაკი ყოფილა და მის წლიურ სადეპუტატო ხელფასს 53 476 ლარი შეუდგენია.

2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ იმ მომენტისთვის გიორგი კანდელაკს უკვე ორი ანაბარი ჰქონდა: „საქართველოს ბანკში“ 31 000 აშშ დოლარს ინახავდა, „პროკრედიტბანკში“ – 23 000 აშშ დოლარს. 2011 წელს თამარ კანდელაკი ისევ დასაქმებულა, ამჯერად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწედ და მისმა წლიურმა ხელფასმა 17 700 ლარი შეადგინა. თავად გიორგი კანდელაკმა, 2011 წლის განმავლობაში, როგორც დეპუტატმა, 58 109 ლარი აიღო.

2013 წლის დეკლარაციის თანახმად, გიორგი კანდელაკი ორ ანაბარზე, შესაბამისად, 40 722 და 23 000 აშშ დოლარს ინახავდა. მისი სადეპუტატო წლიური ხელფასი 56 706 ლარს შეადგენდა, მისი დის მრჩევლურმა წლიურმა შემოსავალმა ამჯერად, რატომღაც, 9 000 ლარი შეადგინა, ხოლო ქ-ნი ანა კანდელაკის მედდის წლიურმა ხელფასმა – 1 300 ლარი.

 

скачать dle 11.3