კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპარლამენტო ვნებანი სეპარატისტულად

მახათები - საჩუქრად!

 

მართალია, ჯერჯერობით ამ დედამიწის ზურგზე მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ 5-ნი აღიარებენ (რფ, ვენესუელა, ნიკარაგუა, ტუვალუ და ნაურუ) და მთლიანად რუსეთიდან ნაწყალობევი დოტაციით ავსებენ „ბიუჯეტს“, თუმცა ზაფხულში მორიგი „საპარლამენტო არჩევნებისთვის“ მთელი ეშხით ემზადებიან.

ხოლო, რაკი ემზადებიან, ცხინვალში, თურმე, იმაზეც მსჯელობენ, რომ პარტიული სიით აყრევინონ კენჭი „დეპუტატებს“, მხოლოდ მაჟორიტარულით თუ, საერთოდაც, შერეულით. იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ხელის თითებზე დაითვლი, იქაური „ექსპერტები“ ფიქრობენ, რაკი ყველა ყველას იცნობს, პარტია მხოლოდ იმიტომ შეიძლება, მოხვდეს „პარლამენტში“, რომ სიის სათავეში ყველასთვის ავტორიტეტული პიროვნება ჩაიყენოს ან იმიტომ ვერ მიიღოს ხმები,  რომ პარტიულ სიაში ყველასთვის მიუღებელი პერსონა ჰყავდეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტის“ 92 პროცენტი დოტაციურია, დანარჩენი 8 პროცენტიც „სახსტრუქტურებში“ დასაქმებულთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადებით ივსება, მათი მსჯელობა „საპარლამენტო არჩევნების“ ხერხებსა და მეთოდებზე აშკარაა, მიუთითებს დეფიციტზე – ამ კონკრეტულ შემხთვევაში, მახათების.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, ცხინვალისთვის ჰუმანიტარული ტვირთის სახით მახათების დიდი პარტია შეგვეშველებინა, რათა თავისუფალი დრო უფრო ღრმად და შინაარსიანად გაეტარებინათ. 

скачать dle 11.3